• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Amazon-ის გაყიდვების რა წილი მოდის ელექტრონულ კომერციაზე?

მაისი 27, 2024
in სიახლეები
Amazon-მა AI სტარტაპში $2.75-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო
გაზიარება

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში Amazon-მა ელექტრონული კომერციის უბადლო ბიზნესი შექმნა. ამავდროულად, კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად ატარებს ექსპერიმენტებს ახალი იდეების განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი იდეა — Amazon Web Services (AWS) მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაყიდვების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქლაუდ გამოთვლითი ბიზნესი გახდა. AWS-თან ერთად Amazon ავითარებს რამდენიმე სხვა კონცეფციას, რომელიც უკვე წარმატებულია ან დანერგვის ეტაპზეა.

ამ მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელის გათვალისწინებით, არის თუ არა ელექტრონული კომერცია კვლავ მნიშვნელოვანი ამაზონის მთლიანი ბიზნესისთვის?

Amazon-ის ზრდის გასაღები

Amazon-ის ონლაინ მაღაზიები და მესამე მხარის გაყიდვები ერთიანობაში მისი ელექტრონული კომერციის სეგმენტს ქმნის. 2024 წლის პირველ კვარტალში ამ სეგმენტის გაყიდვებმა $89.3 მილიარდი, ანუ მთლიანი გაყიდვების — $143.3 მილიარდი — 62% შეადგინა. ელექტრონული კომერციის დამხმარე სერვისი, როგორიც არის გამოწერა (პრაიმ სერვისის წევრობა, ელექტრონული წიგნები და ციფრული მუსიკა) შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონული კომერციის ნაწილად, რაც მის წილს მთლიან გაყიდვებში 70%-მდე ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ AWS და სხვა ბიზნესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, Amazon-ისთვის ელექტრონული კომერცია რჩება მთავარ მიმართულებად მაღალი მარჟით. თუმცა ეს არ არის მოგების მთავარი და არც ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო.

2024 წლის პირველ კვარტალში AWS-ზე Amazon-ის საოპერაციო შემოსავლის 60%-ზე მეტი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მან მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 17% შეადგინა. რეკლამირება Amazon-ის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია. პირველ კვარტალში მან გაყიდვებში 8%-იანი წვლილი შეიტანა, მაგრამ ის წლიურად 24%-ით გაიზარდა.

როგორც ხედავთ, Amazon-ის ფულის უმეტეს ნაწილს ელექტრონული კომერციის ბიზნესის საშუალებით გამოიმუშავებს და ინვესტიციებს ახორციელებს მის ეფექტიანობასა და მომგებიანობაში. გასული წლის განმავლობაში ამაზონმა შეცვალა პროდუქტის შენახვის მოდელი — კომპანიამ აშშ-ის მასშტაბით თავისი სასაწყობო ქსელი რეგიონებად დაყო, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ მიწოდებას.

გარდა ამისა, Amazon შემოსავალს მომავალი მზარდი სეგმენტის დასაფინანსებლად იყენებს. წარსულში, ეს იყო AWS. ამჟამად ის არის მანქანა, რომელსაც მოგება მოაქვს, ხოლო მზარდი სეგმენტის ადგილზე რეკლამირებამ გადაინაცვლა. Amazon-ის „სხვა“ კატეგორიაში შედის მისი ახალი და მცირე ბიზნესები.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $175.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.

Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

პარასკევს Deckers Outdoor-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

შემდეგი

რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?

რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved