რა მოხდა?
გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. მეოთხე კვარტალი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მენეჯმენტი პროგნოზირებდა. ისინი ახლა მოელიან, რომ კომპანიის ზარალი $52-$57 მილიონს შეადგენს. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 25%-ზე მეტით არის გაზრდილი.
და რა?
ხარჯების ინფლაციით გამოწვეული მაღალი სამომხმარებლო ფასების გამოკლებით, საცალო გაყიდვები ინდუსტრიაში შემცირდა და 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მოლოდინებს ჩამორჩა. სუსტი საცალო ხარჯვის გარდა, Children’s Place-ის პრობლემას წარმოადგენდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბამბის ქსოვილის ყველაზე მაღალი ღირებულება, რამაც კომპანიისთვის ყველაზე მაღალი წარმოების ხარჯები გამოიწვია.
კარგი ამბავი ის არის, რომ ბამბის ქსოვილის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე 40%-ით დაეცა. კონტეინერით გადაზიდვის საფასური ასევე პანდემიამდელ დონეებს უბრუნდება, ამიტომ, შესაძლოა, საბავშვო ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ლიდერი კომპანიისთვის, რთული პერიოდი წარსულში დარჩა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის EPS (მოგება თითო აქციაზე) შესანიშნავად იზრდება, რაც, შესაძლოა, ბაზრის მიერ სათანადოდ არ იყოს დაფასებული.
ახლა რა?
მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში გაყიდვები $454-$456 მილიონს მიაღწევს, რაც, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 10.2%-10.6%-იან კლებას წარმოადგენს. ეს კომპანიის წინა პროგნოზზე — $460 მილიონზე დაბალია, მაგრამ, შესაძლოა, მიმდინარე წელს კომპანიის ფინანსური შედეგები გაუმჯობესდეს.
Children’s Place-ის მთავარი უპირატესობა მისი ციფრული მიმართულებაა. ონლაინ გაყიდვები კომპანიის მთლიანი საცალო გაყიდვების ნახევარს შეადგენს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 48% იყო, ხოლო 2019-ში — 37%. ბოლო რამდენიმე წელი მენეჯმენტმა დაბალი წარმადობის მქონე ლოკაციების დახურვაში გაატარა, რადგან სულ უფრო მეტი მომხმარებელი გადაერთო ონლაინ შოპინგზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამან მომგებიანობის გაუმჯობესება გამოიწვია.