• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 9 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

იანვარი 10, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 9 იანვარს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის ACM Research, Super Micro Computer, Unity Software და Tenable Holdings.

ACM Research

გუშინ ACM Research-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაახლა 2023 წლის პროგნოზები და 2024 წლისთვის მოსალოდნელზე უკეთესი მითითებები წარადგინა. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.

ACM Research ნახევარგამტარების თხელი კრისტალური ფირფიტების გამწმენდ მოწყობილობას აწარმოებს და ის სექტორში უნიკალურ ნიშას იკავებს. 2023 წლის განმავლობაში ACM Research-ის აქციების ფასი 246%-ზე მეტით გაიზარდა და, როგორც ჩანს, კომპანია 2024 წელსაც ძლიერად იწყებს.

მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგების წინასწარი გამოქვეყნებისას, ACM-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მათი მოლოდინით, 2023 წლის შემოსავალი $530-$545 მილიონს მიაღწევს, რაც აღემატება წინა პროგნოზს — $520-$540 მილიონს. ეს მაჩვენებელი გულისხმობს, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $143-$158 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $143.8 მილიონი), რაც წლიდან წლამდე დაახლოებით 39%-იან ზრდას წარმოადგენს.

ACM Research

2024 წლისთვის კი მენეჯმენტი $650-$725 მილიონის მოცულობის შემოსავალს მოელის. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $687.5 აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $669.3 მილიონს.

ACM Research-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ ვანგმა განაცხადა: „ჩვენ მოველით მუდმივ ზრდას 2024 წლისთვის, რადგან განვაგრძობთ ჩვენს მისიას, გავხდეთ ძირითადი მიმწოდებელი ნახევარგამტარების ძირითადი მწარმოებლებისთვის“.

ACM Research-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი ACM Research-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Super Micro Computer

გუშინ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის — Super Micro Computer-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის გაუმჯობესებული.

კომპანიასთან დაკავშირებული რაიმე სპეციფიკური სიახლე არ გავრცელებულა, მაგრამ გუშინდელ ზრდაზე, სავარაუდოდ, იმოქმედა ზედიზედ ორი დღის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასის მატებამ. ჩიპების მწარმოებელი გიგანტი და Super Micro ახლო პარტნიორები არიან ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვერების მიმართულებით.

ორშაბათს CES-ზე (სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ) AI კომპიუტერებისა და ავტონომიური მართვის მიმართულებით ახალი პროდუქტების დაანონსების შემდეგ Nvidia-მ უოლ სტრიტის ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ამან კი Super Micro Computer-ის აქციებზეც იმოქმედა.

გუშინ Oppenheimer-ის ანალიტიკოსმა — რიკ შაფერმა Nvidia-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და $650-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა. ანალიტიკოსი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით 2024 წლისთვის ტოპ 4 საინვესტიციო შესაძლებლობას ასახელებს: Nvidia, Marvell Technology, Broadcom და Monolithic Power Systems.

Super Micro Computer

ზოგადად, AI-სა და Nvidia-სთან დაკავშირებული დადებითი შეფასებები პოზიტიურად ზემოქმედებს Super Micro Computer-ზეც, რომელიც ჩიპების მწარმოებლისთვის AI-სთან დაკავშირებული აპლიკაციებისთვის სერვერის სასურველ პროვაიდერად იქცა. გასულ კვარტალში კომპანიის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Super Micro-ს შემოსავლის 50%-ზე მეტი სწორედ ამ მიმართულებაზე მოდიოდა.

დაბოლოს, Super Micro Computer-ის მენეჯმენტი დღეს დაესწრება CJS Securities-ის 24-ე ყოველწლიურ კონფერენციას „ახალი იდეები ახალი წლისთვის“. შესაძლოა, ინვესტორები კომპანიისგან მოელიან პოზიტიურ სიახლეებს ან კვარტალური ანგარიშის შედეგების წინასწარ წარდგენას, რაც Super Micro-ს წარსულში გაუკეთებია. თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში კომპანიის მენეჯმენტი ასე არ მოქცეულა.

Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $344.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $361.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $430.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, არცერთმა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Unity Software

გუშინ ვიდეო თამაშების განვითარების პლატფორმის პროვაიდერის — Unity Software-ის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს, დაახლოებით 1800 თანამშრომელი, ანუ სამუშაო ძალის 25% გაათავისუფლოს. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით არის შემცირებული.

სამუშაო ძალის შემცირება არის ოპერაციების გამარტივების მიზნით რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილი. დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯიმ უაითჰერსტმა ნოემბერში დააანონსა კომპანიის პორტფელის „ყოვლისმომცველი შეფასება“ და განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, Unity Software-ის თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევდა.

მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამჟამად ვერ შეაფასებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუმცა, სავარაუდოდ, მათი უმეტესი ნაწილი გაწეული იქნება 2024 წლის პირველ კვარტალში.

სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლება ხდება Unity-ისთვის რთული 2023 წლის შემდეგ — სექტემბერში ფასების ცვლილებამ გამოიწვია თამაშების იმ დეველოპერების კრიტიკა და პროტესტი, რომლებიც Unity-ის ტექნოლოგიას ეყრდნობიან. სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, ოქტომბერში, განხორციელდა ცვლილებები ხელმძღვანელობაში, რადგან ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — ჯონ რიციტიელო გადადგა, მისი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი Red Hat-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — ჯიმ უაითჰერსტი დასახელდა.

Unity Software

მიმდინარე კვირაში Jefferies-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, ჯიმ უაიტჰურსტი უკვე დადებითად ზემოქმედებს ბიზნესზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მენეჯმენტის მიერ გადადგმული ეს მტკივნეული ნაბიჯი არის სწორი მიდგომა, რომელიც კომპანიას დაეხმარება, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გარემოსთან შესაბამისობაში იყოს.

Unity Software-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $33.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $50.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Unity Software-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tenable Holdings

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის — Tenable Holdings-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის გაუმჯობესებული.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — ჰამზა ფოდერვალამ Tenable Holdings-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $46-დან $60-მდე გაზარდა. კომპანიის აქციების ამჟამინდელი ფასის პირობებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს.

Tenable Holdings

კვლევით ჩანაწერში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ანალიტიკოსის მიერ განხორციელებული ცვლილებები, ფოდერვალა ამტკიცებს, რომ Tenable არის ლიდერი დაუცველობის მართვის სეგმენტში. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ამ კატეგორიაში ბაზრის წილის ზრდასაც ახერხებს.

Tenable Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $46.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tenable Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

Tesla აშშ-ში 2 მილიონზე მეტ ელექტრომობილს უკან გაიწვევს

შემდეგი

რატომ გაიზარდა 2023 წელს Microsoft-ის აქციების ფასი 57%-ით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა 2023 წელს Microsoft-ის აქციების ფასი 57%-ით?

რატომ გაიზარდა 2023 წელს Microsoft-ის აქციების ფასი 57%-ით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved