• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამ გამოიწვია მსოფლიოში უპრეცედენტო IT შეფერხება?

ივლისი 19, 2024
in სიახლეები
რამ გამოიწვია მსოფლიოში უპრეცედენტო IT შეფერხება?
გაზიარება

დღევანდელი Microsoft-ის პრობლემები უკვე ყალიბდება, როგორც „ყველაზე დიდი IT შეფერხება მათ შორის, რაც აქამდე მომხდარა“. ეს კი პირდაპირ ზემოქმედებს უამრავ ბიზნესსა და ინდივიდზე მთელ მსოფლიოში. IT შეფერხება პირდაპირ აისახა აეროპორტების, ბანკებისა და მაუწყებლების მუშაობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხარვეზები იყო საქართველოში არსებულ ქუთაისის აეროპორტშიც, რაც რეგისტრაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებას გულისხმობდა…

„გლობალური IT შეფერხება, რომელიც ამ დილით გამოვცადეთ, უპრეცედენტოა თავისი გავლენით“, — აცხადებს ჰაჯინდერ ლალი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.

აღნიშნული საკითხი იმის მაგალითსაც წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ქაოსი მცირე ტექნიკურმა ცვლილებამ, რომელიც ჯერ IT ინდუსტრიის უმეტესობისთვის უცნობია…

რა მოხდა?

Microsoft Windows-ზე მომუშავე კომპანიებს დღეს პრობლემებთან გამკლავება მოუწიათ — ე. წ. სიკვდილის ლურჯ ეკრანს ხედავენ, რომელიც მიუთითებს მათ, რომ Windows არ ჩაიტვირთა. ამ ამბავს კი CrowdStrike-ის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის არასწორ განახლებას აბრალებენ…

CrowdStrike უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უდიდესი პროვაიდერია, რომელიც, მარტივად რომ ავხსნათ, იმ კომპიუტერულ ქსელებსა და დისტანციურ მოწყობილობებს შორის იცავს კავშირს, რომლებიც კორპორატიულ ქსელებს უკავშირდება. შესაბამისად, აქ წარმოშობილი ხარვეზი მოქმედებს ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელიც Windows-ზე მუშაობს.

თავად CrowdStrike-ის ხელმძღვანელი — ჯორჯ კურტზი აცხადებს, რომ პრობლემა Windows-ის განახლებისას აღმოჩენილმა ერთმა დეფექტმა გამოიწვია. ის აქვე აღნიშნავს, რომ ამ ამბავს არ უმოქმედია იმ კომპიუტერებსა და სერვერებზე, რომლებიც Apple-ის MacOS-სა და Linux-ის ღია კოდის საოპერაციო სისტემაზე მუშაობდა, რაც ფართოდ გამოიყენება ინტერნეტ ინფრასტრუქტურაში.

„ეს არ ყოფილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი, არც კიბერ შეტევა. საკითხი დავადგინეთ და შესაბამისი ზომები მივიღეთ“, — აცხადებს კურტზი.

რამდენი ხანი დასჭირდება პრობლემის გამოსწორებას?

CrowdStrike-ში კი ამბობენ, შესაბამისი ზომები მივიღეთო, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ხანი დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ამ საკითხზე ვარაუდებს კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები გვიზიარებენ, ერთ-ერთი მათგანის თქმით, ამას თუ კვირები არა, დღეები მაინც დასჭირდება… თუმცა, თუ მათ დავუჯერებთ, პრობლემის თავად გასწორებასაც შეძლებთ. ზოგიერთი ექსპერტი კომპიუტერის 15-ჯერ გადატვირთვას გირჩევთ…

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებებისა, Microsoft აცხადებს, რომ პრობლემა მოგვარებულია და ეტაპობრივად დაუბრუნდებიან საწყის მდგომარეობას!

წინა

რას ნიშნავს ჩანაცვლების ეფექტი?

შემდეგი

რა ხდებოდა 19 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 19 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 19 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved