• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გსურთ თქვენი ფული გააორმაგოთ? იყიდეთ ეს აქციები და დაელოდეთ

მარტი 9, 2022
in სიახლეები
გსურთ თქვენი ფული გააორმაგოთ? იყიდეთ ეს აქციები და დაელოდეთ
გაზიარება

გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა ერთი რამ კარგად იციან: აქციების მასიური ფასდაკლებით გაყიდვები შეიძლება მოცემილი მომენტისთვის შემაშფოთებელი იყოს, მაგრამ ბაზრის ეს მდგომარეობა ცხოვრების შემცვლელი სიმდიდრის დასაგროვებლად საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის.

ამ სტატიაში განხილულია ორი მზარდი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT) (დაწესებულება, რომლის სპეციალიზაციას უძრავ ქონებაში ინვესტირება წარმოადგენს), რომლებიც, საკმარისი დროის დათმობის შემთხვევაში, თქვენს საწყის ინვესტიციას გააორმაგებს.

Data Center
  1. American Tower

$107 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციით American Tower არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი REIT. კომპანია იჯარით გასცემს 220 000-ზე მეტ საკომუნიკაციო ადგილს აშშ-სა და 24 სხვა ქვეყნის მოიჯარეებზე, როგორებიც არის T-Mobile და Verizon Communications, რომლებიც მომხმარებლებისთვის ფიჭური სერვისის უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

იქიდან გამომდინარე, რომ American Tower ძლიერ დაზარალებულ ტექნოლოგიურ სექტორთან სუსტად არის დაკავშირებული, მისი აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 17%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, არსებობს გრძელვადიანი პერსპექტივები, რომლის სამუდამოდ იგნორირებასაც ბაზარი ვერ შეძლებს.

შეფასებულია, რომ მსოფლიოში სმარტფონის 6.6 მილიარდი მომხმარებელია. ეს გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 84%-ს ეხება. რადგან მომდევნო წლებში გლობალური ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდება, სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი სტაბილურად გაიზრდება.

გარდა ამისა, 2021 წელს მობილური ინტერნეტის საშუალო თვიური მოხმარება ერთ მომხმარებელზე 10 გიგაბაიტი იყო და მოსალოდნელია, რომ 2036 წლისთვის სამჯერ გაიზრდება და 35 გიგაბაიტს მიაღწევს.

იმის გამო, რომ სმარტფონის მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული მონაცემების მოცულობა იზრდება, American Towers-ის არენდიდან მიღებული შემოსავალმაც, შესაძლოა, ზრდა განაგრძოს.

ამიტომ, მიზანშეწონილია იმის მოლოდინი, რომ American Towers-ის კორექტირებული შემოსავალი სატრასტო ოპერაციებიდან (AFFO) თითო აქციაზე წლიური 13.7%-იანი ტემპით გააგრძელებს.

ინვესტორებს შეუძლიათ American Towers-ის 2.4%-იანი დივივიდენდური სარგებელი ასეთი ზრდის პოტენციალისთის სავსებით გონივრულ ფასად შეუძლიათ აითვისონ. კომპანიის აქციები ბაზარზე 24,5-ის ტოლი ფასი/AFFO კოეფიციენტით (ფასი/მოგება კოეფიციენტის მსგავსი) მიმოიქცევა.

  1. Digital Realty Trust

$39 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით Digital Realty Trust არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის REIT. კომპანია 26 ქვეყნის მასშტაბით, 280-ზე მეტ მთავარ მონაცემთა ცენტრს ფლობს.

ინტერნეტის შეღწევადობის გაზრდისა და ქლაუდ გამოთვლების განვითარების წყალობით, ინდუსტრიის მომავალი ნათელია. სწორედ ამიტომ, პროგნოზირებულია, რომ მონაცემთა ცენტრების ინდუსტრია ყოველწლიურად 10.5%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის $517 მილიარდს მიაღწევს.

Digital Realty Trust-ის მაშტაბების გათვალისწინებითაც კი, ინდუსტრიის ზრდის უზარმაზარი პერსპექტივები კომპანიას საშუალებას მისცემს ძირითადი FFO (ფულადი ნაკადები მათი ოპერაციებიდან) ერთ აქციაზე, ახლო მომავალში, მაღალი ერთნიშნა პროცენტებით გაზარდოს. ეს ზომიერად ნაკლები იქნება იმ 10%-იან წლიურ ძირითად FFO (ერთ აქციაზე) ზრდის ტემპზე, რომელიც კომპანიამ 2005 წლიდან გამოიმუშავა. ალბათ, ეს არის გათვალისწინება დიდ რიცხვთა კანონისა, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის ზრდის ტემპი, მისი სიდიდის ზრდასთან ერთად ნელდება.

ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური აქციების ფასის კლებამ, რომელმაც Digital Realty Trust-ზეც იმოქმედა, მისი აქციების ფასის წლის დასაწყისიდან 21%-ით შემცირება განაპირობა. ამან მისი დივიდენდური შემოსავალი 3.6%-მდე გაზარდა. ინვესტორებს შეუძლიათ იყიდონ ამ კომპანიის აქციები, რომელთა ფასი/FFO კოეფიციენტი 20-ის ტოლია, რაც, როგორც ჩანს, აქციების დიდი ხნის შესანარჩუნებლად გონივრული ფასია.

წინა

ობლიგაციების „გარდაუვალი“ დეფოლტის გამო, Fitch-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა

შემდეგი

5 საუკეთესო აქცია, რომლის ყიდვაც ახლა შეგიძლიათ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
5 საუკეთესო აქცია, რომლის ყიდვაც ახლა შეგიძლიათ

5 საუკეთესო აქცია, რომლის ყიდვაც ახლა შეგიძლიათ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved