• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რომელი დივიდენდური აქციის შეძენა სჯობს? Target vs. McDonald’s

მაისი 17, 2022
in სიახლეები
რომელი დივიდენდური აქციის შეძენა სჯობს? Target vs. McDonald’s
გაზიარება

McDonald’s და Target შესანიშნავი ბიზნესებია, რომლებმაც აქციონერებს დიდი სარგებელი მოუტანეს. მიუხედავად ამისა, ქვემოთ განხილულია, თუ რომელი კომპანია არის უმჯობესი შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის. თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კვლავ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეიძლება თანხის გადანაწილება და ორივე კომპანიაში ინვესტირება.

Target

Target, როგორც საცალო ვაჭრობის კომპანია, უკვე დიდი ხანია წარმატებულია და პანდემიამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუმჯობესა. როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციით მოვაჭრეს, Target-ს უფლება მიეცა დარჩენილიყო ღია მაშინ, როდესაც ბევრმა ბიზნესმა საქმიანობა შეაჩერა. შესაბამისად, კომპანიამ მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნით ისარგებლა. შთამბეჭდავია, რომ Target-მა მოთხოვნის ზრდას თავი უპრობლემოდ გაართვა, რაც არც ისე ადვილია, როგორც ჟღერს.

გაყიდვების ზრდამ მოგება რეკორდულ დონემდე აიყვანა. დივიდენდების განხილვისას მოგება გადამწყვეტია. საკმარისი მოგების გარეშე დივიდენდური ანაზღაურება არამდგრადია. Target კარგ ფორმაშია, 2021 წელს მოგება თითო აქციაზე (EPS) $14.10-მდე გაზარდა. 2013 წელს EPS $4.52-ს შეადგენდა. მზარდმა მოგებამ კომპანიას წლიური დივიდენდების გაზრდის საშუალება მისცა. 2013 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში Target-მა თითო აქციაზე დივიდენდური ანაზღაურება $1.32-დან $3.16-მდე გაზარდა.

კომპანიის დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი, რომელიც დივიდენდებში გადახდილი მოგების პროცენტს ზომავს, ბოლო დროს 22.3%-ს შეადგენდა. შემოსავლების შემცირების შემთხვევაშიც კი Target-ს მდგრადი დივიდენდების გადახდა შეუძლია.

TGT Payout Ratio

გარდა ამისა, კომპანიამ სხვადასხვა არხების საშუალებით მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიმართულებით ინვესტიციები განახორციელა. ეს კი შესაძლებლებს ხდის, რომ Target-მა მომდევნო წლების განმავლობაში ზრდა განაგრძოს.

McDonald’s

McDonald’s

McDonald’s პანდემიის შეფერხების შემდეგ ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი ბრუნდება. Target-ისგან განსხვავებით McDonald’s თავდაპირველად პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა დააზარალა, მაგრამ ამ შეზღუდვამ კომპანიას მისცა ბიძგი, რომ ციფრული შეკვეთების მიმართულებით უფრო აგრესიული ნაბიჯები გადაედგა და ეს ძალისხმევა შედეგიანი გამოდგა.

2020 წელს 10%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს გაყიდვები 21%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, გასულ წელს EPS-მა რეკორდული $10.04 შეადგინა, ხოლო 2012 წელს ეს მაჩვენებელი $5.36 იყო. მაკდონალდსის დივიდენდური ანაზღაურება წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა და კულმინაციას 2021 წლისთვის მიაღწია – $5.25 ერთ აქციაზე. სულ ახლახან მაკდონალდსის დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი 56%-ს შეადგენდა.

MCD Payout Ratio

Target-ის მსგავსად, McDonald’s-ის მენეჯმენტმა შესანიშნავი კაპიტალური ინვესტიციები განახორციელა და მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში ანაზღაურდება. შეკვეთების მიწოდების ციფრული სერვისი McDonald’s-ის თითოეული რესტორნის გეოგრაფიულ წვდომას აფართოებს, რაც შემოსავლისა და მოგების პოტენციალს ზრდის.

დასკვნა

საერთო ჯამში, Target და McDonald’s არის ორი შესანიშნავი დივიდენდების გადამხდელი კომპანია, რომელიც, სავარაუდოდ, აქციონერებს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოუტანს. თუმცა თუ მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოთ, ალბათ, უკეთესი არჩევანი Target იქნება. მას დივიდენდების გადახდის უფრო დაბალი კოეფიციენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დივიდენდური ანაზღაურების გასაზრდელად უფრო მეტი სივრცე გააჩნია. გარდა ამისა, Target-ის აქციები ბაზარზე McDonald’s-ის აქციებზე უფრო დაბალი ღირებულებით მიმოიქცევა.

წინა

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

შემდეგი

2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვასაც ახლა $60-ზე იაფად შეძლებთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვასაც ახლა $60-ზე იაფად შეძლებთ

2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვასაც ახლა $60-ზე იაფად შეძლებთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved