გსურთ, გახდეთ უკეთესი ინვესტორი? ან იქნებ იმის ცოდნა გსურთ, როგორ მიიღოთ ანაზღაურება ინვესტიციებისგან?
არსებობს კარგ ინვესტორად ყოფნის ორი გზა: ინვესტიციების ანაზღაურება და ინვესტორის ქცევა. ამ ორიდან თქვენ მხოლოდ ერთის გაკონტროლება შეგიძლიათ და ეს არის – თქვენი ქცევა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ფუნდამენტურ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი, როგორც ინვესტორის ქცევის გაუმჯობესებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ, რომ გახდეთ უკეთესი ინვესტორი.
- თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები არ უნდა იყოს რთული და ჩახლართული
თუკი თქვენ 50-ზე მეტი საინვესტიციო ანგარიშის მფლობელი ხართ, მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ ცხოვრებას ირთულებთ. მოძებნეთ ერთი დამოუკიდებელი სივრცე, სადაც მარტივად მოუყრით თავს თქვენს ყველა ინვესტიციას.
- არ გჭირდებათ ფინანსების პორტფელის ყოველდღიურად შემოწმება
ტექნოლოგიების დახმარებით, თქვენი პორტფელის შემოწმება დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ. თუკი რეგულარულ ვაჭრობას არ ეწევით, მაშინ უბრალოდ არ გჭირდებათ ანგარიშების ხშირი გადახედვა, რადგან ეს არის დროის ფუჭი ფლანგვა და ზრდის იმის შანსს, რომ საფონდო ბირჟისთვის არასტაბილურ დღეს თქვენ ძალიან შეშინდებით.
- თქვენი პორტფელი უნდა შეიცვალოს მაშინ, როცა თქვენი ცხოვრება იცვლება
ბევრ ინვესტორზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენს საინვესტიციო სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მაშინ უნდა განხორციელდეს, როდესაც თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა შეიცვლება. მაგალითად, თქვენ ჩადეთ პირველადი ინვესტიცია სახლის შეძენაზე. ამ სახლის შეძენის შემდეგ ანგარიშზე დარჩენილი თანხების ხელახლა გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც, დიდი ალბათობით, ახალი ინვესტიციების განაწილებამდე მიგიყვანთ.
- მრავალ ფინანსურ კითხვაზე პასუხები არის: “ეს დამოკიდებულია” და “არ ვიცი”
მე ხშირად მეკითხებიან: “უნდა გავაკეთო? (ჩავსვათ ვარიანტად A) თუ? (ჩავსვათ ფინანსური ვარიანტი B). უმეტეს შემთხვევაში, პასუხი იქნება “ეს დამოკიდებულია”. ხშირად პასუხი ცალსახად “კი” არის ან “არა”.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, საფონდო ბაზარი ტრენდული და აღმავალი ინდუსტრია იყო, არავინ იცის, რას გააკეთებს იგი დღეს ან მომდევნო თვეებში. თუმცა, მე, როგორც ფინანსური დაგეგმარების სპეციალისტს, შემიძლია დაგეხმაროთ სხვადასხვა ფინანსური მიზნისთვის განკუთვნილი გეგმის შედგენაში. ეს, ალბათ, ბევრად უფრო საინტერესო და აქტუალურია თქვენთვის, ვიდრე ის, თუ რამდენი ქულით მოიმატა დღეს საფონდო ბირჟამ.
- ბაზარი შეიძლება გაიზარდოს ან ბაზარმა შეიძლება იკლოს, მაგრამ რეცესიები საკმაოდ რეგულარულად გვექნება
ზამთარი ყოველწლიურად მოდის და ტემპერატურაც ეცემა, თუმცა შემდეგ ისევ იმატებს და თბება. ისევე როგორც ტემპერატურა, ბაზარიც მერყევი არის. თუ თქვენი ინვესტიციები იმაზე დინამიკურია, ვიდრე თქვენ ამას სწვდებით, მაშინ უფრო ზომიერი პორტფოლიო შეარჩიეთ, თუმცა ბაზარს მთლიანად ნუ დატოვებთ. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ქონების დაგროვების პროცესშია, საფონდო ბირჟის არასტაბილურობა ერთგვარი მეგობარია. რეგულარულად შეავსეთ ხოლმე თქვენი საინვესტიციო და საპენსიო ანგარიშები. გაითვალისწინეთ, რომ საფონდო ბაზარი ხშირად მოთმინებას უფრო აჯილდოვებს ვიდრე ცოდნასა და უნარებს.
- იღბალი და ინვესტირების უნარი ერთი და იგივე არ არის
ვვარაუდობ, რომ თქვენ გსმენიათ ფრაზა: “გატეხილი საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს”. როდესაც ბაზარს ისეთივე სწრაფი ზრდის პერსპექტივა აქვს, როგორც რამდენიმე წლის წინ, შეიძლება იფიქროთ, რომ როკ-ვარსკვლავის ინვესტორი ხართ, ან სულაც, შესაძლოა, დიდი ინვესტიციების არჩევის თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ. იმ ათწლეულების განმავლობაში, როცა ადამიანებს ინვესტირებაში ვეხმარებოდი, აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო დიდია ინვესტორის ეგო, მით უფრო დარტყმას აყენებს მას ბაზრის უეცარი გასტაბილურება.
- ინვესტორების ქცევა არის უდიდესი ცნება
საფონდო ბირჟაზე გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი ანაზღაურებების მიღება არ ნიშნავს ინვესტიციების სწორად შერჩევის უნარს. ამ სფეროში თქვენი წარმატების ყველაზე დიდი გასაღები არის, თუ როგორ იქცევით თქვენ, როგორც ინვესტორი. არაა აუცილებელი, იყოთ გენიოსი მათემატიკაში ან გქონდეთ ცხელ-ცხელი რჩევები აქციების გამოყენებისთვის. პირიქით, ხშირად წარმატებული ინვესტიცია ეწინააღმდეგება ამ საკითხებს. ეცადეთ, თქვენი საინვესტიციო სტრატეგიები იყოს მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი. შეეწინააღმდეგეთ სულელურ გავრცელებულ აზრებს და – იყიდეთ იაფად, გაყიდეთ ძვირად. გადადეთ თანხა ყოველთვიურად ან ყოველ ხელფასზე და დააკვირდით თქვენი ანაგრიშების ზრდას დროთა განმავლობაში. დააყენეთ ის ავტოპილოტზე და საერთოდ დაივიწყეთ მის შესახებ.
გაინტერესებს როგორ დაიწყო ინვესტირება? ნახე აქ
თვლი რომ მეტი ცოდნა გჭირდება ძირითად საკითხებზე? გაიგე ყველაფერი მარტივად აქ