• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 22, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Broadcom, Deere & Company და Splunk.

Amazon

გუშინ, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის გაუმჯობესებული.

ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა Amazon-ის მეოთხე კვარტლის მოგების პროგნოზები შეამცირა. გარდა ამისა კომპანიამ შეცვალა გეგმები მესამე მხარის მოვაჭრეებზე დაკისრებული საკომისიოების შესახებ და, როგორც ჩანს, უოლ სტრიტი არ აღფრთოვანებულა მოწყობილობების პრეზენტაციით, რომელიც Amazon-მა ოთხშაბათს გამართა.

გუშინ დილით Wells Fargo-ს ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ მოელის ზეწოლას Amazon-ის საოპერაციო შემოსავალზე მეოთხე კვარტალში. იგი პროგნოზირებს $2 მილიარდის მოცულობის წინაღობას, რომელსაც 250,000 სეზონური თანამშრომლების დამატება, TikTok Shop-სგან ახალი კონკურენცია და დიზელის მაღალი ფასები (ზრდის ტვირთების გადაზიდვის ხარჯებს) გამოიწვევს.

ანალიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ გაზრდილი კონკურენცია ელექტრონული კომერციის მიმართულებით კომპანიის მეოთხე კვარტალზე გავლენას იქონიებს, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, Wells Fargo-ში Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $165-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნეს.

გარდა ამისა, გუშინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია უარს ამბობს გეგმაზე, გადაახდევინოს საკომისიო იმ მოვაჭრეებს, რომლებიც მისი გადაზიდვის სერვისებით არ სარგებლობს. შესაძლოა ეს არის პასუხი ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ანტიმონოპოლიურ გამოძიებაზე. Amazon-ის კრიტიკოსები და კონკურენტები ამტკიცებენ, რომ კომპანია თავის გავლენა იყენებს იმ საცალო მოვაჭრეების შესავიწროებლად, რომლებიც, თავიანთი საქონლის გასაყიდად, ტექნოლოგიური გიგანტის პლატფორმას იყენებენ.

Amazon

დაბოლოს, ბაზრის პასუხი კომპანიის მიერ ახალი მოწყობილობების და ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციების წარდგენაზე, როგორც ჩანს, ნელთბილი იყო. ამასთან, შესაძლოა, Amazon-ის აქციების ფასზე იმოქმედა შეშფოთებამ ამ წლის ბოლოს ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების კიდევ ერთხელ მატების შესახებ.

კომპანია კვლავ აწყდება გამოწვევებს Amazon Web Services-ისა და ქლაუდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასთან, ელექტრონულ კომერციაში მისი ზრდის ტემპი ნელია და ნაკლებად სავარაუდოა, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს (20% ან მეტი) ახლო მომავალში დაუბრუნდეს.

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, Broadcom-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 46%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელი.

მიმდინარე წლის განმავლობაში Broadcom-ის აქციები დადებითი იმპულსით სარგებლობს, რადგან ინვესტორები თვლიან, რომ კომპანია ბაზარზე საუკეთესოდ არის პოზიციონირებული AI ჩიპებზე მზარდი მოთხოვნისგან სარგებლის მისაღებად. ამ წლის დასაწყისში, AI ჩიპებიდან მიღებულმა შემოსავალმა Broadcom-ის ბიზნესის 15% შეადგინა, მაგრამ აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰოკ ტანმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ამ მაჩვენებელმა შეიძლება ჩიპებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 25%-ს მიაღწიოს.

Broadcom

მიუხედავად იმისა, რომ Broadcom ჩიპებს განსხვავებულ ბაზრებს აწვდის, მას გარკვეული კონცენტრაციის რისკი ემუქრება. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში Apple-ზე გაყიდვები Broadcom-ის წლიური შემოსავლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ამასთან კომპანიის ტოპ 5 მომხმარებელი ბიზნესის შემოსავლის 35%-ზეა პასუხისმგებელი.

გუშინ Broadcom-ის აქციების ვარდნა კი მოჰყვა ცნობას იმის შესახებ, რომ Google-ის მშობელი Alphabet 2027 წლისთვის კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავს. Broadcom Alphabet-ს აწვდის ჩიპებს, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის იყენებს.

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $808.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $981.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,050.00-ს, ხოლო მინიმალური — $900.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Deere & Company

გუშინ, ნეგატიური სიახლეების შემდეგ, Deere & Company-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 8%-ზე მეტით არის დაკლებული.

Deere & Company არის ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მძიმე აღჭურვილობას, სატყეო ტექნიკას, დიზელის ძრავებს, ტრანსმისიებს, რომლებიც გამოიყენება მძიმე აღჭურვილობისა და გაზონის მოვლის მოწყობილობებისთვის.

Evercore ISO-ს ანალიტიკოსმა — დევიდ რასომ Deere-ის ყიდვის რეკომენდაცია ბაზართან შესაბამისი წარმადობის რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $456-დან $424-მდე შეამცირა.

სინამდვილეში, ეს რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციას გულისხმობს, რადგან თუ კომპანიის წარმადობა მთელი ბაზრის ან სექტორის შესაბამისი იქნება, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ინვესტორი, საინდექსო ფონდის საშუალებით მთლიან ბაზარში ინვესტირების ნაცვლად, Deere-ის აქციების შეძენით დამატებითი რისკზე უნდა წავიდეს. დევიდი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ამერიკაში წარმოების დონის შენელება გამოიწვევს გაყიდვების შემცირებას საკვანძო ბაზრებზე, როგორიცაა ბრაზილია.

Deere & Company

გარდა ამისა, ბოლო კვირაში მკვეთრად დაეცა სიმინდის, ხორბლისა და სოიოს ფასები. მარცვლეულის ფასების ვარდნა, ალბათ, უფრო მეტად შემაშფოთებელია, რადგან ფერმერების მიერ აღჭურვილობაზე დახარჯული თანხები დამოკიდებულია შემოსავალზე, რომელსაც, როგორც წესი, მოსავლის ფასები განაპირობებს.

Deere & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $388.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $450.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $551.00-ს, ხოლო მინიმალური — $380.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Deere & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Splunk

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, მონაცემთა ანალიტიკისა და დაკვირვების სპეციალისტის — Splunk-ის აქციების ფასი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 66%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

გუშინ დილით Splunk-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიამ დადო საბოლოო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მას Cisco Systems შეიძენს. ეს უკანასკნელი გადაიხდის $157-ს თითო აქციაზე ნაღდი ფულით. ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 31%-იან პრემიას Splunk-ის აქციების ოთხშაბათის დახურვის ფასთან შედარებით. მთლიანობაში გარიგების ღირებულება დაახლოებით $28 მილიარდს აღწევს.

Cisco Systems არის წამყვანი ქსელური კომპანია, რომელიც ქსელური აღჭურვილობების წარმოებითა და გაყიდვით არის ცნობილი.

„მოხარულები ვართ Cisco-სა და Splunk-ის გაერთიანებით“, — განაცხადა Cisco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩაკ რობინსმა განცხადებაში. „ჩვენი კომბინირებული შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მომავალი თაობის უსაფრთხოებისა და დაკვირვების მამოძრავებელი ძალა იქნება“.

Splunk

ამ სიახლის გავრცელებამდე, Splunk-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან საკმაოდ მკვეთრად, თითქმის 40%-ით იყო გაზრდილი, რასაც ხელი შეუწყო ფისკალური მეორე კვარტლის ძლიერმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა. Splunk-მა კვარტალური ანგარიში გასულ თვეში, 23 აგვისტოს წარადგინა. კომპანიის შემოსავალმა $911 მილიონი შეადგინა, ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.71. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $889.23 მილიონს და $0.46-ს შეადგენდა. Splunk-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — გარი სტილმა კი ხაზი გაუსვა კომპანიის ფოკუსირებას ინოვაციების დაჩქარებაზე, როგორც ხელოვნური ინტელექტის აქციების ზრდის მთავარ ფაქტორზე.

შესყიდვა უკვე ერთხმად დაამტკიცა ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა მარეგულირებელთა და Splunk-ის აქციონერთა დასტური. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ტრანზაქცია კალენდარული 2024 წლის მესამე კვარტლის ბოლოს უნდა დაიხუროს.

Splunk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $144.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $137.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $157.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Splunk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 17-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ხოლო Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $53.30-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $57.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს შემოსავლიანი აქცია?

შემდეგი

როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?

როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved