• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 27, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Intercept Pharmaceuticals და United Natural Foods.

Amazon

გუშინ, ნეგატიური სიახლეების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის გაუმჯობესებული.

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) და 17 შტატმა შეიტანა სარჩელი Amazon-ის წინააღმდეგ მონოპოლისტური ქცევის გამო. FTC-ის თავმჯდომარემ — ლინა ხანმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა: „Amazon არის მონოპოლისტი და თავის მონოპოლიებს ისე იყენებს, რომ მყიდველები და გამყიდველები უფრო მეტს იხდიან უარესი სერვისისთვის“.

როგორც ჩანს, Amazon-ის აქციებზე გამოწვევების ფართო სპექტრი ზემოქმედებს. პირველ რიგში, კომპანიის აქციების ფასი სტაბილურად მცირდება გასული ოთხშაბათის შემდეგ, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) გამოსცა პროგნოზი, რომ საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩება.

Amazon

მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკისთვის ერთგვარ მუხრუჭს წარმოადგენს და Amazon, როგორც ქლაუდ გამოთვლითი, ასევე ელექტრონული კომერციის ბიზნესის მიმართულებით, ეკონომიკის ციკლურობას ექვემდებარება. Amazon-ის ვებ სერვისების (AWS) ზრდა ბოლო კვარტლებში საგრძნობლად შენელდა, რასაც კომპანიის მენეჯმენტი მომხმარებლების მიერ ნაკლებ ხარჯვაზე ორიენტირებას მიაწერს.

ანალოგიურად, Amazon-ის ელექტრონული კომერციის სეგმენტი პანდემიის შემდეგ მოდუნებული იყო და, როგორც ჩანს, უოლ სტრიტი სამომხმარებლო დისკრეციულ სეგმენტში მუდმივ წინააღმდეგობებს ხედავს.

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $126.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Intercept Pharmaceuticals

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ბიოფარმაცევტული კომპანიის — Intercept Pharmaceuticals-ის აქციების ფასი ძალიან მკვეთრად — 79%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 49%-ით არის გაუმჯობესებული.

ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის შეძენას აპირებს იტალიური ფარმაცევტული ფირმა — Alfasigma. ამ უკანასკნელმა გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელმაც გამოავლინა, რომ Alfasigma-მ Intercept-ის თითო აქციის $19-ად შეძენის შეთანხმებას მიაღწია. ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 82%-იან პრემიას ორშაბათის დახურვის ფასთან შედარებით.

Intercept Pharmaceuticals

Intercept-ის აქციების ფასი ახლა დაახლოებით $18.70-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორების აზრით, დიდი ალბათობით ეს გარიგება წარმატებით დასრულდება. პრესრელიზის თანახმად, შეთანხმება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Intercept Pharmaceuticals-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.70-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.14-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intercept Pharmaceuticals-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

United Natural Foods

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, სასურსათო საბითუმო მოვაჭრემ — United Natural Foods-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 27%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით არის დაკლებული.

United Natural Foods-ის კვარტალურმა შემოსავალმა $7.4 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.47 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.25 (პროგნოზი — $-0.30).

მთელი ფისკალური 2023 წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა გაყიდვები მხოლოდ 4.6%-ით გაიზარდა, თუმცა წმინდა შემოსავალი, ფისკალურ 2022 წელთან შედარებით, 90%-ით შემცირდა და მხოლოდ $24 მილიონი შეადგინა.

გარდა ამისა United Natural Foods-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანია ფისკალურ 2024 წელს $110 მილიონის ოდენობით ზარალს დააფიქსირებს, რაც ინვესტორებისთვის დიდი იმედგაცრუებაა.

United Natural Foods

United Natural Foods-ის წარმომადგენლებმა ინფლაცია და მარაგების შემცირება დაასახელეს, როგორც ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიის მომგებიანობაზე ზემოქმედებს. ეს არის საკითხები, რომელთა მოგვარებასაც მენეჯმენტი იმედოვნებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წინააღმდეგობები ფისკალურ 2024 წელსაც გაგრძელდება, რაც მთლიანი წლის განმავლობაში ზარალს გამოიწვევს.

ფინანსური შედეგების წარდგენასთან ერთად, United Natural Foods-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ აძლიერებს დირექტორთა საბჭოს, რათა ტრანსფორმაციის გეგმას ხელი შეუწყოს. დამოუკიდებელ დირექტორებად საბჭოს სამი ახალი წევრი დაემატება, ხოლო აქციონერთა კენჭისყრის შემდეგ სამი ადამიანი თანამდებობას დატოვებს.

United Natural Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და ორივე მათგანი აქციებს $22.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი United Natural Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 60%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი.

წინა

რას ნიშნავს ბაზრის ფსიქოლოგია?

შემდეგი

რა არის ინდუსტრია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის ინდუსტრია?

რა არის ინდუსტრია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved