• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

აგვისტო 19, 2024
in სიახლეები
რას უნდა ველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
გაზიარება

ინვესტორები დიდი ყურადღებით მოელიან ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) თავმჯდომარის — ჯერომ პაუელის და ცენტრალური ბანკის სხვა ოფიციალური პირების კომენტარებს გასულ კვირაში გამოქვეყნებული პოზიტიური ეკონომიკური მონაცემების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ეკონომისტებმა გააანალიზეს ინფლაციისა და საცალო ვაჭრობის მონაცემები, ბევრი ვარაუდობს, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სექტემბერში დაიწყებს. მაგრამ ჯერჯერობით Fed-ის მხოლოდ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა დაადასტურა ეს განწყობა.

მოსალოდნელია, რომ Fed-ის თავმჯდომარე — ჯერომ პაუელი გარკვეულწილად სიცხადეს მოჰფენს ამ საკითხს პარასკევს ჯექსონ ჰოლის ეკონომიკურ სიმპოზიუმზე1 გამოსვლისას. ეს მისი პირველი ოფიციალური განცხადება იქნება მას შემდეგ, რაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ივლისის მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფლაცია, 2021 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. გასულ თვეში ეს მაჩვენებელი წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, რაც უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტების მოლოდინი — 3%. შედარებისთვის, ივნისში CPI-ის წლიურმა მატებამ სწორედ 3%-ს მიაღწია.

ასეთი მონაცემები კი Fed-ის ოფიციალურ პირებს კიდევ უფრო მეტ მიზეზს აძლევს საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად.

ცოტა ხნის წინ ფედერალური ბანკის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ განაკვეთების შემცირება შესაძლებელია სექტემბრის შუა რიცხვებში, ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზრების კომიტეტის (FOMC) მომდევნო შეხვედრაზე. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მონაცემები გამოქვეყნდება მანამდე.

კვირის დასაწყისში ფედერალური სარეზერვო ბანკის მმართველთა საბჭოს წევრი — უოლესი, ვიცე-თავმჯდომარე — მაიკლ ეს ბარი და ატლანტას Fed-ის პრეზიდენტი — რაფაელ ბოსტიჩი ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა კომენტარები გასულ კვირაშიც გააკეთა. ბოსტიჩის თქმით, ბოლო ოთხი თვის მონაცემებმა მას აჩვენა, რომ საფასო ზეწოლა მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა მას სურს, საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილების მიღებამდე, ცოტა მეტი ეკონომიკური მონაცემი ნახოს. „ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს ტენდენცია რეალურია“ — განაცხადა რაფაელ ბოსტიჩმა. თუმცა მან ისიც თქვა, რომ განაკვეთების სექტემბერში შემცირების საკითხის მიმართ ღიაა.

ოთხშაბათს, ივლისის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) შეხვედრის ოქმები დეტალურად წარმოგვიდგენს ეკონომიკური პირობების შესახებ წევრების დისკუსიებს, რომლებიც ივლისის შეხვედრაზე გაიმართა.

კვარტალური ანგარიშები

მიმდინარე კვირაში რამდენიმე მსხვილი საცალო ვაჭრობის ფირმა მიაწოდებს ინვესტორებს ინფორმაციას გასულ კვარტალში დაფიქსირებული წარმადობის შესახებ. ამასთან, კვარტალურ შედეგებს რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიაც გამოაქვეყნებს.

ტექნიკის საცალო ვაჭრობის კომპანია — Lowe’s ხვალ გამოაქვეყნებს კვარტალურ ფინანსურ მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მაისის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლები ნაკლებად ახორციელებდნენ მსხვილ შესყიდვებს.

ოთხშაბათს Target წარადგენს კვარტალურ მაჩვენებლებს პირველი მეოთხედის სუსტი შედეგების შემდეგ. მისმა დიდმა კონკურენტმა — Walmart-მა გასულ კვირაში ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს კვარტალურ შედეგებს კიდევ ერთი საცალო ვაჭრობის ფირმა — Macy’s გამოაქვეყნებს.

მიმდინარე კვირაში ინვესტორებს გასული მეოთხედის ფინანსურ მონაცემებს ასევე გააცნობენ ფასდაკლებული საქონლის საცალო გამყიდველები — TJX Cos (TJ Maxx-ის მშობელი კომპანია) და Ross Stores.

დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ კი, Palo Alto Networks-ის კვარტალური ანგარიში ინვესტორებს უზრუნველყოფს ინფორმაციით კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის შესახებ. ანალიტიკოსები მოელიან, რომ კომპანია დააფიქსირებს ზრდას როგორც შემოსავლის, ისე წმინდა მოგების თვალსაზრისით.

ოთხშაბათს კი კვარტალურ შედეგებს ქლაუდ მონაცემების ფირმა — Snowflake გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ პირველ მეოთხედში კომპანიის შემოსავალი მოლოდინებს ჩამორჩა მიუხედავად მის ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნისა.


[1] ყოველწლიური სიმპოზიუმი, რომელსაც აფინანსებს კანზას სიტის ფედერალური სარეზერვო ბანკი 1978 წლიდან. ეს ღონისძიება 1981 წლიდან ჯექსონ ჰოლში იმართება. ყოველწლიურად სიმპოზიუმი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინაშე დგას. მონაწილეთა შორის არიან ცენტრალური ბანკის გამოჩენილი წარმომადგენლები და ფინანსთა მინისტრები, ასევე აკადემიური მოღვაწეები და წამყვანი ფინანსური ბაზრის მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან.

წინა

რა ხდებოდა 16 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს კომპანიის დაყოფა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს კომპანიის დაყოფა?

რას ნიშნავს კომპანიის დაყოფა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved