წელს მოსალოდნელი რეცესიის შესახებ შიშებმა, რამდენიმე უსიცოცხლო კვარტალმა, ზედმეტმა დაპირებებმა, არასაკმარისად მიწოდებულმა პროგნოზებმა და ტექნოლოგიური სექტორის დაზარალებამ გადახდის დამუშავების გიგანტი PayPal Holdings აბსოლუტურად გაანადგურა. გასულ წელთან შედარებით აქციების ფასი 67%-ით დაბალია.
გასაგებია, რომ მსგავსი ვარდნა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ეს ასევე შეიძლება ყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ შეიძლება ახლა PayPal-ში ინვესტირება ჭკვიანური ნაბიჯი იყოს.
სწორი ნაბიჯები
2015 წელს eBay-სგან გამოყოფის შემდეგ, 2022 წლის მეორე კვარტალი PayPal-ის პირველი არამომგებიანი მეოთხედი იყო. მისი EPS (მოგება ერთ აქციაზე) შარშანდელ $1,01-ის ოდენობით მოგებასთან შედარებით, $0,29-იან ზარალამდე დაეცა, ხოლო მისი საოპერაციო მარჟა დაახლოებით 7%-ით შემცირდა.
ეს ზარალი ბიზნესის აქტივობასთან არ იყო დაკავშირებული – ფაქტობრივად, შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. უარყოფითი შედეგი გამოწვეული იყო სესხის აღების უფრო მაღალი დანახარჯებით და გაზრდილი საოპერაციო ხარჯებით, ასევე PayPal-ის საინვესტიციო პორტფელში ახალი პროდუქტებისთვის გადახდილი ერთჯერადი გადასახადებით.
ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი წელიწადში 22%-ით გაიზარდა. საგადახდო ტრანზაქციებმა 16%-ით მოიმატა, რამაც გადახდის მთლიანი მოცულობა (TPV) 9%-ით გაზარდა. უარყოფითი ეფექტის გასანეიტრალებლად, კომპანია გეგმავს $900 მილიონიან ხარჯების შემცირების ინიციატივას, რომელიც მისი მოგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ფინტექ კომპანიას ასევე აქვს $15,6 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფული და ფულადი ეკვივალენტები, ამასთან, მხოლოდ $13,6 მილიარდის მოცულობის ვალი, მისი გამოშვების ბოლო ციკლის ჩათვლით.
ბოლო განახლებებიდან გამომდინარე ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება
საოპერაციო ხარჯების გასაუმჯობესებლად PayPal-ის ფოკუსირებულმა ნაბიჯებმა ანალიტიკოსებს აქციების შესახებ ახალი პერსპექტივა დაანახა, რამაც Bank of America-სა და Raymond James-ის წარმომადგენლები აიძულა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში PayPal-ის რეიტინგები გაეუმჯობესებინათ. აქციების ფასები საპასუხოდ დიდად არ შეცვლილა, მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა განახლებამდე, მაგრამ ანალიტიკოსების სვლები დადებითი ნიშანია იმისა, რომ, შესაძლოა, ინვესტორების ნდობა დაბრუნდეს. ამავე დროს, S&P 500 ინდექსი 1,5%-ით დაეცა.
მხოლოდ ხარჯების დაზოგვა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ PayPal-ის აქციების ფასი ადრე დაფიქსირებულ მაქსიმუმებს დაუბრუნდეს. ამას დრო დასჭირდება. მოკლევადიანი წინაღობები, სავარაუდოდ, კომპანიაზე იმოქმედებს, თუ რეცესია განვითარდება, როგორც ამას ბევრი ექსპერტი წინასწარმეტყველებს. მაგრამ თუ გრძელვადიან პერიოდზე ვორიენტირდებით, კომპანიის ზრდის პერსპექტივები კვლავ იმედისმომცემად გამოიყურება.
PayPal მსოფლიოში პირველი გადახდის დამუშავების კომპანია იყო. ტექნოლოგიებთან ადაპტირებისა და ზრდის მიზნით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისების განვითარებაში ახალი არაფერია. PayPal-ს აქვს საკმარისი ნაღდი ფული იმისთვის, რომ ვარდნას გაუძლოს. დღევანდელი ფასები კი ნიშნავს, რომ ინვესტორები მომავალში მიიღებენ შესანიშნავ მოგებას, თუ კომპანია აღდგენისკენ ნაბიჯებს გადადგამს.