რა უნდა იცოდე ინვესტიციის გაკეთებამდე?

გაეცანი საბაზისო ინფორმაციებს რაც აუცილებლად უნდა იცოდე, სანამ ინვესტიციას გააკეთებ

რა არის ინვესტიცია?

ინვესტიცია არის ის აქტივი (ქონება), რომელსაც ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია იმ მოლოდინით ყიდულობს, რომ მომავალში, შემოსავალს ან მოგებას მოუტანს. თუმცა, ამ დეფინიციის მიღმა ბევრი ისეთი დეტალია, რომლის ცოდნაც, ყველასთვის სასარგებლოა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მარტივად, მაგალითებით გიამბოთ ამ თემაზე.

რა არის აქციები?

აქცია კომპანიაში საკუთრების ერთეულს წარმოადგენს. აქციების ფლობის შემთხვევაში, თქვენ აქციონერი ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დივიდენდების მიღების უფლება გქონდეთ – იმ შემთხვევაში, თუ კომპანია წარმატებას მიაღწევს. ასევე, შეიძლება, კომპანიის ზოგიერთ გადაწყვეტილებაში მიიღოთ მონაწილეობა.

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის?

საფონდო ბირჟა არის ადგილი, სადაც მყიდველი (buyer) და გამყიდველი (seller) საჯაროდ ვაჭრობს აქციებით, თუ სხვა ფასიანი ქაღალდებით – ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ფინანსების სამყაროში მოგზაურობას, საფონდო ბირჟაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრით ვაგრძელებთ.

რატომ ინვესტიცია?

არ ხარ დარწმუნებული თუ რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება? მაშინ გაეცანი დამატებით რჩევებს

უფასო მასტერკლასი

როგორ გამოვიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი ინვესტიციით

დაესწარი ჩვენს უფასო მასტერკლასს და გაიგე როგორ შეგიძლია დააგენერირო დამატებითი შემოსავალი ინვესტიციების საშუალებით.

მასტერკლასზე გაგიზიარებთ პრაქტიკულ და თეორიულ რჩევებს ინვესტიციის შესახებ, ასევე იქნება პრაფქტიკული ვორქშოპი და ქეის სთადები

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი! არაფერი გამოგრჩეს

ჩვენ სპეციალურად თქვენთვის შევარჩევთ საინტერესო მასალას და მას პირდაპირ ელექტრონულ ფოსტაზე მოგაწვდით.

კონტენტი მოწოდებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, არ წარმოადგენს საგადასახადო ან საინვესტიციო რჩევას და არ არის რეკომენდაცია უსაფრთხოების ან სავაჭრო სტრატეგიისთვის. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, მათ შორის კაპიტალის შესაძლო დაკარგვას.