• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 26 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

იანვარი 29, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 26 იანვარს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Intel, AppFolio და Visa.

Intel

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Intel-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა პარასკევს ნახევარგამტარების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 12%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ით გაუმჯობესდა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში Intel-ის შემოსავალი წლიურად 10%-ით — $15.4 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $15.16 მილიარდი). კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 260%-ით გაუმჯობესდა და $0.54-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.45). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.63 შეადგინა და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.41-ს.

რაც შეეხება მომავალს, Intel-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $12.2-$13.2 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.13-ს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $14.15 მილიარდს და $0.33-ს შეადგენს.

Intel

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ხშირად აწყდება კვარტალური ციკლურობის პრობლემას, გაყიდვებისა და შემოსავლების ასეთი მნიშვნელოვანი ვარდნა შემაშფოთებელია. მიმდინარე მეოთხედისთვის Intel-ის მენეჯმენტისა და ანალიტიკოსების პროგნოზებს შორის დიდი სხვაობაა, ამიტომ ინვესტორების მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გასაკვირი არ არის.

Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AppFolio

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, AppFolio-მ ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი უძრავი ქონების მართვის ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 28%-ზე მეტით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასული წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით გაუმჯობესდა.

მეოთხე კვარტალში AppFolio-ს შემოსავალი წლიურად 39%-ით — $171.83 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $162.57 მილიონი). თითქმის ათწლეულის განმავლობაში ეს იყო მისი ყველაზე სწრაფი კვარტალური ზრდის ტემპი, რომელიც მენეჯმენტის პროგნოზსაც აჭარბებდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა — შეინ ტრიგმა თქვა, რომ 2023 წელს AppFolio-ს პრიორიტეტი მომგებიანი ზრდა იყო და კომპანიამ ფინანსურ შედეგებში ეს აჩვენა კიდეც. მეოთხე კვარტალში AppFolio-ს საოპერაციო მარჟა წლიურად 16.4%-ით გაუმჯობესდა. უფრო მეტიც, კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟა თითქმის 20%-მდე გაიზარდა, გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მხოლოდ 1%-იან მარჟასთან შედარებით.

AppFolio

რაც შეეხება მომავალს, AppFolio-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 22%-23%-ით გაიზრდება და $755-$765 მილიონს მიაღწევს. თუმცა ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი 2023 წლის 31%-იან გაუმჯობესებასთან შედარებით.

გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ 2024 წელს კორექტირებული საოპერაციო მარჟა მინიმუმ 21%-მდე გაიზრდება (2023 წელს — 12.2%). ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟა მინიმუმ 17%-მდე მოიმატებს (2023 წელს — 12%).

AppFolio-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $224.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $221.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $185.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AppFolio-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Visa

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Visa-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა. თუმცა პარასკევს საკრედიტო ბარათების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 25%-ზე მეტით გაიზარდა.

Visa-ს მთლიანი კვარტალური შემოსავალი წლიურად 9%-ით — $8.63 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.55 მილიარდი), ხოლო EPS-მა 11%-ით — $2.41-მდე მოიმატა (პროგნოზი — $2.34).

მთლიანი გადახდების მოცულობა 8%-ით გაუმჯობესდა, ხოლო ტრანსსასაზღვრო გადახდები განაგრძობს ზრდას (16%-ით) პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ.

Visa

Visa აქციონერებისთვის ნაღდი ფულის დაბრუნებას გასულ მეოთხედშიც განაგრძობდა — კომპანიამ $4.4 მილიარდი დახარჯა აქციების გამოსყიდვაზე და დივიდენდებზე. ეს მაჩვენებელი დაახლოებით უტოლდება Visa-ს GAAP მოგებას — $4.9 მილიარდს.

Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — რაიან მაკინერნიმ განაცხადა: „მომავლისთვის კვლავ ვხედავთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მომხმარებელთა გადახდების, ახალი ნაკადებისა და დამატებითი ღირებულების სერვისების მიმართულებებით“.

Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $268.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $301.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $326.00-ს, ხოლო მინიმალური — $265.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

FTC-მ Alphabet-თან, Amazon-თან, Anthropic-თან, Microsoft-თან და OpenAI-სთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შემდეგი

American Express-ის აქციების ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
American Express-ის აქციების ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

American Express-ის აქციების ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved