• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 25, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Chevron, Qualcomm, F5, Cadence და Nio.

Chevron

გუშინ ნავთობკომპანიის — Chevron-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული.

Chevron მეორე კვარტლის შედეგებს პარასკევს წარადგენს, თუმცა კომპანიამ წინასწარ გამოავლინა რამდენიმე მაჩვენებელი, რომელმაც ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელი დირექტორი — მაიკ ვირტი ჯერჯერობით პენსიაზე არ გავა, რაც კომპანიას მისი ჩამნაცვლებლის მოსაძებნად მეტ დროს აძლევს.

კვირას, Chevron-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის წმინდა შემოსავალი დაახლოებით $6.01 მილიარდს შეადგენს და EPS (მოგება თითო აქციაზე) $3.08 იქნება, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.97-ს.

Chevron

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის 50%-ით ჩამოუვარდება გასული წლის იმავე კვარტლის შედეგს, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა, მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავალი ასახავს აშშ-ის პერმის აუზში წარმოების ზრდას, რომელმაც, წინა წელთან შედარებით, 11% შეადგინა და დღეში 772000 ბარელს მიაღწია. მენეჯმენტმა ასევე აღნიშნა, რომ Chevron-მა აქციონერებს მოუტანა რეკორდული $7.2 მილიარდის ოდენობით ანაზღაურება, რომელიც $2.8 მილიარდის მოცულობის დივიდენდებისგან და $4.4 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვისგან შედგება. ეს რეალურად გაცილებით მეტი იყო, ვიდრე კომპანიამ თავისუფალი ფულადი ნაკადებით გამოიმუშავა.

Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $162.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $212.00-ს, ხოლო მინიმალური — $163.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Qualcomm

ბოლო წლებში Qualcomm ცდილობს თავისი ბიზნესის დივერსიფიკაციას ავტომობილებისა და ინტერნეტის ჩიპების გამოშვებით, მაგრამ კომპანია შემოსავლისა და მოგების დიდ ნაწილს მაინც თავისი დომინანტური მობილური მოდემის ჩიპსეტების ბიზნესიდან და მობილური ტელეფონების ტექნოლოგიების ლიცენზირებიდან იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ტელეფონების ინდუსტრია გასული წლის განმავლობაში პანდემიის ბუმის შემდეგ ვარდნას განიცდიდა, უოლ სტრიტის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა პარასკევს წამოიწყო Qualcomm-ის აქციების შეფასება უფრო ოპტიმისტური პერსპექტივით.

პარასკევს, Wolfe Research-მა Qualcomm-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია და $145-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა, რაც კომპანიის აქციების ამჟამინდელ ფასს — $124-ს დაახლოებით 17%-ით აღემატება.

Wolfe-ში მიიჩნევენ, რომ ტელეფონების ბაზარი დაღმავალ ფაზაში ან მასთან ახლოსაა, რაც ჩიპების კომპანიების უმეტესობისთვის გასული წლის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. Qualcomm, თავის მხრივ, კიდევ უფრო ნაკლებ ჩიპს უგზავნის მოწყობილობების მწარმოებლებს, ვიდრე საბოლოო მომხმარებლები რეალურად მოიხმარენ, რადგან გასულ წელს დიდი მოცულობის მარაგი დაგროვდა, როდესაც მოთხოვნა შემცირდა. ბოლო კვარტალში Qualcomm-ის მობილური ტელეფონების ჩიპების გაყიდვები წლიდან წლამდე 17%-ით შემცირდა. შედარებისთვის, კვლევითი ფირმის — Canalys-ის შეფასებით, ტელეფონების გლობალურმა გაყიდვებმა 11%-ით დაიკლო.

Qualcomm

თუმცა, მარაგები ახლა უფრო ნორმალიზებულ დონეზეა და Wolfe-ის ანალიტიკოსების აზრით, მოწყობილობების შესყიდვის ნებისმიერმა ზრდამ შეიძლება კომპანიისთვის ძლიერი ანაზღაურება გამოიწვიოს. Canalys-შიც მიიჩნევენ, რომ გლობალური სმარტფონების მიწოდება აღდგენას იწყებს ზედიზედ 6 კვარტლის განმავლობაში შემცირების შემდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $137.04-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $159.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

F5

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ტექნოლოგიურმა კომპანიამ — F5-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 4%-ით არის მომატებული.

F5-ის სერვისები უზრუნველყოფს, რომ აპლიკაციები ყოველთვის დაცული იყოს და სათანადოდ მუშაობდეს ნებისმიერ გარემოში და ნებისმიერ მოწყობილობაზე. ციფრებმა მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური ზრდა აჩვენა. შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $703 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $698.81), 8%-იანი ზრდით ლიდერობს გლობალური სერვისების შემოსავალი. კორექტირებული მოგება 25%-ზე მეტით გაიზარდა და $194 მილიონი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $3.21-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.86).

F5

გარდა ამისა, F5-ის მენეჯმენტმა მომავლის პროგნოზებიც წარადგინა. კომპანიაში მოელიან, რომ ფისკალური მეოთხე კვარტლის შემოსავალი $690-$710 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS $3.15-$3.27 იქნება.

F5-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $150.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და ორივე მათგანი კომპანიის აქციებს ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $158.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $162.00-ს, ხოლო მინიმალური — $155.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი F5-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

Cadence

გუშინ, ბარის გახსნამდე, კვარტალური ანგარიში ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიამ — Cadence Design Systems-მაც წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 51%-ზე მეტით არის მომატებული. კვარტალურმა შედეგებმა მნიშვნელოვანი ზრდა გამოავლინა, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორებს კიდევ უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდათ.

მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები სოლიდური იყო. შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $977 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $975.99 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 11%-იანი ზრდა დააფიქსირა და $334 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $1.22 იყო (პროგნოზი — $1.18).

Cadence

აღმასრულებელმა დირექტორმა — ანირუდ დევგანმა ხაზი გაუსვა Cadence-ის ბიზნესის მართვაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენას, გამოთვლით პროგრამულ უზრუნველყოფასთან და კომპანიის გამოცდილებასთან ერთად. გარდა ამისა, მენეჯმენტმა 2023 წლის პროგნოზები გაზარდა. მოსალოდნელია, რომ მთელი წლის განმავლობაში გაყიდვები 14%-ზე მეტით გაიზრდება და კორექტირებული EPS $5.05-$5.11-ს შეადგენს.

Cadence-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $241.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 7 ანალიტიკოსი აფასებს და ყველა მათგანი კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $267.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cadence-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს.

Nio

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანიის — Nio-ს აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 22%-ით არის მომატებული.

ჩამორჩენილი ეკონომიკის აღორძინების მიზნით, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიამ (NDRC), სამთავრობო სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია ჩინეთში ეკონომიკურ განვითარებაზე, საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა. NDRC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან ქვეყანაში კერძო კაპიტალის შემოდინებით, რათა ჩინეთის მასშტაბით მსხვილი პროექტების განვითარებას შეუწყონ ხელი.

NDRC-მა გამოავლინა სხვადასხვა სექტორი, რომლის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად და მათ შორის იყო როგორც ტრანსპორტირება, ასევე სუფთა ენერგია.

Nio

გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის მთავრობის ეკონომიკურ განვითარებაზე ფოკუსირების შესახებ სიახლეებმა, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც Nio-ს ეხება, ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მიწოდება წლიდან წლამდე 6%-ით შემცირდა და 23,520 ავტომობილი შეადგინა. Nio-ს მანქანებზე მოთხოვნის შემცირება კი განსაკუთრებით ცუდ დროს დაემთხვა, რადგან კომპანიამ ახლახან გამოუშვა ორი ახალი მოდელი: ET5 საშუალო ზომის სედანი და ES8 სპორტული ელექტრომობილი.

ჩინეთის მთავრობის მოტივაცია სუფთა ენერგიისა და სატრანსპორტო ბიზნესის განვითარებისთვის უდავოდ კარგი ამბავია Nio-სთვის და ინვესტორებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, თუ რამდენად შეძლებს NDRC ამ მიზნების განხორციელებას.

Nio-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.70-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $10.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $13.00-ს, ხოლო მინიმალური — $7.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nio-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.5%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ვინ არის სტივ კოენი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

როგორ გავხდეთ დისციპლინირებული ინვესტორი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გავხდეთ დისციპლინირებული ინვესტორი?

როგორ გავხდეთ დისციპლინირებული ინვესტორი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved