• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გასული თვის განმავლობაში CrowdStrike-ის აქციების ფასი?

აპრილი 5, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გასული თვის განმავლობაში CrowdStrike-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების კომპანიის — CrowdStrike Holdings-ის აქციების ფასი თითქმის 14%-ით გაიზარდა. ზრდაზე გავლენა იქონია კომპანიის ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშმა, რასაც ცნობილი ანალიტიკოსების დადებითი კომენტარები მოჰყვა.

და რა?

CrowdStrike-მა ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტლის შედეგები 7 მარტს წარადგინა. შემოსავალმა $637.4 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $624.77 მილიონი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.47 (პროგნოზი — $0.43).

8 მარტს კი ანალიტიკოსებმა თავიანთი შეფასებები განაახლეს. მაგალითად, UBS-ის ანალიტიკოსმა — როჯერ ბოიდმა CrowdStrike-ის აქციების სამიზნე ფასი $150-დან $165-მდე გაზარდა და განაცხადა, რომ მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები იყო „ნაბიჯი სწორი მიმართულებით“.

კონტექსტისთვის, ანალიტიკოსთა უმეტესობამ CrowdStrike-ის აქციების რეიტინგი ჯერ კიდევ ნოემბერში შეამცირა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ფისკალური მესამე კვარტლის შედეგები წარადგინა. უოლ სტრიტს აწუხებდა კომპანიის წლიური განმეორებადი შემოსავლის (ARR) ზრდის ტემპის შენელება. თუმცა, მეოთხე კვარტალში CrowdStrike-მა რეკორდული — $222 მილიონის ტოლი წმინდა ახალი ARR დაამატა, რაც მნიშვნელოვანი ნახტომია წინა კვარტლის შედეგთან — $198 მილიონთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, CrowdStrike-მა ახალი მომხმარებლები დაიმატა, ხოლო არსებულებმა თავიანთი ხარჯები გაზარდეს.

CrowdStrike Stock

9 მარტს CrowdStrike-ის ხელმძღვანელობამ მონაწილეობა მიიღო Morgan Stanley Technology, Media & Telecom-ის კონფერენციაში. ეს ღონისძიებები ნამდვილად არ ავრცელებს ახალ ინფორმაციას, მაგრამ ეს კარგი შანსი იყო ინვესტორებისთვის, მოესმინათ მენეჯმენტის მოსაზრებები და გაეგოთ დეტალები CrowdStrike-ის მიერ დაანონსებულ Dell Technologies-თან პარტნიორობის შესახებ.

ახლა რა?

ფისკალური 2024 წლისთვის (რომელიც თებერვალში დაიწყო), CrowdStrike-ის მენეჯმენტი რეკორდულ შემოსავალსა და მომგებიანობას პროგნოზირებს. მისი ზრდის ტემპი ნელდება. ფისკალურ 2023 წელს შემოსავალი 54%-ით გაიზარდა 2024 წლისთვის მოსალოდნელ 34%-იან ზრდასთან შედარებით, თუმცა ეს მატება ჯერ კიდევ ძლიერია.

CrowdStrike-ის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მისი ბალანსია. კომპანიას დაახლოებით $2 მილიარდის ოდენობით წმინდა ფულადი პოზიცია გააჩნია, რომელსაც, მენეჯმენტის მოლოდინით, CrowdStrike ოპორტუნისტულად გამოიყენებს სხვა კომპანიების მიმზიდველ ფასად შესაძენად.

კიბერუსაფრთხოებას ზრდის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და, როგორც ჩანს, მომდევნო წლებშიც ასე იქნება. CrowdStrike-ის ფინანსური შედეგები ყოველთვის არ ახდენს შთაბეჭდილებას ბაზარზე, თუმცა კომპანია მუდმივად ზრდის შესაძლებლობებს და კარგად არის პოზიციონირებული, რათა ეს ტენდენცია მომავალშიც შეინარჩუნოს.

წინა

რატომ გაიზარდა მარტში Apple-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Rivian-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Rivian-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Rivian-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved