• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 11, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Coca-Cola, PepsiCo, Truist Financial, PGT Innovations და Coherent.

Coca-Cola & PepsiCo

გასული თვის უმეტესი ნაწილის განმავლობაში კლების შემდეგ, გუშინ Coca-Cola-სა და PepsiCo-ს აქციების ფასები, შესაბამისად, 2.17%-ით და 1.88%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში Coca-Cola-ს აქციების ფასი 14%-ზე მეტით არის შემცირებული, ხოლო PepsiCo-სი — დაახლოებით 8%-ით. ბოლო პერიოდში ამ კომპანიების აქციებზე ნეგატიურად მოქმედებდა სიახლეები, რომ წონაში კლების მედიკამენტებზე, როგორიც არის Ozempic, მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა, ინვესტორები კი შიშობდნენ, რომ ეს ტენდენცია ამ კომპანიებს დააზარალებდა. თუმცა გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, PepsiCo-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა და ამან ზოგიერთი ეჭვი გაფანტა.

PepsiCo-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 6.7%-ით — $23.45 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $23.43 მილიონს. ჩრდილოეთ ამერიკის სასმელების განყოფილებაში ორგანულმა გაყიდვებმა 6%-ით მოიმატა, თუმცა სასმელების მოცულობა 6%-ით შემცირდა. საერთაშორისო გაყიდვები ძლიერი იყო და ამ ფლანგზე სასმელების მოცულობაც გაიზარდა.

EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $2.25 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.15).

გარდა ამისა, PepsiCo-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე ნეგატიურ გავლენას წონაში კლების მედიკამენტებისგან, როგორიც არის Ozempic.

გასულ კვირას, Coca-Cola-სა და PepsiCo-ს აქციები დიდი რაოდენობით გაიყიდა მას შემდეგ, რაც Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ ფარნერმა თქვა, რომ Ozempic და მსგავსი პრეპარატები სასურსათო ვაჭრობის ჩვევებზე ზემოქმედებს.

PepsiCo

რაც შეეხება მომავალს, კომპანიაში მთელი წლის პროგნოზები გაზარდეს და განაცხადეს, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი გრძელვადიანი 4%-6%-იანი დიაპაზონის ზედა ზღვრით გაიზრდება.

PepsiCo-ს ძლიერი კვარტალური ანგარიში Coca-Cola-სთვის აუცილებლად კარგი ამბავი არ არის, თუმცა ეს ორი კომპანია მსგავსი ტენდენციებით ხასიათდება. ამასთან, PepsiCo-სგან განსხვავებით, რომელიც კვების ბრენდებსაც ფლობს, Coca-Cola მხოლოდ სასმელებს ყიდის, ამიტომ ის ნაკლებად დივერსიფიცირებულია. ჩვენ გავიგებთ, გაუძლო თუ არა Coca-Cola-მ თავდაპირველ გამოწვევას Ozempic-ისგან, როდესაც კომპანია 24 ოქტომბერს მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს წარადგენს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 8.9%-ით გაიზრდება და $11.45 მილიარდს შეადგენს, ხოლო EPS უცვლელი — $0.69 დარჩება. ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მოლოდინები, სავარაუდოდ, საკმაოდ დაბალი იქნება და პროგნოზების მცირედით გადაჭარბებამაც კი შეიძლება Coca-Cola-ს აქციებს მნიშვნელოვანი დადებითი ბიძგი მისცეს.

Coca-Cola

Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $54.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $70.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $164.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $194.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $212.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Truist Financial

გუშინ Truist Financial-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ბანკმა სადაზღვევო საბროკერო განყოფილება $10 მილიარდად გაყიდოს. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 33%-ით არის შემცირებული.

ახალი ამბების ვებგვერდის Semafor-ის თანახმად, Truist აწარმოებს მოლაპარაკებებს სადაზღვევო საბროკერო მიმართულების — Truist Insurance Holdings-ის დარჩენილი 80%-ის $10 მილიარდად გაყიდვასთან დაკავშირებით. შესყიდვის მსურველია კერძო ფირმა — Stone Point, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში ბიზნესის 20% $14.5 მილიარდად შეიძინა. Stone Point მსოფლიოში მეშვიდე უმსხვილესი სადაზღვევო ბროკერია.

მარტის რეგიონული საბანკო კრიზისის ფონზე, მარეგულირებლები აძლიერებენ ზედამხედველობას ფინანსურ ინსტიტუტებზე, რამაც, როგორც ჩანს, Truist-ის მენეჯმენტი აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა.

Truist Financial

გასაგებია, რატომ რეაგირებენ ინვესტორები პოზიტიურად ამ გარიგებაზე. Truist-ის სადაზღვევო მიმართულება კომპანიის წმინდა შემოსავლის მხოლოდ 7%-ზეა პასუხისმგებელი, მაგრამ გარიგების ღირებულება — $10 მილიარდი Truist-ის საბაზრო კაპიტალის მეოთხედზე მეტს შეადგენს.

Truist Financial-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $29.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Truist Financial-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

PGT Innovations

გუშინ PGT Innovations-ის აქციების ფასი თითქმის 22%-ით გაიზარდა. ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქარიშხლებისადმი გამძლე ფანჯრებისა და კარების მწარმოებელმა უარყო შესყიდვის შეთავაზება Koch Industries-ის მიერ მხარდაჭერილი ფანჯრებისა და კარების მწარმოებელი Miter Brands-ისგან. წლის დასაწყისიდან PGT Innovations-ის აქციების ფასი დაახლოებით 80%-ით არის გაუმჯობესებული.

Reuters-ის ცნობით, გუშინ დილით, PGT-მ Miter Brands-ისგან მიიღო შეთავაზება, რომელიც კომპანიის თითო აქციას $33-ად აფასებს (მთლიანობაში $1.9 მილიარდი), თუმცა ეს თანხა PGT-ის დირექტორთა საბჭომ არაადეკვატურად მიიჩნია. კომპანიის აქციების ფასი ამჟამად $31.95-ს შეადგენს.

ამ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არცერთი კომპანიის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

PGT Innovations

არ არსებობს გარანტიები, რომ შეთანხმება შედგება. მაგრამ Reuters-ის წყაროებმა დასძინეს, რომ Miter-ს მენეჯმენტი თითო აქციისთვის შეთავაზებული ფასის $36-მდე გაზრდას განიხილავს, რაც PGT-ის აქციების ორშაბათის დახურვის ფასთან შედარებით 35%-იანი პრემია იქნება.

თუ ეს მოხდება, თითქმის აუცილებლად ვიხილავთ PGT-ის აქციების ფასის კიდევ ერთ ზრდას. მაგრამ თუ Miter უკან დაიხევს ან PGT კიდევ ერთ შეთავაზებას უარყოფს, დიდი ალბათობით, გუშინდელი ზრდის ტენდენცია ხანმოკლე აღმოჩნდება.

PGT Innovations-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $32.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $34.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $32.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PGT Innovations-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Coherent

გუშინ Coherent-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Coherent-ის სილიციუმის კარბიდის ნახევარგამტარების ბიზნესი მიიღებს $1 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას ორი იაპონური ავტომწარმოებლისგან. მიმდინარე წლის განმავლობაში ოპტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით არის შემცირებული.

ეს ორი კომპანია არის Denso და Mitsubishi Electric, რომელთაგან თითოეული განახორციელებს $500 მილიონის ოდენობით ინვესტიციას ახალი შვილობილი კომპანიის 12.5%-იანი წილის სანაცვლოდ. Coherent კი ბიზნესის 75%-იან წილს გააკონტროლებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც Coherent-ის მენეჯმენტმა დაინახა მზარდი მოთხოვნა Datacom გადამცემებზე ხელოვნური ინტელექტისთვის (AI).

Coherent-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიის ყველაზე დიდი შესაძლებლობა მომავალ წელს არის 800G Datacom გადამცემებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ანაზღაურებს სისუსტეს Coherent-ის ბიზნესის სხვა სფეროებში.

Coherent

სილიციუმის კარბიდის (SiC) პროდუქტები ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ისინი ელექტრომობილების წარმოებაში გამოიყენება. Coherent, წარმოების გასაფართოებლად, Denso-სა და Mitsubishi-ის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს გამოიყენებს. მოსალოდნელია, რომ SiC ნახევარგამტარების ბაზარი 2030 წელს $21 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის 2022 წელს ეს მაჩვენებელი $3 მილიარდს შეადგენდა.

Coherent-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $63.00-ს, ხოლო მინიმალური — $35.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coherent-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

სტრესის დაძლევის სტრატეგიები დანაკარგებთან გასამკლავებლად

შემდეგი

რას ნიშნავს ორმხრივი კომპანია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ორმხრივი კომპანია?

რას ნიშნავს ორმხრივი კომპანია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved