• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

4 კომპანიის აქცია, რომელიც უნდა შეიძინოთ ვირტუალური სამყაროს ინდუსტრიის აფეთქებამდე

იანვარი 4, 2022
in სიახლეები
4 კომპანიის აქცია, რომელიც უნდა შეიძინოთ ვირტუალური სამყაროს ინდუსტრიის აფეთქებამდე
გაზიარება

CNBC-ზე გადაცემა Mad Money-ს წამყვანი მეტავერსის მოახლოებასთან ერთად შემდეგი ოთხი კომპანიის აქციების გაძლიერებას აანონსებს

გადაცემა Mad Money-ს წამყვანი ჯიმ კრამერი აცხადებს, რომ მეტავერსის დამსახურებით ვირტუალური სამყარო  მრავალ ინდუსტრიას გარდაქმნის. 

მეტავერსი ნაკლებად გავს სამეცნიერი ფანტასტიკას, ეს უფრო ვირტუალური რეალობაა სწორედ ამიტომ დიდი ბიზნესები ელოდებიან ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს.

კრამერის თქმით გამოჩნდება ბევრი კომპანია, რომლებიც შეეცდებიან რომ საკუთარი თავი მეტავერსის ნაწილად წარმოაჩინონ.  

მეტავერსი მასიური და უწყვეტი ქსელური სამყაროა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ინტერაქცია, აღნიშნული კი ვირტუალური ან აუგმენტური რეალობის ხელსაწყოებითაა შესაძლებელი. 

აღნიშნულ სიახლესა და მის პოტენციალს მრავალი კომპანია იკვლევს, თუმცა კრამერის თქმით მათ შორის ოთხი კომპანია გამორჩეულია, ისინი ამჟამამად „საუკეთესოდ ან/და საუკეთესო საქმეს აკეთებენ მეტავერსისთვის“.

ჩამონათვალი შემდაგნაირია:

Meta Platforms (FB)

საკითხით დაინტერესებულთათვის ეს სიურპრიზი არ უნდა იყოს.  წარსულში Facebook-ის სახელით ცნობილი კომპანია, მეტავერსიაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

როგორც ჩანს, მეტა ძირითადად სოციალური მედიის კომპანიად რჩება. მხოლოდ FB მიმართულებით 2021 წელს  ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და მესამე კვარტლის მონაცემით  2.91 მლრდ-ს მიაღწია. 

რაც შეეხება Meta-ს სხვა პლატფორმებს  – მაჩვენებელი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, კერძოდ, Instagram-ში, Messenger-სა და WhatsApp-ში აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, სულ მცირე ერთ პროდუქტზე, მესამე კვარტლის მონაცემით შეადგენდა 3,58 მილიარდს.

მიუხედავად ამისა კომპანიას აქვს მცდელობები რომ განვითარდეს სოციალური მედიის მიღმა, ამ შესაძლებლობად კი ვირტუალური და აუგმენტური რეალობის განვითარებას ხედავს, ჭკვინი სასმენი და სათვალე მოწყობილობებით. კომპანია  მეტავერსიას, დღევანდელი სოციალური და ონლაინ გამოცდილების ჰიბრიდულ მოდელად განიხილავს, სამ განზომილებაში გაფართოებული და ფიზიკურ სამყაროში დაპროექტებული შესაძლებლობების უპირატესობით. 

აღნიშნულის გათვალისწინებით  ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქციების ფასმა 25 %-ით მოიმატა და დღეს 336 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა თუ გებევრებათ არსებობს შესაძლებლობა რომ იყიდოთ აქციის ნაწილი და დახარჯოთ იმდენი რამდენიც გსურთ. ეს შესაძლებლობა ქართულ რეალობაშიც არსებობს.

Nvidia (NVDA)

ჩიპები თანამედროვე სამყაროში ბევრი მოწყობილობისათვის საჭირო და განუყოფელი ნაწილი გახდა, პროგნოზის მიხედვით ის კვლავ დეფიციტურ პროდუქტად რჩება. რეალურად კი სწორედ ჩიპები არის საჭირო პროდუქტი ისეთი ბაზრებისათვის როგორებიცაა: მობილური ტექნოლოგიები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და საავტომობილო ბაზარიც კი. 

დეფიციტურობა და კომპანიის მხრიდან მიწოდებული მაღალი ხარისხის პროდუქტი კი გავლენას ახდენს აქციის ფასზე, სწორედ ამიტომ  Nvidia-ს აქციების ფასი ერთი წლის ინტერვალში 125 % -ით არის გაზრდილი. 

 რადგან კომპანია ცნობილია თავისი ძლიერი გრაფიკული ჩიპებით, კრამერი Nvidia-ს მეტავერსში მთავარ მოთამაშედ ხედავს. 

აგვისტო – ოქტომბრის პერიოდში Nvidia-ს შემოსავალი 50 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და რეკორდულ 7,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კორექტირებულმა მოგებამ შეადგინა 1,17 აშშ დოლარი თითო აქციაზე, რაც 60 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.

მოსალოდნელია, რომ ზრდა გაგრძელდება. გასული წლის ბოლო კვარტლისთვის კომპანიის მენეჯმენტი  7,4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს ელოდა, აღნიშნულ მონაცემსაც გასაჯაროებისთანავე გაგიზიარებთ.

Roblox (RBLX)

Roblox თამაშების დეველოპერია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნან ბლოკებზე დაფუძნებული სამყაროები და თამაშები თან ეს ყველაფერი  კოდირების ცოდნის გარეშე. ბლოკზე დაფუძნებული ალბათ ცუდად ჟღერს, მოდით ეს ტერმინი ავხსნათ, ინგ. block-based – ბლოკზე დაფუძნებული კოდირება არის პროგრამირების ენის ფორმა, სადაც დეველოპერი გასცემს ინსტრუქციებს ბლოკების გადააადგილებით. ეს კარგი შესაძლებლობაა კოდური ენის შეცდომებისგან თავის დასაცავად, ასევე აქვს შემდეგი უპირატესობა,  დეველოპერებს არ სჭირდებათ სინტაქსის დამახსოვრება კოდის დასაწერად.

Roblox თამაშის შემქმნელებს საშუალებას აძლევს მიიღონ გასამრჯელო მათივე ვალუტაში რომელსაც Robux ქვია.  

მე-3 კვარტლის მონაცემით პლატფორმის დღიური მომხმარებლების რაოდენობა 47.3 მილიონს აღწევდა, რაც 31 % -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 102%-ით 509.3 მილიონ აშშ დოლარამდე. 

კრამერს მოსწონს რობლოქსი შემდეგი მიზეზების გამო, „ის ძალიან სახალისოა“  და „უკვე აქვს საკუთარი შიდა მეტავერსია“. 

Roblox საჯარო კომპანია 2021 წლის მარტში გახდა, ეს პირდაპირი ლისტინგის საშუალებით მოხდა. პირველ დღეს აქციის ფასი 69.50 აშშ დოლარით განისაზღვრა. ნოემბერში მისი ფასი 140 აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა მის შემდეგ 100 აშშ დოლარამდე შემცირდა. 

თუ არ მოგწონთ ასეთი ცვლილება, გახსოვდეთ რომ ყოველთვის შეგიძლიათ შექმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი, რომელიც დაგაზღვევთ ასეთი ცვლილებებისაგან და მეტად უმტკივნეულოს გახდის მას. 

Unity Software (U)

ვიდეო თამაშების პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა კომპანიამ Unity Software-მა ცოტა ხნის წინ შეიძინა ვიზუალური ეფექტების სტუდია, ის სტუდია რომელიც მუშაობდა ფილმებზე ავატარი და ბეჭდების მბრძანებელი. 

კრამერს ხიბლავს იდეა ვიყოთ/გვქონდეს იმ ადამიანის ავატარი ვინც შექმნა ავატარი. 

Unity-ის აქციებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ მაისიდან-ნოემბრამდე პერიოდში, მაგრამ ბოლო პერიოდში მცირე გაუფასურება მოყვა.  დღეს აქცია 142 აშშ დოლარად ივაჭრება, რაც წლის ჭრილში ფაქტობრივად 5 %-იანი შემცირებას ნიშნავს. 

ამან შეიძლება აქციის საპირისპიროდ განწყობილ ინვესტორებს მისცეს საფიქრალი,  განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად იზრდება აღნიშნული ბიზნესი.

მესამე კვარტალში Unity-მ მიიღო 286.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი, რაც წლიურ 43% ზრდას ნიშნავს. კომპანიამ ასევე გამოიმუშავა 34,2 მილიონი აშშ დოლარის თავისუფალი ფულადი ნაკადები, რაც სამჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რა ხდება უშუალოდ ბირჟასა და ფასებს მიღმა ?

მიუხედავად მეტავერსიული სამყაროს წარმოდგენისა და მისი შესაძლებლობებისა, უოლ სტრიტის ექსპერტებსაც კი უჭირთ ზუსტი პროგნოზირება და ამიტომაც აღნიშნული მაინც მაღალი სპეკულაციის მიმართულებად ითვლება.  

არ დაგავიწყდეთ დივერსიფიკაცია და მისი მნიშვნელობა. 

თუ გსურთ განახორციელოთ ინვესტირება ისეთ აქტივში რომელსაც  გააჩნია მაღალი უკუგების პოტენციული და იზოლირებულია საფონდო ბირჟის რყევებისგან გაითვალისწინეთ რომ ასეთი ხელოვნების ნიმუშებია. 

Citi Global Art Market-ის ჩარტის მიხედვით, თანამედროვე ნამუშევრებმა S&P 500-ის ზრდის მაჩვენებელს 174 %-ით გადაუსწრო.  

ხელოვნებაში ინვესტირება ადრე მხოლოდ ულტრა მდიდრებისათვის იყო შესაძლებელი, ისეთებისათვის როგორიც კრამერია.  მაგრამ ახალი საინვესტიიო პლატფორმების საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ინვესტიცია განახორციელოთ სწრაფად მზარდ და პერსპექტიულ ხელოვნების ნიმუშებში, გაგიკვირდებათ და იგივეს აკეთებენ ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსიც. 

წინა

დიდი პოტენციალის მქონე აქციები, რომელთა შეძენა 10$-ადაც კი ღირს

შემდეგი

აშშ-ის საფონდო ბაზრის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სექტორები 2021 წელს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
აშშ-ის საფონდო ბაზრის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სექტორები 2021 წელს

აშშ-ის საფონდო ბაზრის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სექტორები 2021 წელს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved