• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ეკონომიკა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

ნოემბერი 15, 2024
in ეკონომიკა
რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?
გაზიარება

„ახალი ეკონომიკა“ არის ტერმინი, რომელიც ახალი, მაღალი ზრდის მქონე ინდუსტრიების აღსაწერად გამოიყენება. ასეთი ინდუსტრიები ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს და ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიულობის მამოძრავებელ ძალად არის მიჩნეული. ეს ტერმინი პირველად გამოჩნდა 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც მაღალტექნოლოგიური საშუალებები, განსაკუთრებით ინტერნეტი და კომპიუტერები, სამომხმარებლო და ბიზნეს ბაზრებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. „ახალი ეკონომიკა“ განიხილებოდა, როგორც წარმოებასა და საქონელზე დაფუძნებული ეკონომიკიდან გადასვლა ახალ გარემოზე, რომელშიც ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად ტექნოლოგია გამოიყენება იმ ტემპით, რომელსაც ტრადიციული საწარმოო ეკონომიკა ვერ აღწევს.

ახალი ეკონომიკის გააზრება

„ახალი ეკონომიკის“ ჩამოყალიბება 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ტექნოლოგიური ბუშტის1 გარშემო არსებული ისტერიის ნაწილი იყო. ახალმა ეკონომიკამ სხვადასხვა სახელწოდებები მიიღო: ცოდნის ეკონომიკა, მონაცემთა ეკონომიკა, ელექტრონული კომერციის ეკონომიკა და ა. შ. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების ქმედებებმა ტექნოლოგიური სექტორის აქციების ფასების უპრეცედენტო სიმაღლეებამდე ზრდა გამოიწვია, მათ მიერ ამ ინდუსტრიის კომპანიების ბიზნეს საფუძვლების სრულად გათვალისწინების გარეშე. ტექნოლოგიური სექტორის ირგვლივ არსებულმა აღფრთოვანებამ უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე — სარგებელი. ზეწოლის ხარისხმა, რომლითაც ამ ფირმებს ბიზნეს სამყარო აიძულებდა, შემდეგი Microsoft გამხდარიყო, სავარაუდოდ, მრავალი პოტენციურად კარგი ბიზნეს იდეა გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ტექნოლოგიური ბუშტი გასკდა, ბევრი „გადარჩენილი“ კომპანია, როგორიცაა Alphabet (ყოფილი Google), Amazon და Meta (ყოფილი Facebook) ინოვაციურობას ინარჩუნებს და ტექნოლოგიური სამყაროს წინა პლანზეა წამოწეული. დღესდღეობით ტერმინი „ახალი ეკონომიკა“ ხშირად გამოიყენება ტექნოლოგიური სექტორის სხვადასხვა ასპექტების აღსაწერად, ინტერნეტის არსებობისა და ფუნქციონალურობის მიღმა. 90-იანი წლების ტექნოლოგიური ბუმის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ტექნოლოგიების მრავალი ახალი და საინტერესო ქვესექტორის ზრდა. მათ შორისაა სტრიმინგის ეკონომიკა, ქლაუდ გამოთვლები, ხელოვნური ინტელექტი და ა. შ. 2020 წლის მონაცემებით, ტექნოლოგიებში ჩართულმა კომპანიებმა, განსაკუთრებით Alphabet-მა, Amazon-მა, Meta-მ, Microsoft-მა და Apple-მა, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, მსოფლიოს კომპანიების უმეტესობას გაუსწრო.

New Economy

ვცხოვრობთ თუ არა ახლა ახალ ეკონომიკაში?

ტექნოლოგიური ბუშტის გახეთქვის შემდეგ აქტუალურია კითხვა, ვცხოვრობთ თუ არა ახალ ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ტრადიციული წარმოების ეკონომიკა სულ უფრო ავტომატიზებული ხდება ინოვაციების გამოყენებით, რომლებიც ტექნოლოგიური სექტორიდან მოდის. ჩვენ კვლავ ვყიდულობთ და ვყიდით პროდუქტებს, მაგრამ სერვისის ეკონომიკა, რომელსაც ხელი ტექნოლოგიებმა შეუწყო, გლობალური ეკონომიკის მუდმივად მზარდი ნაწილი ხდება.

ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ ეკონომიკაში, რომელიც ხარისხობრივად განსხვავდება 1980-იანი წლებისგან. ნაკლები ადამიანია დასაქმებული პირდაპირ წარმოებაში და ბევრ ჩვენგანს ტექნოლოგიებით ჩანაცვლების საშიშროება აწუხებს. ახლა, როდესაც „ახალი ეკონომიკა“ აქ არის, ბევრ ადამიანს ეჭვები იპყრობს იმის შესახებთ, თუ რამდენად არის ეს ის, რაც მათ სურდათ.

„ახალი ეკონომიკა“ და კაპიტალიზმის რესტრუქტურიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ „ახალი ეკონომიკა“ განვითარდა, როგორც საინვესტიციო ტერმინი ადრეული ინტერნეტ კომპანიების მიერ სამყაროს შეცვლის დაპირების ირგვლივ, ეს სიტყვათა შეთანხმება ასევე ასოცირდება გლობალური ეკონომიკური სისტემის გარდაქმნასთან. ამ ტერმინის გლობალური კაპიტალიზმის ტოტალური გარდაქმნის თვალსაზრისით გაგების მოთხოვნა წამოაყენეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას მიიჩნევენ აუცილებელ ნაბიჯად სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. ამ კონტექსტში, „ახალი ეკონომიკა“ ნაკლებად არის ფოკუსირებული მმართველი გუნდების საშუალებით აქციონერებისთვის მოგების მოტანაზე და უფრო მეტ აქცენტს აკეთებს კარგ კორპორატიულ მოქალაქეობაზე, საზოგადოების პოზიტიურ ზემოქმედებაზე და აქტივთა საკუთრების სხვაგვარად განაწილებაზე.

კაპიტალიზმის სრული რესტრუქტურიზაცია საკმაოდ რთულია დამკვიდრებული ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ზოგიერთმა ინვესტორმა იპოვა გზები, რომ სისტემის ფარგლებში ამას ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი) ინვესტირებით მიაღწიოს. ეს მიდგომა აჯილდოებს კომპანიებს, რომლებიც მოქმედებს სოციალურად და ეკოლოგიურად უფრო სასარგებლო მიმართულებებით მაშინაც კი, თუ ამით მეტი მოგების გამომუშავების შესაძლებლობას იზღუდავს.

მიუხედავად იმისა, რომ „ახალი ეკონომიკა“, ტექნოლოგიური გაგებით, საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, ეს მოვლენა, სოციალური, გარემოსდაცვითი და მდგრადობის მიზნების გათვალისწინებით კაპიტალისტური სისტემის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით, ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდა. ამ წინაღობამ შეანელა პროგრესი და წაახალისა უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მთელი ეკონომიკური სისტემის შეცვლა მოითხოვონ.

 
[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

შემდეგი

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

მსგავსი სტატიები

რა არის ეკონომიკური შოკი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური შოკი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკა

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ეკონომიკური ციკლი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური ციკლი?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

by Giorgi
ოქტომბერი 23, 2024
რა არის უმუშევრობის განაცხადი?
ეკონომიკა

რა არის უმუშევრობის განაცხადი?

by Giorgi
აგვისტო 9, 2024
მეტი
შემდეგი
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved