• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-ის საფონდო ბაზრის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სექტორები 2021 წელს

იანვარი 5, 2022
in სიახლეები
აშშ-ის საფონდო ბაზრის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სექტორები 2021 წელს
გაზიარება

2021 წელი რომ შევაჯამოთ, ის საკმაოდ დატვირთული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეედრება 2020 წლის პანდემიურ მდგომარეობას, ის მაინც სავსე იყო ისეთი მოვლენებით, როგორებიცაა:

  • დიდი ხნის ლოდინის მერე COVID-19-ის ვაქცინების გავრცელება
  • მიწოდების პრობლემები და ნახევარგამტარების დეფიციტი
  • ეკონომიკის სტიმულიზაციაზე დახარჯული რეკორდული თანხები და მთავრობების მიერ ვალის დაგროვება მთელ მსოფლიოში
  • Delta და Omicron შტამები
  • დიდი პოლიტიკური არეულობები
  • ინფლაციების მზარდი მტკიცებულებები

გადავხედოთ, რომელი სექტორები იყვნენ გასულ წელს მოწინავე პოზიციაზე და ვინ ვერ გაუძლო ცვლილებებს.

დავიწყოთ გამარჯვებულებით

1. დიდი ტექკომპანიები

გასაკვირი არ არის ამ სახელის აღნიშნულ სიაში ხილვა, რადგან 2021 წელს, Alphabet გაიზარდა 65%-ით და მიაღწია $2 ტრილიონ დოლარს. Microsoft-მა წელი დაასრულა 51%-ით, Apple-მა 34%-ით და Meta Platforms-მაც კი ორნიშნა მოგება გამოაქვეყნა. მხოლოდ ამაზონს ჰქონდა ერთნიშნა მოგება ამ კომპანიებიდან.

2. ნახევარგამტარები

მათ, ვინც ნახევარგამტარებს აწარმოებენ, ყველაზე მეტად ისარგებლეს მათი დეფიციტით. მაგალითად, Nvidia-ამ გააორმაგა აქციები, 125%-იანი ზრდით. სხვა ნახევაგამტარული აღჭურვილობის კომპანიებმა, ASML და Applied Materials 60%-იან მოგებაზე გავიდა. 

3. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები

2020 წელმა თავისი კვალი არც ისე კარგად დაატყო ნავთობის ფასს და ზოგადად, ამ ბიზნესს, თუმცა გასული წელი ენერგეტიკის ინდუსტრიაში მყოფთათვის გაცილებით სასიამოვნო გამოდგა. WTI-ის ფასი წლის დასაწყისში $50 იყო, მაგრამ წლის ბოლოს $75-ზე ავიდა. 

4. უძრავი ქონება

ბოლო ათწლეულის მანძილზე, უძრავი ქონების სექტორს ყველაზე დიდი მოგება ჰქონდა, რომლის მაგალითიც FTSE Nareit All Equity REIT არის. მან 1976 წლის მერე საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. ასევე, აღსანიშნავია, Extra Space Storage-მა, რომელიც თვითშემნახავ ერთეულებზე ახდენს ინვესტიციებს, 96%-ით დაასრულა წელი, რაც შესანიშნავია.

5. აქტივების მენეჯმენტი

მიუხედავად COVID-19-ისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა, ეს სექტორი იმედისმომცემ შედეგებზე გავიდა. აქტივების მართვის მიმართულებით, შეგვიძლია 2 კომპანია გამოვყოთ: Blackstone და KKR, რომლებმაც აჩვენეს უპირატესობა და მოგებაც გაზარდეს 99 და 84%-ებით.

დამარცხებულები

1. ძვირფასი ლითონის მწარმოებლები

ინფლაციამ 2021 წელს მოიმატა და ძვირფასი ლითონის მწარმოებლებზეც აისახა. ოქრომაც და ვერცხლმაც უარყოფითი შედეგებით დაასრულეს წელი, რამაც მწარმოებლებზე, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა.

2. ჩინური ინტერნეტ კომერცია

პეკინის მიერ შიდა ტექსექტორზე ზემოქმედებამ, უარყოფითი გავლენა იქონია ისეთ ინტერნეტ კომერციის კომპანიებზე, როგორებიცაა: Pinduoduo, Alibaba, Baidu და JD.com. მათ სერიოზული კოლაფსი განიცადეს. აქედან Pinduoduo-მ, რომელიც სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებულ პლატფორმად გვევლინება, ყველაზე ცუდი შედეგი ნახა, 67%-ზე მეტით დაეცა.

3. მზის დანადგარების კომპანიები

მზის დანადგარების ისეთმა დიდმა კომპანიამ აშშ–ში, როგორიცაა Sunrun გასულ წელს 51%-იანი კლება დააფიქსირა საფონდო ბირჟაზე.

4. ინტერნეტის კონტენტი და ინფორმაციები

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიები ზრდას განაგრძობდა, ტექნიკური უზრუნლვეყოფის კონტენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებმა მკაცრი შედეგები იწვნიეს. ამის ერთ–ერთი მაგალითია Zillow, რომელმაც აქციები 54%-ით შეამცირა და თანამშრომლების მეოთხედი დაითხოვა.

5. კრედიტები

არც ისე კარგი წელი იყო ისეთი დიდი საკრედიტო ბარათების კომპანიებისათვის, როგორებიც Visa და Mastercard-ია. PayPal-ის აქციები კი 19%-ით დაეცა.

წყარო: www.visualcapitalist.com

წინა

4 კომპანიის აქცია, რომელიც უნდა შეიძინოთ ვირტუალური სამყაროს ინდუსტრიის აფეთქებამდე

შემდეგი

ღირს თუ არა Apple-ის აქციების ყიდვა მას შემდეგ რაც საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Apple-ის აქციები

ღირს თუ არა Apple-ის აქციების ყიდვა მას შემდეგ რაც საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved