• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

35 წლის განმავლობაში Walmart-ის აქციებმა ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა

მაისი 20, 2022
in სიახლეები
35 წლის განმავლობაში Walmart-ის აქციებმა ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა
გაზიარება

პარასკევს, 1987 წლის 16 ოქტომბერს – ბოლო სავაჭრო დღეს „შავ ორშაბათამდე“ (შავი ორშაბათი არის მსოფლიო საფონდო ბირჟის დამანგრეველი კრახი, რომელიც 1987 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. ეს მოვლენა წარმოადგენს Dow Jones Industrial Average-ის ყველაზე დიდ ერთდღიან ვარდნას, ამ დღეს ინდექსი 508 პუნქტით, ანუ 22.6%-ით დაეცა. სხვა მსხვილ საფონდო ბირჟებზეც ანალოგიურად დიდი კლება დაფიქსირდა) სუპერმაღაზიების ქსელის – Walmart-ის აქციების ფასმა ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნა (11.7%) განიცადა.

ეს კვირაც საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა. სამშაბათს [17 მაისი], წარდგენილი პირველი კვარტლის ანგარიშის შემდეგ, ვოლმარტის აქციების ფასი 11.4%-ით დაეცა. ერთი შეხედვით, როგორც ჩანს ეს ყველაზე ჩვეულებრივი მიზეზის გამო მოხდა – კომპანიამ პროგნოზები ვერ გაამართლა.

მოსალოდნელი იყო, რომ მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.48 იქნებოდა, თუმცა რეალური შედეგი $1.30 გამოვიდა. Walmart-მა გაყიდვების თვალსაზრისით ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა, კომპანიამ $141.6 მილიარდის მოცულობის შემოსავალი დააფიქსირა, რაც პროგნოზს – $138.9 მილიარდი – უსწრებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ინვესტორებს ეს არ აინტერესებთ. ნუთუ ბაზრის შემქმნელები ირაციონალურად მოქმედებენ მხოლოდ ერთი სუსტი კვარტლის გამო? გამოდის, რომ ეს კვარტალი განსაკუთრებით სუსტი იყო.

Walmart-ის მოგება და ნაღდი ფული მკვეთრად მცირდება

Walmart-ის თითო განზავებულ აქციაზე (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება) GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი მოგება 24%-ით შემცირდა.

ეს ცოტა ჩახლართულია, მაგრამ შედეგი ასეთია: ფისკალური 2022 წლის პირველ კვარტალში Walmart-მა GAAP-ის მიხედვით, თითო აქციაზე $0.97-ის ტოლი მოგება გამოიმუშავა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი $0.74-მდე შემცირდა. კომპანიის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 25-ს შეადგენს, რაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ ძვირია. Walmart პროგნოზირებს, რომ შემოსავალი წელს კიდევ 1%-ით შემცირდება და ამ შემთხვევაში P/E თანაფარდობა კიდევ უფრო ძვირად გამოიყურება.

ყველაფერი აქ არ სრულდება. აღმოჩნდა, რომ მოგება ვოლმარტის ყველაზე მცირე პრობლემა არ არის. კომპანიას ბოლო კვარტალში ოპერაციებიდან ფულადი სახსრები არ გამოუმუშავებია, სამაგიეროდ $3.8 მილიარდი მოიხმარა. ამას თუ $3.5 მილიარდის ტოლ კაპიტალურ დანახარჯებს დავამატებთ, უარყოფით $7.3 მილიარდს მივიღებთ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მენეჯმენტმა ფულადი სახსრების ნაკლებობა ახსნა და თქვა, რომ კვარტლის განმავლობაში კომპანიამ ინვენტარის შესაძენად დიდი თანხა დახარჯა და ინფლაციის გამო ინვენტარის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა. S&P Global Market Intelligence-ის ისტორიული მონაცემების მიხედვით, 1995 წლის მესამე კვარტლის შემდეგ Walmart-ს საოპერაციო ფულადი ნაკადების თვალსაზრისით უარყოფითი მაჩვენებელი არ დაუფიქსირებია.

ვოლმარტის აღმასრულებელმა დირექტორმა – დუგ მაკმილონმა განაცხადა, რომ კომპანიას, სულ მცირე, ძლიერი შემოსავალი მაინც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს კონტექსტში თუ განვიხილავთ, გასაკვირი არ არის, რომ ვოლმარტის პროგნოზმა წელს გაყიდვების 4%-ის შესახებ ინვესტორები არ გაახარა.

წინა

კვლავ იმეორებენ ინვესტორები 2020 წლის შეცდომებს?

შემდეგი

საერთაშორისო აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

მსგავსი სტატიები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
საქართველოს ბანკის მობილბანკში ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ
სიახლეები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2023
მეტი
შემდეგი
საერთაშორისო აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

საერთაშორისო აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • სასარგებლო ჩვევები ფინანსური წარმატების მისაღწევად
  • რას ნიშნავს ლეგალური მონოპოლია?
  • რა არის დირექტორთა საბჭო?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved