• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 4, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Etsy, Alibaba, MercadoLibre, Qualcomm და Boot Barn Holdings.

Etsy

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Etsy-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 27%-ით არის დაკლებული.

Etsy-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მთლიანი საქონლის გაყიდვები (GMS) წლიდან წლამდე 0.6%-ით — $3.01 მილიარდამდე შემცირდა, რაც გვიჩვენებს, რომ პანდემიის ბუმის გაქრობის შემდეგ კომპანიას კვლავ უჭირს, ზრდას დაუბრუნდეს.

კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 7.5%-ით გაიზარდა და $628.9 მილიონი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $619.1 მილიონს.

აქტიური მყიდველების რაოდენობა პლატფორმაზე 2.5%-ით — 96.2 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო აქტიური გამყიდველების რიცხვი — 12.3%-ით და 8.3 მილიონს მიაღწია, რაც კომპანიის გრძელვადიანი ზრდისთვის დადებითი ფაქტორია.

კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) ოდნავ გაიზარდა $162.7 მილიონიდან $166.2 მილიონამდე, რადგან მოიმატა ხარჯებმა ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროდუქტის განვითარება. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.51-დან $0.45-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.43-ს.

Etsy

აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოშ სილვერმანმა განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია გავხსნათ მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობები და Etsy საშოპინგოდ უფრო ორგანიზებულ და საიმედო ადგილად ვაქციოთ. ჩვენს ინვესტიციებს და ძალისხმევას მივმართავთ სწორედ იმ ინიციატივებისკენ, რომლებიც ამ ხედვის განხორციელებისკენ მიგვიყვანს“.

რაც შეეხება მომავალს, Etsy-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში GMS $2.95-3.1 მილიარდს შეადგენს, შემოსავალი კი — $610-645 მილიონს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $632.4 მილიონი). ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გასული წლის იმავე კვარტლის შედეგთან შედარებით 11.2%-იან ზრდას წარმოადგენს.

Etsy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $83.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $109.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $157.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Etsy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Alibaba

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Alibaba-ს აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 7%-ზე მეტით არის მომატებული.

ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Alibaba-ს მენეჯმენტმა ხელოვნური ინტელექტის (AI) არა ერთი, არამედ ორი მოდელი — Qwen-7B და Qwen-7B-Chat დააანონსა. უფრო მეტიც, დეველოპერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ წვდომა იმ კოდზე, რომლის საშუალებითაც ეს მოდელები მუშაობს. ამ წვდომაზე არსებობს გარკვეული, მაგრამ არა ბევრი შეზღუდვა. Alibaba-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ბიზნესებს, რომლებსაც ყოველთვიურად 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, უნდა ჰქონდეს ლიცენზია, რათა ფართომასშტაბიანი ენობრივი მოდელების (LLM) გამოყენება შეძლოს.

Alibaba

Qwen-7B და Qwen-7B-Chat აპრილში გამოშვებული Alibaba-ს LLM-ის — Tongyi Qianwen-ის შემცირებულ ვერსიებს წარმოადგენს.

Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $183.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

MercadoLibre

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MercadoLibre-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ელექტრონული კომერციის ლათინოამერიკული კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

მთლიანი შემოსავალი (ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტის გამოკლებით) წლიდან წლამდე 57.2%-ით გაიზარდა და $3.4 მილიარდს მიაღწია, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.27 მილიარდს. მთლიანი საქონლის მოცულობა (GMV) 47.2%-ით — $10.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო გადახდის მთლიანი მოცულობა თითქმის გაორმაგდა, 96.6%-ით — $42.1 მილიარდამდე, რაც აჩვენებს, რომ კომპანიის ციფრული გადახდების ბიზნესი სიმტკიცეს ინარჩუნებს.

გარდა ამისა, MercadoLibre-ს მარჟები გაფართოვდა, რადგან უფრო მაღალი მარჟის მქონე ბიზნესები, როგორიცაა კომპანიის მესამე მხარის ბაზარი, ციფრული გადახდები, რეკლამირება და კრედიტი ზრდას განაგრძობს.

მაგალითად, რეკლამირებიდან მიღებული შემოსავალი (ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტის გამოკლებით), სულ მცირე, 70%-ით გაიზარდა ზედიზედ მეხუთე კვარტალში, რადგან რეკლამის შემოსავალმა GMV-ის 1.6%-ს მიაღწია.

საოპერაციო მარჟამ კვარტალში 16.3% შეადგინა, ხოლო საოპერაციო შემოსავალი გაორმაგდა და $558 მილიონს მიაღწია. კორექტირებული EPS კი $2.43-დან $5.16-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.54-ს.

MercadoLibre

აქციონერებისთვის განკუთვნილ წერილში MercadoLibre-ს მენეჯმენტმა განაცხადა: „ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები ფართო გეოგრაფიულ მასშტაბებს ეფუძნებოდა. კვარტალური მოგების ზრდაში ბრაზილიამ და მექსიკამ დიდი წვლილი შეიტანა და ეს კომპანიის მოგების ბაზის დივერსიფიკაციაში დაგვეხმარა. ეს ყველაფერი გვმატებს თავდაჯერებულობას, როდესაც ლათინოამერიკაში ჩვენი ზრდის გეგმების განხორციელებას ვაგრძელებთ“.

მენეჯმენტს კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ განაცხადა, რომ არსებული ფინანსური მოდელი კომპანიას მნიშვნელოვანი ბერკეტით უზრუნველყოფს, რომლის გამოყენებასაც MercadoLibre ბიზნესში შემდგომი ინვესტიციებისთვის აპირებს.

ელექტრონული კომერციის ლათინოამერიკულ კომპანიას აქვს უნიკალური ბიზნეს მოდელი, რომელიც აერთიანებს ელექტრონულ კომერციას, ციფრულ გადახდებს, ლოჯისტიკასა და დაფინანსებას, რაც მას კონკურენტუნარიანს ხდის.

MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,323.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,530.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,780.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Qualcomm

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Qualcomm-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ნახევარგამტარების მწარმოებლის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაზრდილი.

Qualcomm-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 23%-ით შემცირდა და $8.44 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $8.51 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა კი $1.87-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.81). თუმცა GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე წლიდან წლამდე 51%-ით შემცირდა და $1.60 შეადგინა.

რაც შეეხება მომავალს, Qualcomm-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მეოთხე კვარტალში კორექტირებული EPS $1.80-$2-ს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.91) და ამ დიაპაზონის საშუალო არითმეტიკული — $1.90 გასული წლის იმავე კვარტლის შედეგს 39%-ით ჩამოუვარდება.

Qualcomm

გარდა ამისა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შემოსავალი $8.1-$8.9 მილიარდს მიაღწევს, ხოლო უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი $8.7 მილიარდს უტოლდება.

Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $119.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $137.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $152.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Boot Barn Holdings

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Boot Barn Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 63%-ით არის მომატებული.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 2.9%-ით შემცირდა, Boot Barn-ის შემოსავალმა და მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა.

Boot Barn-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 4.9%-ით — $383.7 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $362.7 მილიონი), ელექტრონული კომერციის მიმართულების გაყიდვები კი 10.8%-ით შემცირდა. კორექტირებულმა EPS-მა $1.26-დან $1.11-მდე დაიკლო, თუმცა ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.84-ს.

Boot Barn Holdings

რაც შეეხება მომავალს, ფისკალურ 2024 წელს (სრულდება მარტში) მენეჯმენტი დამატებით 52 ლოკაციის გახსნას გეგმავს. გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მთლიანი გაყიდვები, 2023 წელთან შედარებით, 3.5%-5.5%-ით გაიზრდება.

Boot Barn-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $109.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $88.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boot Barn-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს?

რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved