• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტმა Bank of America-ს 5.8 მილიონი აქცია გაყიდა

სექტემბერი 12, 2024
in სიახლეები
უორენ ბაფეტმა Bank of America-ს 5.8 მილიონი აქცია გაყიდა
გაზიარება

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway (BRK.A) (BRK.B) კვლავ შეამცირა თავისი წილი Bank of America-ში.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) სამშაბათს შეტანილი დოკუმენტის მიხედვით, უორენ ბაფეტის კომპანიამ მთლიანობაში Bank of America-ს დაახლოებით 5.8 მილიონი აქცია (ღირებულება დაახლოებით $228.7 მილიონი) გაყიდა პარასკევს, ორშაბათს და სამშაბათს. საშუალო გასაყიდი ფასი თითო აქციაზე $39.5 იყო.

ბოლო ტრანზაქციის შემდეგ, Berkshire Bank of America-ს 858.2 მილიონ აქციას ფლობს, რაც უორენ ბაფეტის კომპანიის საინვესტიციო პორტფელის 11%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან Berkshire-მა BofA-ს $7 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტლის ბოლოს, Berkshire-მა თითქმის გაანახევრა თავისი წილი Apple-ში — 400,000 აქციამდე, რომლის ღირებულებაც, კომპანიის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით $84.2 მილიარდს შეადგენს. პირველ მეოთხედში ბაფეტმა თავისი წილი ტექნოლოგიურ კომპანიაში 13%-ით შეამცირა.

ამასთან, Berkshire-მა გაყიდა Chevron Corp.-ის (CVX) თითქმის 4.3 მილიონი აქცია. მიუხედავად ამისა, ნავთობკომპანიის წონა Berkshire-ის პორტფელში 30 ივნისის მდგომარეობით 6.6%-მდე გაიზარდა, პირველი კვარტლის ბოლოს დაფიქსირებულ 5.8%-თან შედარებით.

გარდა ამისა, უორენ ბაფეტის კომპანიამ Capital One-ის (COF) 2.6 მილიონი, Floor & Decor-ის (FND) — 800,000-ზე მეტი და T-Mobile-ის (TMUS) დაახლოებით 570,000 აქცია გაყიდა.

რას ამბობს BofA-ს აღმასრულებელი დირექტორი ამ საკითხთან დაკავშირებით?

როდესაც უორენ ბაფეტის გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს, Bank of America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან მოინიჰანმა Barclays-ის Global Financial Services კონფერენციაზე თქვა: „ის შესანიშნავი აქციონერია“.

„არ ვიცი კონკრეტულად რატომ ყიდის ის აქციებს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამის შესახებ ვერ და არ ვკითხავთ. თუმცა, მეორე მხრივ, ამ აქციებს ბაზარი ითვისებს და ჩვენც გამოვისყიდით. ასე გაგრძელდება ცხოვრება“ — დასძინა მოინიჰანმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Bank of America-ს აქციებს?

Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა

შემდეგი

Amazon, მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად, დიდ ბრიტანეთში $10.5 მილიარდს დააბანდებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Amazon, მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად, დიდ ბრიტანეთში $10.5 მილიარდს დააბანდებს

Amazon, მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად, დიდ ბრიტანეთში $10.5 მილიარდს დააბანდებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved