• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Uber-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

თებერვალი 8, 2024
in სიახლეები
Uber-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Uber Technologies-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა — 0.28%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 149%-ით გაუმჯობესდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში Uber-ის შემოსავალი წლიურად 15%-ით — $9.94 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.76 მილიარდი). ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო მთლიანი ჯავშნების წლიურმა 22%-იანმა მატებამ და რეკორდული კორექტირებული EBITDA-ს (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — 3.4% — დაფიქსირებამ. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კორექტირებული EBITDA 2.2%-ს შეადგენდა.

„გასული მეოთხედი იყო გამორჩეული კვარტალი, რომელმაც გამორჩეული წელი დააგვირგვინა“ — განაცხადა Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დანა ხოსროშაჰიმ პრესრელიზში. „ჩვენი სამომხმარებლო ბაზა ახლა უფრო დიდი და აქტიურია, ვიდრე ოდესმე… და ზედიზედ მეორე კვარტალში, მთლიანი ჯავშნები წლიურად გაუმჯობესდა“. დანამ აღნიშნა, რომ შემოსავლის ძლიერმა ტენდენციებმა, ხარჯების კონტროლთან ერთად, Uber-ს მდგრადი, მომგებიანი ზრდის წელიწადი მოუტანა.

გარდა ამისა, Uber-ის ფინანსურმა დირექტორმა — ფრაშნთ მაჰედრა-რაჯაჰმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში კომპანია საზოგადოებას გააცნობს განახლებებს აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების გეგმებთან დაკავშირებით.

Uber Stock

რაც შეეხება მთელ 2023 წელს, Uber Technologies-ის მოგება $1.89 მილიარდამდე გაიზარდა. შედარებისთვის, 2022 წელს კომპანიამ $9.4 მილიარდის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. ამასთან, მთლიანმა ჯავშნებმა წლიურად 19%-ით მოიმატა, ხოლო შემოსავალმა — 17%-ით.

Uber-ის მომგებიანობა ნაწილობრივ გამოწვეული იყო ხარჯების შემცირების სტრატეგიით, მათ შორის სამუშაო ძალის შემცირებით. 2023 წელს კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა 7%-ით შემცირდა. Uber-ის ფინანსური დირექტორის ვარაუდით კი, ხარჯების შემცირების კამპანია, შესაძლოა, ჯერ არ დასრულებულა.

რაც შეეხება მომავალს, Uber-ის მენეჯმენტს შემოსავლის ან მოგების კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია. თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ჯავშნები $37-$38.5 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EBITDA $1.26-$1.34 მილიარდამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებები

Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $87.00-ს, ხოლო მინიმალური — $62.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Uber-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 7 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Disney-მ ვიდეო თამაშ Fortnite-ის გამომშვებ Epic Games-თან თანამშრომლობა დააანონსა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Uber-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

Disney-მ ვიდეო თამაშ Fortnite-ის გამომშვებ Epic Games-თან თანამშრომლობა დააანონსა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved