• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა პარასკევს Atkore-ის აქციების ფასი?

ნოემბერი 21, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა პარასკევს Atkore-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

პარასკევს Atkore-ის (კომპანია, რომელიც აწარმოებს და ყიდის ელექტრო, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის პროდუქტებს) აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი მეოთხე კვარტლის შედეგები წარადგინა. 18 ნოემბერს, სავაჭრო დღის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა.

და რა?

კომპანიის კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $5.52 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით დაახლოებით 26%-ით მეტია. ამ შედეგმა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.08-ს, საკმაოდ დამაჯერებლად გადააჭარბა.

Atkore Stock

Atkore-ის შემოსავალმა ასევე აჯობა მოლოდინებს, კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი, წინა კვარტალთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა და $1 მილიარდს გადააჭარბა, ანალიტიკოსების პროგნოზი კი $981,8 მილიონი იყო.

„Atkore-მა ფისკალური 2022 წლისთვის რეკორდულ შედეგებს მიაღწია, რადგან, პორტფელის გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული ღირებულების მიწოდების მიზნით, საკუთარი სტრატეგიული ინიციატივების წარმატებით განხორციელებას განვაგრძობთ”, — განაცხადა Atkore-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბილ უოლცმა პრესრელიზში.

მეოთხე კვარტლის ძლიერი შედეგების გარდა, მენეჯმენტმა წარადგინა მთელი მომავალი წლის პროგნოზი, რამაც ინვესტორები გაახარა.

კომპანიაში მოელიან, რომ 2023 წელს კორექტირებული EPS $13.10-$14.90 იქნება, ანალიტიკოსების პროგნოზი კი $13.31-ს შეადგენს.

ახლა რა?

მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივა კარგი ჩანს, უოლცმა თქვა, რომ, შესაძლოა, ზოგიერთი საფასო ტენდენცია მომავალ წელს ნორმალიზდეს, რამაც შეიძლება Atkore-ის ბიზნესზე იქონიოს გავლენა.

„მოსალოდნელია, რომ ბოლო წლებში განვითარებული ძლიერი ფასების გარემო ფისკალურ 2023 წელს ნორმალიზდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლისა და მოგების ხარისხზე იმოქმედებს“— თქვა უოლცმა.

თუმცა ძლიერი პროგნოზითა და მეოთხე კვარტლის მყარი შედეგებით, აშკარაა, რომ ინვესტორები Atkore-ის აქციების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Bath & Body Works-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Carvana-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Carvana-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Carvana-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved