• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 9 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

თებერვალი 12, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 9 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Cloudflare, Take-Two Interactive და Nvidia.

Cloudflare

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cloudflare-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 84%-ით გაუმჯობესდა.

გასულ კვარტალში Cloudflare-ის შემოსავალი წლიურად 32%-ით — $362.5 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $353.11 მილიონი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი 150%-ით მოიმატა და $0.15 შეადგინა (პროგნოზი — $0.12).

გარდა ამისა, კომპანიამ რეკორდული საოპერაციო ფულადი ნაკადები გამოიმუშავა. ეს მაჩვენებელი წლიურად 24%-ით — $85.4 მილიონამდე გაიზარდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმაც (FCF) ისტორიულ შედეგს მიაღწია — $50.7 მილიონი.

ამასთან, Cloudflare-ის იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც კომპანიის სერვისებზე ყოველწლიურად $100,000-ზე მეტს ხარჯავენ, წლიურად 35%-ით გაიზარდა და 2,756-ს მიაღწია. ასევე, მეტი დახარჯეს Cloudflare-ის არსებულმა მომხმარებლებმა, რასაც მოწმობს კომპანიის შემოსავლის შენარჩუნების მაჩვენებელი — 115%.

აღმასრულებელმა დირექტორმა — მეთიუ პრინსმა აღნიშნა, რომ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმ მომხმარებლების რაოდენობამ, რომლებიც Cloudflare-ის სერვისებზე ყოველწლიურად $500,000+-ს და $1+ მილიონს ხარჯავენ.

Cloudflare

Cloudflare ასევე სარგებლობს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმით — პრინსმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე გავრცელებული ქლაუდ პლატფორმა ყველაზე პერსპექტიულ AI სტარტაპებს შორის.

რაც შეეხება მომავალს, Cloudflare-ის მენეჯმენტი მოელის, რომ პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 28%-ით გაუმჯობესდება და $373 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $372.3 მილიონი). ასევე მოსალოდნელია, რომ EPS $0.13-ს შეადგენს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.12).

მთელი წლისთვის კი კომპანიაში მოელიან, რომ შემოსავალი $1.648-$1.652 მილიარდს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.652 მილიარდი).

Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $108.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $101.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $135.00-ს, ხოლო მინიმალური — $52.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Take-Two Interactive

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Take-Two Interactive-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ვიდეო თამაშების ამერიკული კომპანიის აქციების ფასი თითქმის 9%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 55%-ით გაუმჯობესდა.

სამთვიანი პერიოდისთვის, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, Take-Two Interactive-ის ჯავშნები წლიურად 3%-ით — $1.36 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.34 მილიარდი). მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ძირითადი თამაშები და ფრენჩაიზები, რომლებიც წმინდა ჯავშნებს ხელს უწყობს, მოიცავდა “NBA 2K24”-ს, “Grand Theft Auto“-ს, “Toon Blast”-სა და “Red Dead Redemption”-ს.

ვირტუალური ვალუტის, დამატებითი კონტენტის, თამაშების შიდა შესყიდვებისა და რეკლამების განმეორებადი სამომხმარებლო ხარჯები წლიურად 7%-ით შემცირდა და მთლიანი წმინდა ჯავშნების 75% შეადგინა. გასულ კვარტალში წმინდა ზარალმა $91.6 მილიონს მიაღწია, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.54 იყო. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.72-ის ოდენობით მოგებას თითო აქციაზე.

კვარტალური ანგარიშის წარდგენისას Take-Two Interactive-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი თამაშის გამოშვება, რომელიც მიმდინარე კვარტალში იყო დაგეგმილი, გადაიდება. კომპანიის მობილური თამაშების სარეკლამო სეგმენტის სისუსტესთან ერთად, ამ ფაქტორებმა თამაშების დეველოპერის მენეჯმენტი აიძულა, შეემცირებინა მოლოდინები ფისკალური 2024 წლისთვის. Take-Two Interactive-ში ახლა მოელიან, რომ მთლიანი ჯავშნები $5.25-$5.30 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $5.45-$5.55 მილიარდი).

Take-Two Interactive

ანალიტიკოსები, რომლებიც Take-Two Interactive-ის აქციებს ადევნებენ თვალს, კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. Jefferies Equity Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აქციების ფასის ზრდის დიაპაზონი დარჩება შეზღუდული მანამ, სანამ მენეჯმენტი ინვესტორებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების უახლესი ნაწილის — “Grand Theft Auto VI”-ის გამოშვების შესახებ. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომდევნო წლებში Take-Two Interactive-ის მყარი საოპერაციო იმპულსის მხარდამჭერი კომპანიის ძლიერი კონტენტი იქნება.

Take-Two Interactive-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $155.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $178.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $154.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Take-Two Interactive-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia

პარასკევს Nvidia-ს აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიპების მწარმოებელი გეგმავს ახალი ბიზნეს განყოფილების შექმნას, რომელიც ორიენტირებულია შეკვეთით დამზადებულ ჩიპებზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) გამოიყენება.

წლის დასაწყისიდან ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით არის გაუმჯობესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia ქმნის ახალ ბიზნეს ერთეულს, რომელიც ორიენტირებულია ქლაუდ გამოთვლითი ფირმებისთვის და მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პროცესორებისთვის.

ახალი მიმართულება Nvidia-ს საშუალებას მისცემს, მოიპოვოს შეკვეთით დამზადებული ჩიპების მზარდი ბაზრის ნაწილი. ასევე, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ღირებულმა ჩიპების კომპანიამ.

Nvidia

რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც Nvidia-მ გასულ ორშაბათს მიაღწია თავის წინა მაქსიმუმს, როდესაც Goldman-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს და სამიზნე ფასიც გაზარდეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მათ AI-ზე მოთხოვნის ზრდა დაასახელეს.

Nvidia ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს 21 თებერვალს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $721.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $689.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

ვინ არის რობერტ კიოსაკი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

აშშ ჩიპების კვლევასა და განვითარებაზე $5 მილიარდზე მეტს დახარჯავს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ ჩიპების კვლევასა და განვითარებაზე $5 მილიარდზე მეტს დახარჯავს

აშშ ჩიპების კვლევასა და განვითარებაზე $5 მილიარდზე მეტს დახარჯავს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved