• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა საფონდო ბირჟაზე გასული თვის განმავლობაში?

ივლისი 5, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა საფონდო ბირჟაზე გასული თვის განმავლობაში?
გაზიარება

გასული თვის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე გავრცელდა ძალიან საინტერესო სიახლეები, რომლებმაც კომპანიების აქციების ფასებზე იმოქმედა. დღეს სწორედ ივნისს მიმოვიხილავთ და ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Adobe, Tesla, Delta Air Lines, CarMax და Dollar General.

Adobe

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქლაუდ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის — Adobe-ის აქციების ფასი 17%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 44%-ით არის მომატებული.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა Adobe-ზეც იმოქმედა, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის ქლაუდ პლატფორმა თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ეს უახლესი ტექნოლოგია გამოიყენონ, რათა შექმნან, შეცვალონ და დაარედაქტირონ თავიანთი დიზაინი. ინვესტორები აღფრთოვანებულნი არიან კომპანიის პოტენციური ზრდით, რადგან Adobe-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გენერაციულ AI-ს იყენებს, გვპირდება, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. Adobe-ის Photoshop Generative Fill ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაარედაქტირონ და გააუმჯობესონ სურათები სასურველი შედეგის მხოლოდ სიტყვიერად აკრეფით. Adobe ამ ფუნქციის ოფიციალურად ჩაშვებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში აპირებს თავისი ახალი Firefly ბეტა აპლიკაციის საშუალებით. ეს უკანასკნელი ასევე ინტეგრირებული იქნება Illustrator-თან, რათა მომხმარებლებმა იდეების სწრაფად ფორმირება შეძლონ, რაც შემოქმედებით პროცესს აძლიერებს და სამუშაო დროს ზოგავს.

Adobe

გარდა ამისა, Adobe-მა 15 ივნისს კვარტალური ანგარიში წარადგინა. ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ რეკორდული შემოსავალი — $4.82 მილიარდი დააფიქსირა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.77 მილიარდი). ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 10%-ით გაიზარდა, ხოლო წმინდა შემოსავალმა $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც ასევე თითქმის 10%-იან მატებას წარმოადგენს. EPS (მოგება თითო აქციაზე) $3.91 იყო (პროგნოზი — $3.79). თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) კვარტალში $2 მილიარდს მიაღწია, რაც 5.4%-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს — $1.9 მილიარდს.  ამასთან, Adobe-მა 2.7 მილიონი აქცია გამოისყიდა და მათი საერთო რაოდენობა 459 მილიონამდე შეამცირა (ფისკალური 2022 წლის მეორე კვარტალში — 473 მილიონი).

Adobe-ის ფინანსურმა დირექტორმა — დენ დარნმა კომპანიის წლიური პროგნოზები გაზარდა. ფისკალური 2023 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მთლიანი შემოსავალი $19.25-$19.35 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს — $17.6 მილიარდს 9.6%-ით აღემატება. EPS, სავარაუდოდ, $11.15-$11.25 იქნება, რაც უფრო მაღალია, ვიდრე მენეჯმენტის თავდაპირველი პროგნოზი — $10.85-$11.15.

Tesla

გასული თვის განმავლობაში ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი 28%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 160%-ით არის მომატებული.

გასული თვის განმავლობაში Tesla-ზე პოზიტიური გავლენა რამდენიმე ფაქტმა იქონია. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის ზრდაში, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სიახლემ, რომ სხვადასხვა ავტომწარმოებლებმა Tesla-ს ჩრდილოეთ ამერიკის დამუხტვის სტანდარტის (NACS) დასამუხტი პორტის ათვისების გადაწყვეტილება მიიღეს და კომპანიის სუპერდამტენების ქსელს შეუერთდნენ. Ford-მა თავისი გადაწყვეტილება მაისის ბოლოს გამოაცხადა, მაგრამ ივნისში ასეთივე განცხადებები General Motors-ის, Rivian-ის, Volvo-ს და Polestar Automotive-ის მენეჯმენტმა გაავრცელა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ Hyundai და Volkswagen მსგავს გადაწყვეტილებას განიხილავენ.

გარდა ამისა, გასული თვის დასაწყისში Telsa-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა Model Y და Model 3 ელექტრომობილი $7.500-ის მოცულობის ფედერალურ საგადასახადო კრედიტს ექვემდებარება. სხვა სახელმწიფო და ადგილობრივ სტიმულებთან ერთად, ეს საგადასახადო შეღავათები Tesla-ს რამდენიმე ავტომობილს, შიდა წვის ძრავების მქონე კოლეგებთან შედარებით, ფასის თვალსაზრისით, უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს.

Tesla

ამასთან, პირველ კვარტალში Tesla-ს Model Y გახდა ყველაზე გაყიდვადი მანქანა პლანეტაზე, საავტომობილო ინდუსტრიის გამოცემის — Motor1-ის მიხედვით. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც EV-მ ამის მიღწევა შეძლო. Tesla-მ გაუსწრო პოპულარულ ლიდერებს, მათ შორის Toyota RAV4-ს და Corolla-ს.

კვირას კი Tesla-მ მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები წარმოადგინა. მიწოდებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 466,000-ს გადააჭარბა, წარმოება კი თითქმის 480,000 იყო. გამოდის, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში Tesla-ს წარმოების დონე 920,500-ზე მეტ ელექტრომობილს აღწევს და კომპანიას პროგნოზირებულ, 50%-იანი წლიური ზრდის გზაზე აყენებს, რაც წელიწადში დაახლოებით 1,8 მილიონი ერთეულის წარმოებას გულისხმობს. წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები წლიდან წლამდე, შესაბამისად, 44%-ით და 36%-ით გაიზარდა.

ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერი კვარტალურ ანგარიშს ოთხშაბათს, 19 ივლისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ Tesla-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 42%-ით — $24.08 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 4%-ით მოიმატებს და $0.79-ს შეადგენს.

Delta Air Lines

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად ივნისში Delta Air Lines-ის აქციების ფასი თითქმის 31%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 47%-ით არის მომატებული.

ავიაკომპანიების ინდუსტრია პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგან COVID-19-მა მოგზაურობაზე მოთხოვნა თითქმის გააქრო. ავიაკომპანიებმა ამ რეალობას სესხების გაზრდით, ხარჯების შემცირებით და, Delta-ს შემთხვევაში, ფულადი სახსრების შესანარჩუნებლად, დივიდენდების შეჩერებით უპასუხეს.

ივნისის შუა რიცხვებში, ინვესტორების დღის ღონისძიებამდე Delta-ს მენეჯმენტმა $0.10-ის ოდენობით დივიდენდების გადახდა დააანონსა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ნაბიჯი ასახავს პროგრესს სამწლიან ფინანსურ გეგმაში, რომლის შედეგადაც ვალი უკვე დაახლოებით $10 მილიარდით შემცირდა.

Delta Air Lines

ინვესტორების დღის პრეზენტაციაზე კი Delta-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, წლის განმავლობაში კომპანიის EPS (მოგება თითო აქციაზე) $6-ს მიღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურმა შედეგმა შეიძლება დააკმაყოფილოს ან გადააჭარბოს უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.81-ს. ავიაკომპანიაში მოელიან, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი $7-ს შეადგენს.

უოლ სტრიტმა ეს სიახლეები მოიწონა. Morgan Stanley-მ და Citigroup-მა, პრეზენტაციის შემდეგ, Delta აშშ-ის ავიაკომპანიებს შორის საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობად დაასახელა.

CarMax

გასული თვის განმავლობაში მეორეული ავტომობილების საცალო ვაჭრობის კომპანიის — CarMax-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა.

კომპანიამ 23 ივნისს კვარტალური ანგარიში წარადგინა. შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით — $7.7 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $7.49. ხოლო EPS-მა $1.44 შეადგინა (პროგნოზი — $0.79).

აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაზრდილია და მომხმარებლები, რამდენიმეწლიანი მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ხარჯების შემცირებაზე არიან ორიენტირებულნი. ზოგიერთ შემთხვევაში ახალი მანქანების ფასებიც შემცირდა, რაც მეორეული მანქანების ნიშაზე ზეწოლას აძლიერებს.

CarMax

მიუხედავად ამისა, CarMax-მა მომგებიანობა შეინარჩუნა და წმინდა მარჟა წლიდან წლამდე გაყიდვების 2.7%-დან 3%-მდე გაზარდა, ნაწილობრივ ავტომობილების სტაბილური ფასების წყალობით. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაყიდვების მოცულობა, 2022 წლის მეორე ნახევართან შედარებით, ახლა უკეთესად გამოიყურება. „ჩვენი მიზანმიმართული ქმედებები, მიუხედავად რთული მაკროგარემოსა, ბიზნესში გაუმჯობესებულ ტენდენციებს იწვევს“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა — ბილ ნეშმა პრესრელიზში.

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ CarMax-ის ბიზნესი აღდგენის რეჟიმშია. სინამდვილეში, უოლ სტრიტის პროფესიონალების უმეტესობა პროგნოზირებს, რომ მეორე კვარტალში კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე 18%-ით შემცირდება. შესაძლოა, გაყიდვების ახალი რეკორდების დამყარებას რამდენიმე კვარტალი დასჭირდეს.

Dollar General

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად გასული თვის განმავლობაში Dollar General-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 31%-ით არის დაკლებული.

Dollar General-მა 1 ივნისს კვარტალური ანგარიში წარადგინა. არსებულ ლოკაციებზე გაყიდვები წლიდან წლამდე მოკრძალებული 2%-ით გაიზარდა და მთლიანობაში კი, ახალი მაღაზიების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელმა 7%-ით მოიმატა და $9.3 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.47 მილიარდი). წინა კვარტალში კი ზრდამ 18% შეადგინა. ESP $2.34-ს გაუტოლდა (პროგნოზი — $2.39).

Dollar General

რაც შეეხება დადებით ფაქტორს, კომპანიამ მიაღწია უფრო მაღალი მთლიანი მოგების მარჟას გაზრდილი ფასების და შემცირებული ხარჯების წყალობით. სამწუხაროდ, ეს მოგება გააბათილა უფრო მაღალმა ადმინისტრაციულმა და გაყიდვის ხარჯებმა. მთლიანი საოპერაციო მოგება 1%-ით შემცირდა და $741 მილიონი შეადგინა. „მაკროეკონომიკური გარემო უფრო რთული იყო, ვიდრე მოველოდით“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეფ ოუენმა პრესრელიზში.

ამასთან, ინვესტორები არ იყვნენ აღფრთოვანებულნი იმის მოსმენით, რომ მენეჯმენტმა გაყიდვების ზრდის პერსპექტივა შეამცირა. Dollar General-ში ახლა მოელიან, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი 3.5%-5%-ით გაიზრდება მაშინ, როდესაც წინა პროგნოზი 6% იყო.

წინა

6 რჩევა, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved