• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ვაჭრობას შორის?

აპრილი 11, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ვაჭრობას შორის?
გაზიარება

ვაჭრობა და ინვესტირება არის ორი ტერმინი, რომელიც, საინვესტიციო სამყაროს შესახებ საკმარისი ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში, შესაძლოა, სინონიმებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის.

 

რა არის ინვესტირება?

ინვესტირების მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში, კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნით, სიმდიდრის დაგროვება. ინვესტორმა, შესაძლოა, საინვესტიციო პორტფელი მიზნებად დაყოს, სადაც თითოეული სექცია რისკის სხვადასხვა დონეს ატარებს. მაგალითად:

  • ინვესტირება საპენსიო ფონდებში, როგორიც არის 401(k) (კვალიფიციური მოგების გაზიარების გეგმა, რომელიც თანამშრომელს თავისი ხელფასის ნაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე შეტანის საშუალებას აძლევს) ან IRA (საგადასახადო უპირატესობების მქონე საპენსიო შემნახველი ანგარიში)
  • თანხის დაზოგვა ახალი მანქანისთვის ან სახლისთვის
  • საკუთარი თავისთვის ან შვილებისთვის კოლეჯის ფონდის შექმნა

მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ინვესტორები თავიანთ პოზიციებს უსიამოვნების პირველი ნიშნისთანავე, არ ყიდიან, მაშინაც კი, თუ მათი პორტფელი მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს. სამაგიეროდ, შესაძლოა, მათ დაღმავალი ტენდენციის დროს, კიდევ უფრო მეტი შესყიდვა განახორციელონ, რათა თავიანთ პორტფელს ახალი პოზიციები იაფად დაამატონ.

ინვესტორები, ტრეიდერებისგან განსხვავებით, იცავენ მანტრას: „ბაზარი ყოველთვის იმუშავებს“.

 

რა არის ვაჭრობა?

მეორეს მხრივ, ვაჭრობის მიზანი არის „ბაზრის დამარცხება“. გრძელი პოზიციების შეძენის და პორტფელში შენარჩუნების ნაცვლად, ტრეიდერები, მოგების მიღების მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად ყიდულობენ და ყიდიან პოზიციებს.

მაგალითად, S&P 500 ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ს გამოიმუშავებდა, რაც მრავალი ინვესტორისთვის სტანდარტია. თუმცა ტრეიდერებმა 10%-იანი მოგება, შესაძლოა, ყოველთვიურად გამოიმუშაონ. მოგების მისაღებად, ტრეიდერები ფასების მოკლევადიანი რყევებით სარგებლობენ. ზარალის შესამცირებლად, იმის ნაცვლად, რომ ბაზარზე ვარდნას დაელოდონ, ტრეიდერებს შეუძლიათ stop-loss ბრძანება გამოიყენონ, რათა ავტომატურად გაყიდონ თავიანთი აქტივები, თუ ფასი წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს ქვემოთ დაეცემა.

 

რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ვაჭრობას შორის?

მოცდის პერიოდი

როგორც უკვე ვთქვით, ინვესტორები, ჩვეულებრივ, თავიანთ პოზიციებს წლების და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებენ. მეორეს მხრივ, ტრეიდერები თავიანთ პოზიციებს მხოლოდ დღეების, საათების ან თუნდაც წუთების განმავლობაში ფლობენ. განასხვავებენ ტრეიდერების ოთხ ტიპს იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ფლობენ ისინი თავიანთ აქტივებს:

  • სკალპ ტრეიდერები – იკავებენ პოზიციებს წამების ან წუთების განმავლობაში და არასოდეს მეორე დღემდე
  • დღიური ტრეიდერები – ინარჩუნებენ პოზიციებს საათობით, თუმცა, როგორც წესი, არა მეორე დღემდე
  • სვინგ ტრეიდერები – ინახავენ თავიანთ აქტივებს დღეების ან კვირების განმავლობაში
  • პოზიციური ტრეიდერები – ისინი ყველაზე მეტად ჰგვანან ინვესტორებს, რადგან პოზიციებს თვეების ან წლების განმავლობაში ინარჩუნებენ.
 

ღირებულება

მიუხედავად იმისა, რომ არც ინვესტირებისთვის და არც ვაჭრობისთვის არ არსებობს სტანდარტიზებული საწყისი თანხა, კანონები არეგულირებს კაპიტალის ოდენობას, რომელიც ვაჭრობისთვის უნდა გქონდეთ.

ტრეიდერები, თავიანთი ტრანზაქციების გასაადვილებლად, ბროკერს იყენებენ და, როგორც წესი, ბროკერები მოგთხოვენ შეინარჩუნოთ გარკვეული თანხა ანგარიშზე ან მარჟა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) ტრეიდერებისგან, რომლებიც 5 დღიდან 4-ჯერ ან უფრო მეტჯერ ვაჭრობენ, მარჟის ანგარიშზე $25,000-ის შენარჩუნებას მოითხოვს. გარდა ამისა, ბევრი ბროკერი ყოველი ტრანზაქციისთვის ფიქსირებულ ან პროცენტზე დაფუძნებულ საკომისიო მოითხოვს.

ბროკერიდან გამომდინარე, ინვესტორები, როგორც წესი, იხდიან საკომისიოს მათი AUM-ისთვის (მართვაში არსებული აქტივები). ეს, შეიძლება, უფასოც იყოს და ასევე შეადგენდეს 1%-ს ან უფრო მეტს. ზოგიერთმა ინვესტიციამ, როგორიც არის ურთიერთდახმარების ფონდები, შესაძლოა, ინვესტორს ასევე დააკისროს აქციების გაყიდვის, გამოსყიდვის, ანგარიშის და/ან შესყიდვის საკომისიო.

 

კვლევა

ტრეიდერები და ინვესტორები ასევე სხვადასხვა ტიპის და მოცულობის კვლევას ატარებენ თავიანთი პოზიციების შესარჩევად.

მაგალითად, ტრეიდერები იყენებენ ტექნიკურ ანალიზს იმის დასადგენად, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგან საფონდო ბირჟაზე. მოძრავი საშუალო მაჩვენებლები, სტოქასტიკური ოსცილატორები და უახლესი ამბები არის ის, რაც ტრეიდერებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის.

ინვესტორები კი, როგორც წესი, ყურადღებას საბაზრო საფუძვლებზე ამახვილებენ. ისინი ემყარებიან ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის P/S (ფასი/მოგება) კოეფიციენტი, წინსვლის მიმართულებები, კომპანიის ისტორია და ა. შ. ინვესტორებმა ასევე, შეიძლება, არჩევანი გააკეთონ იმის მიხედვით, იხდის და თანმიმდევრულად ზრდის თუ არა კომპანია დივიდენდებს.

 

საინვესტიციო მექანიზმები

ხშირად, ინვესტორები და მოვაჭრეები, თავიანთი მიზნების მისაღწევად, სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ.

მაგალითად, ინვესტორები მიდრეკილნი არიან აირჩიონ ფონდები და აქტივები, რომელთა ფასების ზრდასაც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელიან. მეორეს მხრივ, ტრეიდერები ტრანზაქციებს უფრო ხშირად და ბევრი გზით ახორციელებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ გახსნან და დახურონ პოზიციები მომენტალურად. მათ, შეიძლება, ასევე ინვესტიცია ჩადონ უფრო რისკიან პოზიციებში, რომლებსაც აქვთ ვადის გასვლის თარიღი, როგორიც არის ფიუჩერსები და ოფციონები.

 

რისკი და ჯილდო

რაც უფრო მცირეა თქვენი მოცდის დრო, მით უფრო მეტია შანსი, რომ ინვესტიცია დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს გარკვეული რისკი ემუქრება, პოზიციების წლების განმავლობაში დაკავება მათ ინვესტიციებს ასევე აძლევს შანსს, რომ დანაკარგები აღადგინოს. ინვესტორები და ტრეიდერები, მათი სავაჭრო საქმიანობის მიხედვით, ასევე სხვადასხვა სახის (და ოდენობის) ჯილდოს იღებენ. როგორც წესი, რაც უფრო დიდია რისკი მით უფრო დიდია ჯილდო.

წინა

კრეატიული პროგრამული უზრუნველყოფის 3 კომპანიის აქცია ახლავე შესაძენად

შემდეგი

ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved