• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა

ნოემბერი 6, 2023
in სიახლეები
უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა
გაზიარება

შაბათს ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. შედეგებში გამოვლინდა, რომ კომპანიის წმინდა ზარალმა $12.77 მილიარდი შეადგინა, მაგრამ საოპერაციო შემოსავალი წლიდან წლამდე 40.64%-ით — $10.76 მილიარდამდე გაიზარდა.

ბაფეტს აქციონერებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზარალი გამოწვეული იყო მესამე კვარტალში არარეალიზებული მოგების ცვლილებით, რომელიც Berkshire Hathaway-ს კაპიტალის საინვესტიციო ჰოლდინგებში არსებობდა.

დღეს შემოგთავაზებთ ოთხ სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებელს კომპანიის კვარტალური ანგარიშიდან.

ნაღდი ფული გაიზარდა

Berkshire-მა განაგრძო ფულადი სახსრების უზარმაზარი მარაგის გაფართოება რეკორდულ $157.2 მილიარდამდე. მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $147.4 მილიარდი შეადგინა.

კომპანიის ნაღდი ფული უმეტესად ინვესტირებულია აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, რომელთა სარგებელიც ახლახან 5%-მდე გაიზარდა. გასულ წელს Berkshire-მა 36%-ით გაზარდა სახაზინო ობლიგაციებში ჩადებული ინვესტიციები, რომლებმაც მესამე კვარტალში $126 მილიარდს მიაღწია.

სავარაუდოდ, Berkshire-ის მენეჯმენტი ცდილობს, გამოიყენოს სარგებელი, რომელიც სამომხმარებლო ინფლაციას 1 პროცენტულ პუნქტზე მეტით აღემატება, რადგან მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირება უფრო მიმზიდველი გახადა.

აქციების გამოსყიდვა შენელებას განაგრძობს

მესამე კვარტალში აქციების გამოსყიდვა შემცირდა და $1.1 მილიარდი შეადგინა (მეორე მეოთხედში — $1.4 მილიარდი).

ბაფეტმა აქციების გამოსყიდვის პრაქტიკა 2022 წლის ყოველწლიურ წერილში დაიცვა: „როდესაც გეუბნებიან, რომ აქციების ყოველი გამოსყიდვა საზიანოა აქციონერებისთვის ან ქვეყნისთვის, ან განსაკუთრებით სასარგებლოა აღმასრულებელი დირექტორებისთვის, თქვენ უსმენთ ეკონომიკურ გაუნათლებელს ან მჭევრმეტყველ დემაგოგს“.

მესამე კვარტალში Berkshire Hathaway-მ მთლიანობაში 145,574-ზე მეტი A და B კლასის აქცია გამოისყიდა.

აქციების პორტფელმა დარტყმა მიიღო

გასულ კვარტალში კომპანიის პორტფელში Apple-ის აქციები გამოირჩეოდა ყველაზე დიდი — 12%-იანი ვარდნით, რაც ჩინეთის მთავრობის მიერ კომპანიის მთავარი პროდუქტის — iPhone-ის აკრძალვით იყო გამოწვეული. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Wall Street Journal-ის (WSJ) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, ცენტრალურ სამთავრობო უწყებებში მომუშავე ოფიციალურმა პირებმა არ უნდა გამოიყენონ iPhone-ები (ან სხვა უცხოური ბრენდის მოწყობილობები) სამუშაოდ და ისინი ოფისშიც კი არ უნდა მიიტანონ. შემდეგ კი Bloomberg-მა განაცხადა, რომ ეს აკრძალვები გავრცელდა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ფირმებზეც, მათ შორის ენერგეტიკულ გიგანტზე — PetroChina-ზე, რომელიც მილიონობით თანამშრომელს აერთიანებს და ჩინეთის ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ბაფეტის წილი Apple-ში Berkshire-ის პორტფელის დაახლოებით 50%-ს უტოლდება, ხოლო ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასის 12%-იანი ვარდნა $20 მილიარდს შეადგენს. მეორე კვარტალში კი Apple-ში Berkshire-ის ინვესტიციების ღირებულება, აქციების ფასის ზრდის წყალობით, $26.6 მილიარდით გაიზარდა.

Apple-ის გარდა დაზარალდა Berkshire-ის სხვა მსხვილი ჰოლდინგებიც, როგორებიც არის Bank of America და Coca-Cola.

ამასთან, უორენ ბაფეტი დაინტერესდა აშშ-ში სახლების მშენებლობების ფირმებით და მან D.R. Horton Inc.-ის 6 მილიონი აქცია შეიძინა, რისთვისაც $726 მილიონზე მეტი გადაიხადა. ერთი კვირის წინ კი ინვესტორმა Occidental Petroleum-ის მეტი აქცია იყიდა, რაც ნიშნავს რომ Berkshire ახლა ნავთობკომპანიის 25%-ზე მეტს ფლობს.

სხვა შესამჩნევი ცვლილებები, რომლებიც აგვისტოში SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) შეტანილ დოკუმენტში გამოვლინდა იყო General Motors Co.-ს წილის თითქმის 50%-იანი შემცირება და სადაზღვევო ფირმის — Globe Life Inc.-ის 4 მილიონი აქციის გაყიდვა, რამაც კომპანიის წილი ამ კომპანიაში დაახლოებით $700 მილიონიდან $275 მილიონამდე შეამცირა.

იაპონური ინვესტიციები

გასულ კვირაში ბაფეტის დიდი ხნის საინვესტიციო პარტნიორმა — ჩარლი მანგერმა Berkshire-ის „იაპონური ფსონები“ შეაქო.

აპრილში Berkshire Hathaway-მ წილები იაპონურ კომპანიებში — Itochu, Marubeni, Mitsubishi Corporation, Mitsui & Co. და Sumitomo — დაახლოებით 7.4%-მდე გაზარდა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც კომპანიამ ყველაზე დიდი ფსონი გააკეთა აშშ-ის ფარგლებს გარეთ. Berkshire-ის მენეჯმენტმა ისარგებლა მომენტით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები დაბალი იყო, რათა მიეღო აქტივები უზარმაზარი ფულადი ნაკადებით და დაბალი რისკით.

„თუ ისეთი ჭკვიანი ხარ, როგორც — უორენ ბაფეტი, შეიძლება საუკუნეში ორჯერ ან სამჯერ თავში ასეთი იდეა მოგივიდეს“ — განაცხადა მანგერმა.

ბოლო კვარტალში აქციების წარმადობა შემცირდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან  — Itochu-ს, Marubeni-სა და Mitsubishi Corporation-ის აქციების ფასი, შესაბამისად, დაახლოებით 51%-ით, 37%-ით და 62%-ით გაუმჯობესდა.


Berkshire Hathaway-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $533,815.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $611,000.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $622,000.00-ს, ხოლო მინიმალური — $600,000.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Berkshire Hathaway-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

როგორ გაზარდა DoorDash-მა მესამე კვარტალში შემოსავალი და აქციების ფასი?

შემდეგი

ამ საკითხების გააზრება ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ამ საკითხების გააზრება ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ამ საკითხების გააზრება ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved