• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 23, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Metropolitan Bank, Euronet Worldwide, Associated Banc-Corp, AT&T და SolarEdge Technologies.

Metropolitan Bank

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Metropolitan Bank-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 42%-ით არის შემცირებული.

მესამე კვარტალში Metropolitan Bank-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 13.1%-ით — $60.1 მილიონამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $61 მილიონს. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS (მოგება თითო აქციაზე) კი 11.7%-ით — $1.97-მდე დაეცა, თუმცა ამ მაჩვენებელმა საკმაოდ გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.76-ს.

გარდა ამისა, Metropolitan Bank-ის მთლიანი დეპოზიტები, გასულ კვარტალთან შედარებით, $233 მილიონით — $5.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა სესხების ზრდამ $204.9 მილიონი შეადგინა. წმინდა საპროცენტო შემოსავალი სტაბილური — $53.6 მილიონი დარჩა.

Metropolitan Bank

აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ დეფაზიომ განაცხადა, რომ ის კმაყოფილია კვარტალური შედეგებით, განსაკუთრებით საბანკო ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. მან ასევე თქვა, რომ Metropolitan-მა სიმტკიცე ბალანსის მართვის დისციპლინირებული მიდგომისა და წმინდა საპროცენტო შემოსავლის სტაბილურობის წყალობით შეინარჩუნა.

Metropolitan Bank-ის მენეჯმენტს კონკრეტული ფინანსური პროგნოზები არ წარმოუდგენია.

Metropolitan Bank-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $55.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Metropolitan Bank-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 66%-იან ზრდას გულისხმობს.

Euronet Worldwide

პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Euronet Worldwide-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული გადახდის სერვისების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი მცირედით — 0.60%-ით არის გაზრდილი.

მესამე კვარტალში Euronet-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით გაიზარდა და $1 მილიარდს ოდნავ გადააჭარბა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $986.33 მილიონი), ხოლო კორექტირებული EPS 1%-ით — $2.72-მდე შემცირდა (პროგნოზი — $2.7).

Euronet-ისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კვარტალურმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა, ასეთი შედეგი კი დაფიქსირდა მიუხედავად ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წინაღობებისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ელექტრონული გადახდების კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკლ ბრაუნმა ეს ყველაფერი გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას და Euronet-ის პროდუქტების თანმიმდევრულობას მიაწერა.

Euronet Worldwide

კომპანიის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ისარგებლა აქციების შემცირებული ფასით და მესამე კვარტლის განმავლობაში $300 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა. ეს კი მნიშვნელოვანი თანხაა Euronet-ის ამჟამინდელ საბაზრო კაპიტალთან — $4 მილიარდთან შედარებით.

რაც შეეხება მომავალს, Euronet-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში კორექტირებული EPS $1.75-ს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.68-ს აღემატება. ამავდროულად, თუ ვივარაუდებთ, რომ უცხოური ვალუტის გაცვლით კურსში ან საპროცენტო განაკვეთებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირდება, კომპანიაში მოელიან, რომ სრული 2024 წლის განმავლობაში კორექტირებული EPS 10%-15%-ით გაიზრდება. თუ ორიენტირად ამ დიაპაზონის საშუალო მაჩვენებელს — $7.43-ს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ის საკმაოდ აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $7.29-ს.

Euronet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $84.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $104.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $118.00-ს, ხოლო მინიმალური — $88.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Euronet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Associated Banc-Corp

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Associated Banc-Corp-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი რეგიონული ბანკის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის დაკლებული.

ფისკალურ მეორე კვარტალში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, Associated-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4.2%-ით — $320.8 მილიონამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $325 მილიონს. GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ კი $80.4 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.53 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი ­— $0.52).

Associated-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჰარმენინგმა ხაზი გაუსვა ახალი მომხმარებლების დამატების, მათი შენარჩუნებისა და კმაყოფილების დონეების გაუმჯობესებას, რამაც ხელი შეუწყო მომხმარებლების ძირითადი დეპოზიტების $500 მილიონზე მეტით ზრდას, ამასთან დამოკიდებულების შემცირებას არამომხმარებელთა დაფინანსების წყაროებზე. მან ასევე განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამჟამად ბაზარზე კარგად არის პოზიციონირებული, ვაღიარებთ, რომ საბანკო გარემო განვითარებას განაგრძობს და მოუთმენლად ველით, მიმდინარე კვარტალში უფრო მეტი დეტალი გაგიზიაროთ ჩვენი სტრატეგიული გეგმის მეორე ეტაპის შესახებ“.

Associated Banc-Corp

რაც შეეხება მომავალს, ფისკალური წლის დარჩენილი პერიოდისთვის Associated-ის მენეჯმენტმა პროგნოზები შეამცირა. ახლა კომპანიაში მოელიან, რომ სესხების მთლიანი ზრდა 5%-6%-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — 6%-8%).  მენეჯმენტი ასევე ვარაუდობს, რომ მთლიანი წმინდა მოგება 5%-7%-ით გაიზრდება (წინა პროგნოზი — 6%-8%).

Associated-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Associated-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AT&T

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, AT&T-მ ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ტელეკომუნიკაციების კომპანიის — AT&T-ს აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 18%-ით არის შემცირებული.

მესამე კვარტალში AT&T-ის შემოსავალმა $30.35 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $30.2 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $0.64 (პროგნოზი — $0.62). გარდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზების გადაჭარბებისა, ტელეკომის გიგანტმა წლიური თავისუფალი ფულადი ნაკადების მითითება $16 მილიარდიდან $16.5 მილიარდამდე გაზარდა.

ამის შემდეგ Scotiabank-ის ანალიტიკოსმა AT&T-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა. მან ხაზი გაუსვა კომპანიის საოპერაციო შემოსავლების გაუმჯობესებას, მოკრძალებულ კაპიტალურ დანახარჯებს და დაბალ საბრუნავ კაპიტალს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესს. Scotiabank-მა ტელეკომუნიკაციების კომპანიის აქციებს $18.50-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა, რაც ხუთშაბათის დახურვის ფასიდან 20%-იან ზრდას გულისხმობს.

AT&T

ამავდროულად, TD Cowen-მა AT&T-ს აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $23-დან $20-მდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, TD Cowen-ის ანალიტიკოსებმა AT&T-ს კვარტალური შედეგები მოიწონეს.

AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.04-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

SolarEdge Technologies

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, SolarEdge Technologies-მა მესამე კვარტლის წინასწარი ფინანსური შედეგები წარადგინა. პარასკევს კი მზის ენერგიის ლიდერის აქციების ფასი 27%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 71%-ით არის დაკლებული.

SolarEdge-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მესამე კვარტლის შემოსავალი $720-$730 მილიონს შეადგენს, რაც გაცილებით ჩამოუვარდება წინა პროგნოზს — $880-$920 მილიონს. ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული მთლიანი მარჟა 20.1%-21.2%-ს მიაღწევს (წინა პროგნოზი — 28%-31%). მენეჯმენტის ვარაუდით, მესამე კვარტალში კორექტირებულ საოპერაციო ზარალი $9-$28 მილიონს შეადგენს.

SolarEdge Technologies

SolarEdge-ის წარმომადგენლებმა ასეთი პროგნოზები მიაწერეს ევროპაში მომხმარებლებისგან შეკვეთების გაუქმებას. თუმცა მთლიანი სურათი ის არის, რომ, საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, მზის ენერგიის სისტემებზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან მომხმარებლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნაკლები ფული აქვთ დასახარჯად.

ფაქტია, რომ SolarEdge-ის წინასწარი კვარტალური შედეგები იმაზე უარესი იყო, ვიდრე ბაზარი მოელოდა. ამასთან, არ არის ნათელი, თუ როდის შეძლებს კომპანია მდგომარეობის გამოსწორებას.

SolarEdge-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $83.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $152.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $285.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SolarEdge-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 84%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ვინ იყო უილიამ ო’ნილი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

რას ნიშნავს პროტექციონიზმი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს პროტექციონიზმი?

რას ნიშნავს პროტექციონიზმი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved