რა მოხდა?
სამშაბათი ზოგადად საფონდო ბირჟისთვის ზრდის დღე იყო — თუნდაც მოდურ ტექნოლოგიურ სექტორში აქციების ფასები საკმაოდ გაიზარდა. სამწუხაროდ Coupa Software ერთ-ერთი მათგანი არ ყოფილა. კომპანიის აქციების ფასი თითქმის უცვლელი იყო მაშინ, როდესაც S&P 500 ინდექსი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. თუმცა ეს არის ის, რაც ხშირად ხდება, როდესაც კომპანიის აქციებს მრავალი ანალიტიკოსი აქვეითებს.
და რა?
რეიტინგის დაქვეითებები გასაგები იყო ორშაბათს Coupa-ს აქციების ფასის საკმაოდ მაღალი — დაახლოებით 27%-იანი ზრდის ფონზე. ორშაბათ დილით პრესრელიზში Coupa-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დაიდო აბოლოო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც Thoma Bravo კომპანიას $8 მილიარდად (თითო აქციაზე $81) შეიძენს. ფასი წარმოადგენს 77%-იან პრემიას 22 ნოემბერს Coupa-ს აქციების დახურვის ფასთან შედარებით, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი კომპანიის შესაძლო გაყიდვის შესახებ ცნობების გამო გაიზარდა. შედეგად Coupa Software კერძო კომპანია გახდება.
სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ Coupa-ს აქციების რეიტინგი ყველა ანალიტიკოსს არ შეუმცირებია. რამდენიმე მათგანმა, რომლის სამიზნე ფასიც $81-ზე ნაკლები იყო, რეალურად გაზარდა ეს მაჩვენებელი. მაგრამ ყველა შემთხვევაში კომპანიის აქციებმა ნეიტრალური შეფასება მიიღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ანალიტიკოსი მოელის, რომ გარიგება შესრულდება და ამით ფასის ამჟამინდელი დონე ოდნავ გაიზრდება.
ახლა რა?
გარკვეულწილად, Coupa-ს გარიგება დიდი სიურპრიზი არ არის. ბევრი სხვა ტექნოლოგიური კომპანიის მსგავსად, ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი აქციების ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Coupa მიზნად ისახავს კორპორატიულ კლიენტებზე ორიენტირებას, რომლებსაც ბევრად უფრო დიდი ბიუჯეტი გააჩნიათ, ვიდრე კერძო პირებს.