• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ნოემბერი 9, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Roblox, Cava Group და Warner Bros. Discovery.

Roblox

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Roblox-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვიდეოთამაშების ამერიკული დეველოპერის აქციების ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 41%-ით არის გაუმჯობესებული.

მესამე კვარტალში სათამაშო პლატფორმის კომპანიის ჯავშნები (მომავალი შემოსავლების მაჩვენებელი) 20%-ით გაიზარდა და $839.5 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $829.5 მილიონი). შემოსავალმა კვარტალში $713.2 მილიონს მიაღწია.

გარდა ამისა, Roblox-ის ზარალმა თითო აქციაზე $0.45 შეადგინა. ეს შეიძლება არც ისე კარგად ჟღერდეს, მაგრამ ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — -$0.51-ს.

ითვლება, რომ Roblox-ის ჯავშნების მაჩვენებელი მომავალი შემოსავლის მოცულობას მოასწავებს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე — ჯავშნები, პირველი მათგანი წლიდან წლამდე 38%-ით გაიზარდა.

Roblox

თუმცა, მეორე მხრივ, ჯავშნების 20%-იანი მატება მიგვანიშნებს, რომ, როგორც ჩანს, მიმდინარე კვარტალში შემოსავლების ზრდის ტემპი არ შენარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარტალში ჯავშნები გაიზარდა იმავე ტემპით, როგორც საშუალო დღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) რაოდენობა და პლატფორმაზე მომხმარებლის ჩართულობის საათები — ორივე მათგანმა 20%-ით მოიმატა.

გარდა ამისა, ყოველთვიური უნიკალური გადამხდელების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

ყოველივე ამის შემდეგ, ფაქტი, რომ მესამე კვარტალში Roblox წამგებიანია, ფაქტად რჩება. მიუხედავად შემოსავლის ზრდისა, კომპანიის ზარალი მხოლოდ 10%-ით შემცირდა და თითო აქციაზე $0.45 შეადგინა.

კარგი ამბავი ის არის, რომ მიუხედავად ამ ზარალისა, Roblox-მა $59.5 მილიონის მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა.

Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $54.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Cava Group

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cava Group-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი სარესტორნო ქსელის აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდა. Cava-ს პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მიმდინარე წლის 15 ივნისს შედგა, მას შემდეგ კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 29%-ით არის შემცირებული.

კომპანიამ გასულ კვარტალში 11 ახალი ლოკაცია გახსნა რაც წლიდან წლამდე 35.5%-იანი ზრდაა. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 14%-ით გაიზარდა, ხოლო მისი რესტორნის დონის მოგების მარჟა 25.1% იყო (გასული წლის იმავე კვარტალში — 21.7%).

სარესტორნო ქსელის კვარტალურმა შემოსავალმა $175.6 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $170.25 მილიონი), ხოლო GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.06 (პროგნოზი — -$0.01).

Cava Group

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტის ვარაუდით კომპანია 2023 წელს უფრო მეტი ახალი ლოკაციის გახსნას შეძლებს, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი. გასულ კვარტალში Cava-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს 65-70 ახალი ლოკაციის გახსნას გეგმავდნენ, ახლა კი პროგნოზი 70-73-მდე გაიზარდა.

Cava-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $35.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cava-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Warner Bros. Discovery

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Warner Bros. Discovery-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გართობის დივერსიფიცირებული კომპანიის აქციების ფასი 19%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის დაკლებული.

Warner Bros. Discovery-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2%-ით — $9.98 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $10 მილიარდი). მისი სატელევიზიო ქსელების სეგმენტის შემოსავალი 7%-ით — $4.87 მილიარდამდე დაეცა, ხოლო პირდაპირ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიმართულების შემოსავალმა 5%-ით მოიმატა და $2.44 მილიარდი შეადგინა. კომპანიის სტუდიების სეგმენტის შემოსავალი 4%-ით — $3.23 მილიარდამდე გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი ფილმ Barbie-ს მიუძღვის.

პირდაპირ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიმართულების გამომწერების რაოდენობა 700,000-ით — 95.1 მილიონამდე შემცირდა, ხოლო საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე სეგმენტში 6%-ით — $7.82-მდე გაიზარდა.

Warner Bros

კომპანიის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიდან წლამდე 22%-ით — $2.97 მილიარდამდე შემცირდა და GAAP-ის მიხედვით Warner-მა $97 მილიონის ოდენობით საოპერაციო მოგება დააფიქსირა. თუმცა საპროცენტო ხარჯები კვლავ მაღალ ნიშნულზეა — $574 მილიონი — რის შედეგადაც კომპანიის წმინდა ზარალმა $417 მილიონი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე ზარალი $0.17 იყო (პროგნოზი — -$0.06).

Warner Bros. Discovery-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Warner Bros. Discovery-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 83%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

Datadog-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

შემდეგი

გუშინ Walt Disney-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Walt Disney-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა

გუშინ Walt Disney-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved