• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კვარტალური ანგარიშის შემდეგ Walmart-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა

ნოემბერი 17, 2023
in სიახლეები
კვარტალური ანგარიშის შემდეგ Walmart-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Walmart-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა სავაჭრო დღის განმავლობაში ამერიკული მრავალეროვნული საცალო კორპორაციის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის გაუმჯობესებული.

Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს რადგან კომპანიამ დააფიქსირა ძლიერი სარეკლამო გაყიდვები მესამე მხარის გამყიდველებზე, მიუხედავად არასაკმარისი სამომხმარებლო ხარჯებისა და სასურსათო პროდუქტების გაყიდვების შემცირებისა.

Walmart-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5.2%-ით — $160.8 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $159.3 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $453 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.53 იყო (პროგნოზი — $1.51). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი მხოლოდ $0.17 შეადგინა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს $1.35-ით ჩამორჩა.

კომპანიის შემოსავლის დიდ ნაწილზე ელექტრონული კომერცია იყო პასუხისმგებელი, რადგან ეს მიმართულება გლობალური მასშტაბით 15%-ით გაიზარდა. ამ სეგმენტში ლიდერობდა აშშ 24%-იანი ნახტომით, რაც სახლში წაღებისა და მიტანის სერვისებით იყო განპირობებული.

Walmart Stock

Walmart-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის სახელის მატარებელი ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიდან წლამდე 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო Sam’s Club-ის მაღაზიებში მატებამ 3.8% შეადგინა, რასაც საკვებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების გაყიდვებმა შეუწყო ხელი. თუმცა გასული კვარტლის ბოლოს სუსტმა სამომხმარებლო დანახარჯებმა მსხვილი საცალო მოვაჭრეები დააზარალა და გამონაკლისი არც Walmart ყოფილა.

ფასების მიმართ მგრძნობიარე მომხმარებლებმა შეამცირეს ხარჯები დისკრეციულ პროდუქტებზე, რაც უკვე დადასტურდა Walmart-ის კონკურენტების სუსტი გაყიდვებით, როგორიც არის Target. ამ კომპანიამ კვარტალური ანგარიში მიმდინარე კვირის ოთხშაბათს წარადგინა. Target-ის comps 4.9%-ით დაეცა. მთლიანი შემოსავალი კი წლიდან წლამდე 4.2%-ით — $25.4 მილიარდამდე შემცირდა, რაც ოდნავ უსწრებდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.29 მილიარდს.

ამ წინაღობების გათვალისწინებით, Walmart-ის მენეჯმენტმა მომავლის პერსპექტივების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინა. კომპანიაში მთელი ფისკალური წლისთვის წმინდა გაყიდვების პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გაზარდეს. გარდა ამისა, მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ EPS $6.48-ს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $6.40), რაც ანალიტიკოსების მოლოდინზე დაბალია.

Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $181.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $163.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Viber-ში Investhub-ის სტიკერები გამოჩნდა!

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Viber-ში Investhub-ის სტიკერები გამოჩნდა!

Viber-ში Investhub-ის სტიკერები გამოჩნდა!

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved