• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

აგვისტო 5, 2024
in სიახლეები
უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

შაბათს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის ნაღდი ფულის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია იმის ფონზე, რომ Berkshire-მა კიდევ უფრო მეტად შეამცირა თავისი წილი Apple-ში (AAPL). გარდა ამისა, უორენ ბაფეტის კომპანიის საოპერაციო მოგება გაიზარდა, რადგან სადაზღვევო ანდერრაიტინგის1 ბიზნესი გაუმჯობესდა.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Berkshire Hathaway-ის შემოსავალმა $93.65 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $91.09 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $5.38 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.36-ს.

Berkshire-ის ნაღდი ფული რეკორდულად გაიზარდა

გასულ კვარტალში Berkshire-ის ნაღდი ფული და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ჰოლდინგები რეკორდულ ნიშნულამდე — $276.9 მილიარდამდე გაიზარდა. აქედან $234.6 მილიარდი სახაზინო ობლიგაციებშია დაბანდებული. შედარებისთვის, პირველ კვარტალში კომპანიის ნაღდი ფულის მოცულობამ $189 მილიარდი შეადგინა.

ბაფეტი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების დიდი ხნის გულშემატკივარია და მაისში, Berkshire-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, ინვესტორმა მათ „ყველაზე უსაფრთხო ინვესტიცია“ უწოდა. თუმცა Berkshire-ის ფულადი სახსრების მზარდმა მოცულობამ გააჩინა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კომპანიამ ეს ფული დააბანდოს ან კიდევ უფრო გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ სახაზინო ობლიგაციების სარგებელი ამჟამად 5%-ს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფირმას შეეძლო პორტფელის გაფართოებაზე ფოკუსირება, ბაფეტმა ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი აკმაყოფილებს Berkshire-ის კრიტერიუმებს, ხოლო სხვაგან „კანდიდატები ძირითადად არ არსებობს“.

Berkshire Hathaway-ის ნაღდი ფულის ზრდა განაპირობა იმან, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ $75.5 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდა. $345 მილიონი კი Berkshire-მა საკუთარი აქციების გამოსასყიდად გამოიყენა.

Berkshire თავის წილს Apple-ში კიდევ უფრო ამცირებს

2024 წლის პირველ კვარტალში Berkshire-მა Apple-ში თავისი წილი დაახლოებით 13%-ით შეამცირა. გასული მეოთხედის ბოლოს კი კომპანიის წილი ტექნოლოგიურ გიგანტში $84.2 მილიარდად იყო შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ Berkshire-მა დაახლოებით 390 მილიონი აქცია, ანუ თავისი წილის თითქმის ნახევარი გაყიდა.

Berkshire-მა ასევე შეამცირა თავისი წილი Bank of America-ში (BAC). მართალია, ეს შაბათს წარდგენილ კვარტალურ ანგარიშში არ იყო ასახული, მაგრამ, ბოლო დროს გამოქვეყნებული დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ უორენ ბაფეტის კომპანიამ ივლისში განაგრძო ბანკში წილის შემცირება.

აქციების გაყიდვების მიუხედავად, Berkshire ინარჩუნებს მნიშვნელოვან წილებს Apple-სა და Bank of America-ში — ეს ორი კომპანია კვლავ წარმოადგენს მის ტოპ ჰოლდინგებს. თუმცა ბოლო კვარტლების განმავლობაში Berkshire-ის მიერ წილების გაყიდვებმა გააჩინა ვარაუდები, რომ, შესაძლოა, ბაფეტი შეშფოთებულია ბაზრის გადახურებით ან ფოკუსირებულია მემკვიდრეებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვაზე.

ჯერ კიდევ მაისში, ბაფეტმა თქვა, რომ ადრე Apple-ის აქციების გაყიდვების მიზეზი Berkshire-ის მიერ პორტფელში ნაღდი ფულის პოზიციის ზრდა იყო. მისი თქმით, „ძალიან სავარაუდოა“, რომ 2024 წლის ბოლოსთვის Apple კვლავ Berkshire-ის უმსხვილესი ჰოლდინგი იქნება.

საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა

Berkshire-ის საოპერაციო შემოსავალმა, რომელიც ბაფეტის თქმით, კომპანიის ბიზნესის სიჯანსაღის შესახებ უკეთეს სურათს ხატავს, ვიდრე წმინდა შემოსავალი, $11.6 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, ამ მაჩვენებელმა გასული წლის იმავე კვარტალში $10 მილიარდი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში — $11.2 მილიარდი.

Berkshire-ის საოპერაციო შემოსავლის თითქმის ნახევარზე პასუხისმგებელი იყო კომპანიის ინვესტიციები სადაზღვევო ბიზნესში, რადგან ზარალის ხარჯები და კატასტროფებით გამოწვეული პრეტენზიები შემცირდა.

წლის დასაწყისიდან Berkshire Hathaway-ის B კლასის აქციების ფასი 18%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული და მისი წარმადობა სჯობნის S&P 500-ს, რომელიც დროის იმავე მონაკვეთში დაახლოებით 13%-ით გაიზარდა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Berkshire Hathaway-ის აქციებს?

Berkshire Hathaway-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $428.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $469.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $490.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Berkshire Hathaway-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Berkshire Hathaway-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] ანდერრაიტინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ფიზიკური პირი ან დაწესებულება, საფასურის სანაცვლოდ, ფინანსურ რისკს საკუთარ თავზე იღებს.

წინა

რა ხდებოდა 2 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა გრძელდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა გრძელდება

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა გრძელდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved