• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 15 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 16, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 15 აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Charles Schwab, Logitech International, Salesforce, Informatica, Live Nation Entertainment და Century Aluminum.

Charles Schwab

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Charles Schwab-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფინანსური სერვისების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.

უკვე დიდი ხანია, რაც Charles Schwab არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელიც როგორც საცალო, ისე ინსტიტუციონალურ კლიენტებს სთავაზობს კომერციულ ბანკინგს, საინვესტიციო და მასთან დაკავშირებული მომსახურებას. მან ბაზარზე პოზიცია 2020 წელს საბროკერო ფირმის — TD Ameritrade-ის შეძენით გაიმყარა.

გასულ კვარტალში Charles Schwab-ის შემოსავალი წლიურად 7%-ით — $4.74 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.7 მილიარდს. მოგება თითო აქციაზე (EPS) კი 15%-ით — $0.74-მდე შემცირდა (პროგნოზი — $0.73).

„გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ ფონზე, კლიენტებმა $96 მილიარდის ღირებულების აქტივები გვანდეს, მათ შორის $45 მილიარდი მხოლოდ მარტში“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, უოლტ ბეტინგერმა. „ამავდროულად, ინვესტორების სოლიდურმა ჩართულობამ ხელი შეუწყო კვარტალში 1 მილიონზე მეტი ახალი საბროკერო ანგარიშის გახსნას“.

Charles Schwab

გასული წელი საბროკერო კომპანიებისთვის რთული იყო, მაგრამ 2024 წლის ძლიერმა დასაწყისმა ბიზნესის ზრდა გამოიწვია. ამასთან, Charles Schwab-ის მენეჯმენტი ფოკუსირებულია მაღალპროცენტიანი ვალის დაფარვაზე და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს მომავალი წლის ბოლოსთვის წმინდა საპროცენტო მარჟის 3%-მდე გაზრდას.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, კომპანია მომავლისთვის უფრო დაინტერესებულია აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნებით, ვიდრე შემდგომი შესყიდვებით. Charles Schwab-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აპირებს განაახლოს აქციების გამოსყიდვა, რადგან დროებითი წინაღობები განეიტრალებას განაგრძობს.

Charles Schwab-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.07-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $87.00-ს, ხოლო მინიმალური — $58.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Charles Schwab-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 9-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Logitech

გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, Logitech International-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსის — ერიკ ვუდრინგის განაცხადებით, მან Logitech-ის ბიზნესი ღრმად გამოიკვლია და დაასკვნა, რომ კომპანიას შეუძლია გაყიდვების ზრდა ყოველწლიურად დაახლოებით 3%-ით მომდევნო სამი წლის განმავლობაში. თუმცა, ინვესტორები კომპანიის აქციებს აფასებენ ისე, თითქოს ფიქრობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში Logitech ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.

ანალიტიკოსმა კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებლის აქციების ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $75-მდე შეამცირა.

Logitech International

ერიკის აზრით, Logitech-ის ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდება, ინვესტორებს დაარწმუნებს, რომ მისი ზრდის პერსპექტივები შეზღუდულია და გამოიწვევს აქციების დაქვეითებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მოელის, რომ სხვა ანალიტიკოსებიც მის გზას მიყვებიან და Logitech-ის აქციების რეიტინგს შეამცირებენ.

Logitech-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $81.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $91.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $108.66-ს, ხოლო მინიმალური — $64.31-ს. საშუალო სამიზნე ფასი Logitech-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Salesforce & Informatica

გუშინ Salesforce-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა მნიშვნელოვანი სიახლის ფონზე. ქლაუდ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) პლატფორმის პროვაიდერი მონაცემთა მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Informatica-ს შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ უკანასკნელის აქციების ფასი კი 6%-ზე მეტით შემცირდა.

Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად, Salesforce-სა და Informatica-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკება საბოლოო სტადიაზეა. Informatica-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $12 მილიარდს აღემატება და გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ეს Salesforce-ის ერთ-ერთი უმსხვილესი შენაძენი იქნება. თუმცა ის გაცილებით დაბალია $28 მილიარდზე, რომელიც კომპანიამ სამი წლის წინ Slack Technologies-ის შესაძენად გადაიხადა.

გასული კვარტლის ბოლოს Salesforce-ის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფული $14 მილიარდს აღემატებოდა, ამიტომ კომპანიას პოტენციურად შეუძლია, სრულად დააფინანსოს გარიგება არსებული აქციონერების წილების შემცირების გარეშე.

Salesforce

აღსანიშნავია, რომ შესყიდვებისადმი მისი წარმოუდგენელი მიდრეკილების გათვალისწინებით (2006 წლიდან 70-ზე მეტი კომპანია შეიძინა), Salesforce-მა ბოლო კვარტლებში ბევრი აქტივისტი ინვესტორის ყურადღება მიიზიდა. ისინი კომპანიის მენეჯმენტს მოუწოდებენ, ყურადღება გადაიტანოს ხარჯების შემცირებაზე, მოგების გაუმჯობესებასა და აქციების გამოსყიდვაზე. გასულ თვეში, ამ აქტივისტი ინვესტორების დასამშვიდებლად, Salesforce-ის მენეჯმენტმა დაშალა კომიტეტი, რომელიც ფოკუსირებული იყო შერწყმასა და შესყიდვაზე.

Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $273.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $338.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $260.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 38 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Informatica

Informatica-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Informatica-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Live Nation Entertainment

გუშინ, „after-hours”1 ვაჭრობაში, Ticketmaster-ის მშობელი კომპანიის — Live Nation Entertainment-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მომავალ თვეში კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელის შეტანისთვის ემზადება. პოტენციურად, ეს გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს იმაში, თუ როგორ ახორციელებს კომპანია კონცერტების პოპულარიზაციასა და ბილეთების გაყიდვას.

The Wall Street Journal იტყობინება, რომ იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ბილეთების გამყიდველმა გამოიყენა თავისი დომინირება ბაზარზე, რათა ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის კონკურენცია შეეზღუდა, თუმცა წყაროებს არ წარმოუდგენიათ დეპარტამენტის მიერ გაკეთებული კონკრეტული ბრალდებები.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს იუსტიციის სამინისტრომ პირობითად დაამტკიცა Live Nation-ისა და Ticketmaster-ის შერწყმა, კანონმდებლებმა ბილეთების გაყიდვის გიგანტი მაღალ ფასებში, არასათანადო მომსახურებასა და ანტიკონკურენტულ ტაქტიკაში დაადანაშაულეს. ამან გამოიწვია მოწოდებები კომპანიის დაშლის შესახებ.

Live Nation Entertainment

მიუხედავად იმისა, რომ Ticketmaster შეერთებულ შტატებში პირველადი ბილეთების ბაზრის 80%-ზე მეტს აკონტროლებს და სარგებლობს ექსკლუზიური შეთანხმებებით სტადიონებთან, მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ კომპანია მონოპოლიას არ ფლობს. „Ticketmaster-ს დღეს უფრო დიდ კონკურენციასთან უწევს გამკლავება, ვიდრე ოდესმე. მისი საბაზრო ძალაუფლება მონოპოლიასთან მიახლოებულიც არ არის“ — განაცხადა Ticketmaster-ის წარმომადგენელმა.

Live Nation Entertainment-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $100.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $120.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $108.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Live Nation Entertainment-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს.

Century Aluminum

გუშინ გლობალურ ბაზრებზე ლითონის მიმწოდებელი რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გავრცელდა. ამ სიახლის შემდეგ, აშშ-ის ალუმინის უმსხვილესი მიმწოდებლის — Century Aluminum-ის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 49%-ით არის გაუმჯობესებული.

პარასკევს, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბრძოლაში გახსნეს ახალი ფრონტი, როდესაც დააანონსეს ახალი შეზღუდვები ამ ქვეყნის ალუმინზე, ნიკელსა და სპილენძზე. ეს ნაბიჯები ხელს არ უშლის რუსეთს, გაყიდოს ლითონი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ისინი ზღუდავს ქვეყნის წვდომას ლონდონის ლითონების ბირჟაზე.

Century Aluminum

ეს ბირჟა გლობალური ლითონების ინდუსტრიის გამორჩეული ბროკერია და, შესაბამისად, მათზე ფასები დროებით მაინც უნდა გაიზარდოს.

Century Aluminium აშშ-ში ალუმინის მთავარი მწარმოებელია, რომელიც ოპერირებს კენტუკიში, სამხრეთ კაროლინასა და ისლანდიაში. სავარაუდოდ, ის კარგ პოზიციაშია იმისთვის, რომ ბაზარზე გაჩენილი ნებისმიერი ცარიელი სივრცე აითვისოს. Century Aluminium-მა ასევე უნდა ისარგებლოს სანქციებით გამოწვეული მაღალი ფასებით.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

უორენ ბაფეტის საკალათბურთო გამოწვევა — ყოველწლიურად $1 მილიონი სიცოცხლის ბოლომდე

შემდეგი

Meta Platforms მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Meta Platforms მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას

Meta Platforms მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved