• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა გრძელდება

აგვისტო 5, 2024
in სიახლეები
აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა გრძელდება
გაზიარება

პარასკევს ამერიკული კომპანიების აქციების ფასები შემცირდა და ამით „დაგვირგვინდა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე არასტაბილური მონაკვეთი. თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს S&P 500 1.8%-ით შემცირდა და უკვე ზედიზედ მესამე კვირაა, რაც ინდექსი შემცირებულ ნიშნულზე იხურება. S&P 500-ისთვის ეს წაგების ყველაზე გრძელი სერიაა აპრილის შემდეგ.

პარასკევს Cboe-ს1 არასტაბილურობის საზომმა ინდექსმა — VIX-მა წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ივლისში აშშ-ში უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა.

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქციებმა ისეთივე ძლიერი რყევები განიცადა, როგორც ბოლო დროს. გასული 10 სავაჭრო დღის განმავლობაში დაფიქსირდა ექვსი სესია, რომლის განმავლობაშიც S&P 500 გაიზარდა ან დაეცა 1%-ზე მეტით. ეს ყველაზე მაღალ არასტაბილურობაზე მიუთითებს ნოემბრის შემდეგ.

სხვა საზომით, აქციები ახლა უფრო დრამატულად მოძრაობს, ვიდრე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბოლო 10 დღის მანძილზე, საშუალო დღიურმა მოძრაობამ 1.02% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის მარტის შემდეგ.

რატომ გაიზარდა ბაზარზე არასტაბილურობა?

ამ არასტაბილურობაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე გასულ თვეში გამოქვეყნებული ინფლაციის „რბილი“ ანგარიშებია. 6 ივნისიდან 9 ივლისამდე (ორი დღით ადრე, სანამ ინფლაციის მონაცემები უოლ სტრიტს გააოცებდა) არც ერთ დღეს არ დაუფიქსირებია S&P 500-ს 1%-ზე მაღალი აღმასვლა ან დაღმასვლა.

კვარტალურმა ანგარიშებმა, განსაკუთრებით ტექნოლოგიური გიგანტების მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, ცვალებადობა გაამძაფრა. გასულ კვირაში, როდესაც მსოფლიოს ოთხმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ კვარტალური შედეგები წარადგინა, დაფიქსირდა სამი დღე, როდესაც S&P 500 გაიზარდა ან დაეცა 1%-ზე მეტით.

ცვალებადობამ განსაკუთრებით იმოქმედა მზარდ mega-cap აქციებზე, რადგან ინვესტორები უფრო მომთხოვნები გახდნენ ბაზრის ფავორიტი კომპანიების მიმართ, როგორებიც არიან, მაგალითად „Magnificent Seven“2. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ჯგუფში გაერთიანებული კომპანიების უმეტესობა მუდმივად აფიქსირებდა შემოსავლების ორნიშნა პროცენტულ ზრდას, რადგან ხარჯების შემცირება, რომელიც ძირითადად მიიღწეოდა თანამშრომლების გათავისუფლებისა და რესტრუქტურიზაციის გზით, მათ მოგებებს აძლიერებდა.

ახლა, ინვესტორები კვლავ შეშფოთებულნი არიან ხარჯებით, მაგრამ მათი ფოკუსი შეიცვალა. 2022 წელს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თანამშრომლების აყვანა დაიწყეს პანდემიის შემდეგ გაჩენილი მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ეს უოლ სტრიტზე ეჭვების მიზეზად იქცა.

ამჟამინდელი პრობლემა ინფრასტრუქტურაა. ინვესტორებს აღელვებთ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების კაპიტალური ხარჯები, როგორებიც არიან Alphabet (GOOGL), Microsoft (MSFT) და Amazon (AMZN). ყველა მათგანი, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სწრაფი ტემპით ყიდულობს ნახევარგამტარებს, უძრავ ქონებასა და მონაცემთა ცენტრების აპარატურას.

კომპანიების მმართველი გუნდები აქტიურად იცავენ თავიანთ ინვესტიციებს და აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩამორჩენა გაცილებით დიდი რისკია, ვიდრე — ზედმეტი ხარჯვა. გასულ ოთხშაბათს Meta-ს (META) მოსალოდნელზე ძლიერმა შედეგებმა შიშები გარკვეულწილად შეამსუბუქა, თუმცა ხუთშაბათს Amazon-ის სუსტმა ანგარიშმა განაახლა დებატები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მაღალი ხარჯების შესახებ.

ეკონომიკა

ამავდროულად, ინვესტორებს სულ უფრო მეტად აწუხებთ ეკონომიკის მდგომარეობა. გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ეკონომიკა არსებული ტრაექტორიით გააგრძელებს მოძრაობას, სექტემბერში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება. თუმცა შრომის  ბაზრის შედარებით მკვეთრი შენელება ზოგიერთ ინვესტორში აღძრავს ეჭვს, რომ, შესაძლოა, უკვე გვიან იყოს.

პარასკევს გამოქვეყნებულმა შრომის ბაზრის ანგარიშმა გამოიწვია Sahm-ის წესი3, რეცესიის მაჩვენებელი, რომელიც ეფუძნება იმას, თუ რამდენად სწრაფად იზრდება უმუშევრობის დონე.

პაუელმა, ამ წესის შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უამრავი სხვა ინდიკატორი მიუთითებდა რეცესიაზე, რომელიც არ დამდგარა.

„ვფიქრობთ, რომ თვალს ვადევნებთ ნორმალიზებად შრომის ბაზარს“ — თქვა მან და მიუთითა ხელფასების ძლიერ, მაგრამ შენელებულ ზრდაზე და ნაკლებ ვაკანსიებზე, როგორც შრომის ბაზრის ხელახალი დაბალანსების მტკიცებულებაზე.

ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ Fed პროცესებს ყურადღებით აკვირდება და, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი რეაგირებისთვის კარგად არის პოზიციონირებული.

სტატიაში ნახსენები კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] წამყვანი საბირჟო ქსელი გლობალური დერივატივების, სავალუტო, ციფრული აქტივებისა და ფასიანი ქაღალდების სავაჭრო გადაწყვეტებისთვის.

[2] „შესანიშნავი შვიდეული“ მოიცავს შემდეგ კომპანიებს — Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).

[3] წესი ასეთია: თუ უმუშევრობის დონის სამთვიანი მცოცავი საშუალო მაჩვენებელი ნახევარი პროცენტული პუნქტით იზრდება წინა 12 თვის ყველაზე დაბალი წერტილიდან, მაშინ ეკონომიკა ვარდნაშია.

წინა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

Nvidia-მ სავაჭრო დღე მკვეთრი ვარდნით დაიწყო

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nvidia-ს რამდენიმე მთავარმა ინსაიდერმა კომპანიის აქციები გაყიდა

Nvidia-მ სავაჭრო დღე მკვეთრი ვარდნით დაიწყო

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved