• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 18 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 19, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 18 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ S&P 500-მა 0.25%-ით მოიმატა და ინდექსი ზედიზედ მეორედ დაიხურა რეკორდულ ნიშნულზე. Dow Jones Industrial Average (DJIA) 0.15%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq Composite — 0.03%-ით. ეს უკანასკნელი ზედიზედ მეშვიდედ დაიხურა რეკორდულ მაჩვენებელზე.

გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი, 3.5%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ჩიპების მწარმოებელი გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3.335 ტრილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებლით Nvidia-მ გადაასწრო როგორც Apple-ს, ისე Microsoft-ს და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტული მოიპოვა.

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებელი დაეცა მას შემდეგ, რაც უახლესმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საცალო გაყიდვები მაისში მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, ხოლო აპრილის მონაცემები გადაიხედა და დაკორექტირდა (შემცირდა). გუშინ გამოქვეყნებული მონაცემები წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ ამერიკელი მომხმარებლები ზღუდავენ ხარჯებს, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია მათ შემოსავალს ამცირებს.

აღწერის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მაისში აშშ-ში საცალო გაყიდვები თვიურად 0.1%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა პროგნოზს — 0.2%-იან აღმასვლას.

NYSE

გარდა ამისა, აპრილის საცალო გაყიდვების მაჩვენებლები გადაიხედა და დაკორექტირდა. თავდაპირველად აღწერის ბიურომ განაცხადა, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი თვიურად უცვლელი დარჩა, თუმცა კორექტირების შემდეგ 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა.

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Dell, Taiwan Semiconductor Manufacturing და La-Z-Boy.

Dell

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ტექნოლოგიური კომპანიის — Dell-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ით არის გაუმჯობესებული.

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — ერიკ ვუდრინგმა გამოაქვეყნა კვლევითი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ის მოელის, რომ მიმდინარე წელს Dell-ის აქციების ფასი განაგრძობს აღმასვლას ხელოვნური ინტელექტის (AI) ზრდის შედეგად გამოწვეული მოთხოვნის წყალობით. ერიკმა Dell-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მისი აზრით, Dell ინვესტორებისთვის ჯერ კიდევ კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა.

გარდა ამისა, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა ტექნოლოგიური კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $155-მდე გაზარდა.

ბოლო კვარტალური შედეგები

Dell-მა ბოლო კვარტალური ანგარიში 30 მაისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა. ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში ტექნოლოგიური კომპანიის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $22.24 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.65 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $955 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.32 შეადგინა, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.57-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $1.27 შეადგინა (პროგნოზი — $1.25).

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლისა და მოგების მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, Dell-ის საოპერაციო შემოსავალმა წლიურად 14%-ით დაიკლო და $920 მილიონი შეადგინა.

Dell

Dell-ის ფინანსურმა დირექტორმა — ივონ მაკგილმა თქვა: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი უნარი, გამოვიმუშაოთ ძლიერი ფულადი ნაკადები და AI-ის საშუალებით ზრდას მივაღწიოთ“. საოპერაციო დირექტორმა — ჯეფ კლარკმა ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზებული სერვერის შეკვეთები $2.6 მილიარდამდე გაიზარდა, გადაზიდვებმა კვარტალურად 100%-ზე მეტით — $1.7 მილიარდამდე მოიმატა, ხოლო მარაგები 30%-ზე მეტით გაიზარდა და $3.8 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება მომავალს, Dell-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის კორექტირებული EPS $1.55-$1.75-ს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.84-ს.

კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $7.40-$7.90-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $7.69-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Dell-ის აქციებს?

Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $149.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $157.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $97.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Taiwan Semiconductor Manufacturing

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, Taiwan Semiconductor Manufacturing-ის (TSMC) აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. დილით DigiTimes-მა (ყოველდღიური გაზეთი ტაივანში) გაავრცელა ინფორმაცია, რომ Intel-მა, თავისი ახალი ხაზი ნოუთბუქების კომპიუტერებისთვის 3-ნანომეტრიანი ნახევარგამტარული ჩიპების წარმოებისთვის TSMC-ს მიმართა. უფრო მეტიც, ამ ჩიპების წარმოება უკვე იწყება.

რას ნიშნავს ეს Intel-ისა და TSMC-სთვის?

ეს კარგი ამბავია როგორც Intel-ისთვის, ისე TSMC-სთვის. მაისში DigiTimes-მა აღნიშნა, რომ TSMC-მ უკვე მიაღწია 95%-იან „გამოყენების კოეფიციენტს“ 3-ნანომეტრიანი ჩიპის წარმოებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების სიმძლავრე თითქმის მაქსიმუმამდე გაიზარდა. შესაძლოა, Intel-მა ზუსტად დროულად გააფორმა კონტრაქტი ამ ჩიპების მიწოდებაზე.

Taiwan Semiconductor Manufacturing

თუმცა ეს სიახლე TSMC-ისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს. თუ ერთი თვის წინ წარმოების სიმძლავრე 95%-ს შეადგენდა, მაშინ შეკვეთამ ისეთი მსხვილი მომხმარებლისგან, როგორიც არის Intel, ეს მაჩვენებელი, ალბათ, ამ დროისთვის 100%-მდე გაზარდა. ეს თავის მხრივ გულისხმობს, რომ TSMC, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი ეფექტიანობით მუშაობს, რაც მოგების ძლიერ მარჟაზე მიუთითებს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები TSMC-ის აქციებს?

TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $180.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $170.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.2%-იან კლებას გულისხმობს.

La-Z-Boy

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, La-Z-Boy-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ავეჯის მწარმოებლის აქციების ფასი 19%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

კვარტალში, რომელიც 27 აპრილს დასრულდა, La-Z-Boy-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $554 მილიონამდე დაეცა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $516.4 მილიონს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.95-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.70-ს.

La-Z-Boy

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, La-Z-Boy-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტლის შემოსავალი $475-$495 მილიონს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი $485 მილიონს შეადგენს, რაც აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $476 მილიონს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ფისკალურ 2025 წელს გაყიდვების ზრდა განპირობებული იქნება მისი Century Vision სტრატეგიით, რომელიც მოიცავს La-Z-Boy Furniture Galleries-ის 12-დან 15-მდე ახალი მაღაზიის გახსნას, ძირითადად, წლის მეორე ნახევარში.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ Nvidia მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

შემდეგი

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ თავისი წილი Occidental Petroleum-ში თითქმის 29%-მდე გაზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ თავისი წილი Occidental Petroleum-ში თითქმის 29%-მდე გაზარდა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ თავისი წილი Occidental Petroleum-ში თითქმის 29%-მდე გაზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved