• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 19 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 22, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 19 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Eli Lilly, American Express, Intuitive Surgical, CrowdStrike, Palo Alto Networks და SentinelOne.

Eli Lilly

პარასკევს, პოზიტიური სიახლის შემდეგ, Eli Lilly-ის (LLY) აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით არის გაუმჯობესებული.

გასული სავაჭრო კვირის ბოლო დღეს ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ჩინეთის რეგულატორებისგან მოიპოვა თანხმობა ქვეყანაში წონაში კლების მედიკამენტის — tirzepatide-ის გაყიდვის შესახებ.

Tirzepatide არის აქტიური ინგრედიენტი, რომელიც Eli Lilly-ის შაქრიანი დიაბეტის მედიკამენტში — Mounjaro-ში და წონაში კლების პრეპარატში — Zepbound-ში გამოიყენება. პირველი მათგანი ადრე დამტკიცდა ჩინეთში დიაბეტის სამკურნალოდ.

ეს სიახლე გავრცელდა მას შემდეგ, რაც დანიური კონკურენტის — Novo Nordisk-ის (NVO) წარმომადგენლებმა ივნისში განაცხადეს, რომ კომპანიის წონაში კლების მედიკამენტმა — Wegovy-მ მიიღო დასტური ჩინეთის მარეგულირებლებისგან. გასულ JAMA Internal Medicine-ის კვლევამ დაადგინა, რომ tirzepatide უფრო ეფექტიანია წონაში კლების თვალსაზრისით, ვიდრე semaglutide, რომელიც Novo Nordisk-ის Ozempic-ისა და Wegovy-ის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს.

Novo Nordisk-ის Ozempic-მა და Wegovy-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შედეგად, გაიზარდა დანიური ფირმის მოგება და აქციების ფასი — Novo Nordisk ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Eli Lilly-მ კი მსგავს ზრდას მიაღწია Mounjaro-სა და Zepbound-ის წყალობით.

Eli Lilly

კონკურენცია

მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაში მედიკამენტების მწარმოებლებს შორის კონკურენცია გადამწყვეტი იქნება, რადგან, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების აზრით, წონაში კლების პრეპარატების გლობალური ბაზარი, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ყოველწლიურად $77 მილიარდს მიაღწევს.

Eli Lilly-ის არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გახდება მისი მედიკამენტი ჩინეთში ხელმისაწვდომი ან რამდენი დოზა გაიყიდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Eli Lilly-ისა და Novo Nordisk-ის აქციებს?

Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $857.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $943.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $793.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $132.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $143.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $166.00-ს, ხოლო მინიმალური — $82.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

American Express

პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, American Express-მა (AXP) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.

American Express Company არის ამერიკული საბანკო ჰოლდინგი და ფინანსური მომსახურების მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც სპეციალიზებულია გადახდის ბარათებში.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში American Express-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს — $16.33 მილიარდს მიაღწია, თუმცა ანალიტიკოსების მოლოდინი უფრო მაღალი — $16.56 მილიარდი იყო.

ბანკის წმინდა მოგებამ $3.02 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $4.15 იყო. ამ მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.37 მილიარდს და $3.26-ს შეადგენდა.

American Express-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის EPS-მა დაახლოებით $0.66-ის ოდენობით სარგებელი მიიღო თაღლითობის პრევენციის კომპანიის — Accertify-ის გაყიდვის შეთანხმების დახურვის წყალობით. American Express-მა ეს ფირმა 2010 წელს შეიძინა.

American Express

წმინდა საპროცენტო შემოსავლის ვარდნა

კოლეგების მსგავსად, American Express-მა დააფიქსირა ვარდნა წმინდა საპროცენტო შემოსავლის (NII) თვალსაზრისით. ეს მაჩვენებელი, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, $3.77 მილიარდიდან $3.73 მილიარდამდე შემცირდა. ანალიტიკოსები კი მოელოდნენ, რომ გასულ მეოთხედში NII $3.8 მილიარდამდე გაიზრდებოდა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, American Express-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ სკერის თქმით, კომპანიაში მოელიან, რომ მთელი ფისკალური წლისთვის შემოსავალი 9%-11%-ით გაუმჯობესდება. მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ წლიური EPS $13.30-$13.80-ს, რაც აღემატება როგორც ძველ პროგნოზს — $12.65-$13.15-ს — ისე უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს, $12.99-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები American Express-ის აქციებს?

American Express-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $242.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $253.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $285.00-ს, ხოლო მინიმალური — $205.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი American Express-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Intuitive Surgical

პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Intuitive Surgical-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასმა 9%-ზე მეტით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით არის გაუმჯობესებული.

Intuitive Surgical არის ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს, აწარმოებს და ყიდის რობოტულ პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია პაციენტების კლინიკური შედეგების გასაუმჯობესებლად მინიმალური ინვაზიური ქირურგიით.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Intuitive Surgical-ის შემოსავალი წლიურად 14.5%-ით — $2.01 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.97 მილიარდს.

ბიოტექნოლოგიური კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $1.78-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.54-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.46 შეადგინა (პროგნოზი — $1.26).

Intuitive Surgical

Intuitive Surgical-ის მენეჯმენტის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით პროცედურების რაოდენობა კომპანიის da Vinci სისტემით წლიურად 17%-ით გაიზარდა და ის განთავსდა 341 სამედიცინო დაწესებულებაში. ეს მაჩვენებელი 10-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს. ივნისის ბოლოსთვის da Vinci სისტემას იყენებდა 9203 სამედიცინო დაწესებულება, რაც 14%-ით აჭარბებს 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლოს მიღებულ მაჩვენებელს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Intuitive Surgical-ის აქციებს?

Intuitive Surgical-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $455.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $471.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $515.00-ს, ხოლო მინიმალური — $390.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intuitive Surgical-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

CrowdStrike, Palo Alto Networks & SentinelOne

პარასკევს, ნეგატიური სიახლის შემდეგ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის — CrowdStrike-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის გაუმჯობესებული.

ნეგატიური სიახლე

ნეგატიური სიახლე იყო ის, რომ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, პარასკევს CrowdStrike-ის სისტემის განახლების „ხარვეზმა“ გამოიწვია Microsoft-ის (MSFT) ქლაუდ სერვისების შეფერხება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს უპრეცედენტო IT შეფერხება პირდაპირ აისახა აეროპორტების, ბანკებისა და მაუწყებლების მუშაობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხარვეზები იყო საქართველოში არსებულ ქუთაისის აეროპორტშიც, რაც რეგისტრაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებას გულისხმობდა.

CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორმა — ჯორჯ კურცმა შეფერხება კომპანიის Falcon პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ხარვეზს მიაწერა. მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით CrowdStrike აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან. „ეს არ არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი ან კიბერშეტევა. საკითხი იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და მისი აღმოფხვრა მიმდინარეობს“ ­— თქვა ჯორჯმა.

კომპანიის კონკურენტების აქციების ფასები გაიზარდა

ინვესტორებმა შეიძინეს CrowdStrike-ის კონკურენტების აქციების ფასები, რადგან კიბერუსაფრთხოების ფირმის განახლების შედეგად მიყენებულმა ზიანმა მთელი მსოფლიო მოიცვა. პარასკევს Palo Alto Networks-ის (PANW) აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო SentinelOne-ის (S) — თითქმის 8%-ით.

CrowdStrike

„არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლის გრძელვადიან ისტორიას CrowdStrike-სთვის, მაგრამ სხვა კონკურენტები ამ მდგომარეობით სარგებლობას შეეცდებიან“ — განაცხადა Wedbush-ის ანალიტიკოსმა, დენ აივსმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები CrowdStrike-ის, Palo Alto Networks-ისა და SentinelOne-ის აქციებს?

CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $305.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $395.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $275.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგi, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Palo Alto Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $331.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $343.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $385.00-ს, ხოლო მინიმალური — $275.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Palo Alto Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 38 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

SentinelOne-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $22.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SentinelOne-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რამ გამოიწვია მსოფლიოში უპრეცედენტო IT შეფერხება?

შემდეგი

ხვალ Tesla კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ხვალ Tesla კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved