• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

დეკემბერი 4, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Ulta Beauty, UiPath, Paramount Global და GigaCloud Technology.

Ulta Beauty

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ulta Beauty-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი კოსმეტიკის საცალო ქსელის აქციების ფასი თითქმის 11%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია — 0.08%-ით არის გაუმჯობესებული.

მესამე კვარტალში, რომელიც 28 ოქტომბერს დასრულდა, Ulta Beauty-ს წმინდა გაყიდვები წლიდან წლამდე 6.4%-ით — თითქმის $2.5 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.47 მილიარდს გადააჭარბა. წმინდა გაყიდვების ზრდა პირველ რიგში განპირობებული იყო ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 4.5%-იანი მატებით. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში Ulta Beauty-მ 12 ახალი ლოკაცია გახსნა.

გასულ მეოთხედში Ulta Beauty-ის მთლიანი მოგების მარჟამ 39.9% შეადგინა, ხოლო საოპერაციო მარჟამ — 13.1%. გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით ეს ორივე მაჩვენებელი შემცირდა.

Ulta Beauty

მიუხედავად ამისა, Ulta Beauty-ის მოგება მაინც კარგი იყო. ქვემოთ მოცემული დიაგრამა არ ასახავს კომპანიის მესამე კვარტლის შედეგებს, მაგრამ აჩვენებს, რომ გასულ მეოთხედში მისი მთლიანი და საოპერაციო მარჟები მაინც ძლიერი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამე კვარტლებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.

Ulta Beauty Gross Profit & Operating Margins (Quarterly)

Ulta Beauty-ის EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $5.07 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.99).

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან კომპანიამ 1.8 მილიონი აქცია გამოისყიდა, რომელთა ღირებულებაც მთლიანობაში $841 მილიონს აღწევდა. შედეგად Ulta Beauty-ის მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები წლიდან წლამდე 50%-ით არის შემცირებული.

Ulta Beauty-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დეივ კიმბელმა განაცხადა, რომ ეს სადღესასწაულო სეზონის კარგი დასაწყისია. მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 5%-ით გაიზრდება და ახალ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს.

Ulta Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $472.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $533.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $620.00-ს, ხოლო მინიმალური — $400.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ulta Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

UiPath

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულებამდე, UiPath-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა. პარასკევს კი ციფრული ავტომატიზაციის სპეციალისტის აქციების ფასი თითქმის 27%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 104%-ით არის გაუმჯობესებული.

UiPath სპეციალიზებულია რობოტული პროცესების ავტომატიზაციაში (RPA). გასულ კვარტალში მისი შემოსავალი წლიდან წლამდე 24%-ით — $325.9 მილიონამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $315.6 მილიონს გადააჭარბა. წლიურმა განმეორებითმა შემოსავალმა (ARR) კი 24%-ით მოიმატა და $1.378 მილიარდი შეადგინა, რაც სტაბილურ ზრდას აჩვენებს.

UiPath-ის კორექტირებულმა EPS-მა $0.12-ს მიაღწია, რაც აღემატება როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.07-ს, ასევე გასული წლის იმავე კვარტლის შედეგს — $0.05-ს. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლისას კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.06-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზს — -$0.10-ს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა.

UiPath

რაც შეეხება მომავალს, UiPath-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი $381-$386 მილიონს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 24.2%-იანი ზრდა იქნება. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ ARR $1.45-$1.455 მილიარდს მიაღწევს, კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი — $78 მილიონს, ხოლო კორექტირებული საოპერაციო მოგება ­— $43.7 მილიონს.

UiPath-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UiPath-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Paramount Global

მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასთან პოტენციური თანამშრომლობის შესახებ სიახლემ პარასკევს Paramount Global-ის აქციების ფასის დაახლოებით 10%-იანი ზრდა გამოიწვია. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7%-ზე მეტით არის შემცირებული.

პარასკევ დილით The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Paramount-ისა და Apple-ის წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ვიდეო სტრიმინგ სერვისების ერთ პაკეტში გაერთიანებაზე. გაზეთის ინფორმაციით, Paramount+-ისა და Apple TV+-ის გაერთიანებული პაკეტის ღირებულება, შესაძლოა, უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი გადასახადი ორივე სერვისისთვის ინდივიდუალურად.

თუ ეს ინფორმაცია ზუსტია, Paramount-სა და Apple-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება უახლესი მინიშნება იმისა, რომ სტრიმერები თავიანთი სერვისების ფინანსურად დახვეწას განაგრძობენ. დაბალმა ფასებმა, მაღალმა ხარჯებმა და მომხმარებელთა დაკარგვის ტენდენციამ ეს ბიზნესი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შეთავაზება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გამომწერების რაოდენობისა და შემოსავლის გასაზრდელად.

არც Paramount-ის და არც Apple-ის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი The Wall Street Journal-ის სტატიის შესახებ.

Paramount Global

აღსანიშნავია, რომ პარასკევს Apple-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 53%-ით არის გაუმჯობესებული.

Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $191.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $201.99-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

GigaCloud Technology

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, GigaCloud Technology-ის მიერ წარდგენილმა კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 116%-ით არის გაუმჯობესებული.

GigaCloud Technology არის ჰონგ კონგში დაფუძნებული B2B ელექტრონული კომერციის გადაწყვეტების კომპანია. მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 39.2%-ით — $178.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $163.75 მილიონი). წმინდა მოგებამ $24.2 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.58 იყო (პროგნოზი — 0.38).

GigaCloud-ისთვის ეს არის რეკორდული მომგებიანობის ზედიზედ მესამე კვარტალი. კომპანიის GigaCloud 3P სერვისიდან გამომუშავებული შემოსავალი წლიდან წლამდე 27.2%-ით — $51.5 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო პროდუქტის შემოსავალმა GigaCloud 1P-დან 38.1%-ით მოიმატა და $80.4 მილიონს მიაღწია.

ამავდროულად, GigaCloud Marketplace-ის მთლიანი საქონლის მოცულობა 40.8%-ით —  $684.8 მილიონამდე გაიზარდა, რაც გამოწვეულია აქტიური მყიდველების რაოდენობის 9.6%-იანი მატებით (4602-მდე) და თითო აქტიური მყიდველის მიერ დახარჯული ფულის 28.5%-იანი ზრდით —$148,793-მდე.

GigaCloud Technology

გარდა ამისა, ბოლო კვირებში GigaCloud-მა რამდენიმე შესყიდვის გარიგება დახურა, მათ შორის იყო 31 ოქტომბერს Noble House Home Furnishings-ის $85 მილიონად შეძენა და 15 ნოემბერს ქლაუდზე დაფუძნებული ინტერაქციული ციფრული მანიშნებლების კომპანიის — Wondersign-ის $10 მილიონად შესყიდვა. სექტემბერში Noble House Home Furnishings-ის შეძენის შესახებ მენეჯმენტის განცხადებამ GigaCloud-ის აქციების ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია, რადგან ინვესტორებმა ამ გადაწყვეტილების რაციონალურობა ეჭვქვეშ დააყენეს.

რაც შეეხება მომავალს, GigaCloud-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $217-$233 მილიონს მიაღწევს და ეს დიაპაზონი საგრძნობლად აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს ­— $143 მილიონს.

GigaCloud-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 1 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. მისი სამიზნე ფასი $17.20-ს შეადგენს, რაც GigaCloud-ის აქციების მიმდინარე ფასიდან დაახლოებით 46%-იან ზრდას გულისხმობს.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

ვინ იყო ჰეტი გრინი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

პარასკევს Dell Technologies-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
პარასკევს Dell Technologies-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა

პარასკევს Dell Technologies-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved