• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ინვესტორებს აშინებს, რაც გლობალურ საფონდო ბაზარზეც აისახება

იანვარი 26, 2022
in სიახლეები
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ინვესტორებს აშინებს, რაც გლობალურ საფონდო ბაზარზეც აისახება
გაზიარება

გლობალური საფონდო ბიზრები მკვეთრად დაეცა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის საფრთხის მიზეზით, რის გამოც დიდი ბრიტანეთის ე.წ. ბლუჩიპების აქციების ინდექსის 53 მილიარდი ფუნტი განადგურდა.

ევროპული ბაზრები 3,8%-ით დაეცა, რაც ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს უდრის. ეს გამოიწვია ნატოს განცხადებამ, რომ აძლიერებს აღმოსავლეთ საზღვრებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებით, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ნათლად ჩანდა.

არასტაბილურობა გაზარდა იმანაც, რომ ინვესტორებს ეშინოდათ, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს მას შემდეგ, რაც აშშ-ში ინფლაციამ დეკემბერში 40 წლის მაქსიმუმს, 7%-ს მიაღწია.

ლონდონში 2,6%-ით დაეცა FTSE 100-ის ნიშნული, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნაა. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შესაძლოა ომი დაწყებულიყო, თუმცა ეს გარდაუვალი არ არის. ბლუჩიპის ინდექსმა 197 ქულა დაკარგა.

სტატისტიკურად ყველაზე უარესი მაჩვენებელი საგანმანათლებლო გამოცემა Pearson-ს ჰქონდა, რომლის ინდექსიც 9%-ითაა შემცირებული; რუსული ფოლადის მწარმოებელი Evraz კი 8%-ით დაეცა; ასევე კლება დაიწყო მაღაროელების, ენერგომწარმოებლების, ტურისტული ფირმებისა და სამშენებლოების ინდექსებმა.

რაც შეეხება ნიუ იორკის საფონდო ბირჟებს, S&P 500 ინდექსი 3%-ით შემცირდა, რაც მის რეკორდულ მაჩვენებელზე 10%-ით დაბალია.

ინვესტორებმა დაიწყეს ისეთ აქტივებზე თავის შეფარება, როგორებიცაა აშშ დოლარი და  შვეიცარიული ფრანკი, რომელმაც ევროსთან მიმართებაში ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია. თავის მხრივ, რისკის მქონე აქტივების გაყიდვამ კრიპტოვალუტები დააზარალა, ბიტკოინი დაეცა 6-თვიან მინიმუმამდე, რაც $33,000-ს უდრის. Fed-მა კი, რომელიც ამ კვირაში შეიკრიბება, შესაძლოა ბალანსის შემცირება დაიწყოს, რათა ამოიღონ კოვიდის პანდემიის დაწყების შემდეგ წარმოქმნილი სტიმულები.

დევიდ მადენმა, Equiti Capital-ის ბაზრის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ტრეიდერები აქტიურად აგრძელებენ გაყიდვებს, რადგან რუსეთ-უკრაინის სიტუაციის გამო შიშები სულ უფრო იმატებს. ამასთან, ამბობენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შუა კვირაში უსიამოვნო განახლებებს გამოაქვეყნებს.

ფიონა ცინკოტამ, ფინანსური ბაზრების უფროსმა ანალიტიკოსმა დაწერა, რომ Nasdaq კვლავ ამცირებს გადასახადებს, რაც კიდევ უფრო აორმაგებს ამ აურზაურს.

ამ მოვლენებთან ერთად, საელჩოს წარმომადგენლები კიევიდან გაიყვანეს, რადგან არსებობს რუსეთის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანის საფრთხე. გასულ კვირას რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა გამოსავალი მაინც ვერ მოიძებნა. ომის საფრთხე ობლიგაციების ფასების ზრდას უფრო აჩქარებს.

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დიდი გაყიდვები მიმდინარეობდა. რუსული კომპანიების Moex ინდექსი თითქმის 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, 2022 წელს ზარალი თითქმის 15%-მდე აიწია.

რუსეთის ბანკმა განაცხადა, რომ ის აჩერებს უცხოური ვალუტის შესყიდვებს. თავად რუბლიც 2,5%-ით არის შემცირებული. უცხოური ვალუტების შესყიდვების შეჩერება კი შეამცირებს ზეწოლას რუბლზე.

დიდი ბრიტანეთის საშუალო ზომის კომპანიების FTSE 250 ინდექსი დაეცა 3,6%-ით და მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის მარტის შემდეგ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Darktrace დაეცა 14,6%-ით, გაზეთის გამომცემელი Reach 11%-ით, ხოლო კინოთეატრების ქსელი Cineworld და ძვირადღირებული მანქანების მწარმოებელი Aston  Martin 8,7%-ით დაეცა.

გაზის ფასები გაიზარდა, გაერთიანებული სამეფოს გაზის საბითუმო დღიური ფასი 17%-ით გაიზარდა, იმის გამო, რომ რუსეთის მიერ ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება შეიძლება შეფერხდეს.

ასევე, უნდა ვახსენოთ ომიკრონი და მისი გავლენაც, რომელმაც შეანელა გლობალური აღმასვლა. კერძო სექტორის ზრდამ ევროზონასა და ბრიტანეთში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წარმოადგინა ბოლო 11 თვეში, ხოლო აშშ-ში, ბოლო 18 თვის განმავლობაში, ბიზნეს აქტივობის ყველაზე ნელი მაჩვენებელია.

წყარო: theguardian

წინა

რატომ ეცემა საფონდო ბაზარი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

შემდეგი

3 მზარდი აქცია, რომლის ყიდვაც ღირს, თუ 2022 წელს ბაზრები დაეცემა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გამოიწერე სიახლეები

3 მზარდი აქცია, რომლის ყიდვაც ღირს, თუ 2022 წელს ბაზრები დაეცემა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved