• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ტიპები

აპრილი 13, 2022
in ინვესტიციის ანბანი
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ტიპები
გაზიარება

პორტფელის დივერსიფიკაცია არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რისკების მართვაზე არის ორიენტირებული. მხოლოდ აგრესიულ ზრდაზე (მაღალი რისკი) ფოკუსირების ან ათწლეულების განმავლობაში ეტაპობრივი მოგების (დაბალი რისკი) მიღების ნაცვლად, დივერსიფიცირებული პორტფელი ინვესტიციებს ოქროს შუალედის შესაქმნელად აერთიანებს (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც).

დივერსიფიკაციის ტიპები

პორტფელის დივერსიფიცირების რამდენიმე გზა არსებობს.

აქტივთა კლასის მიხედვით

ინვესტირებაში ძირითადი აქტივთა კლასებია:

  • ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები: სახაზინო ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები (CD), ფულის ბაზრის ფასიანი ქაღალდები და ა. შ.
  • აქციები: საჯარო ასპარეზზე მოღვაწე კომპანიების აქციები
  • ობლიგაციები: ფასიანი ქაღალდები ფიქსირებული შემოსავლით
  • ETF: კონკრეტული ინდექსის, სექტორის და ა. შ. ფასიანი ქაღალდების „კალათა“
  • უძრავი ქონება: შენობები, მიწა, წყალი და მინერალური საბადოები, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა
  • ფართო მოხმარების საგნები: საქონელი რომლისგანაც იწარმოება სხვა პროდუქტი ან მომსახურება

 აქციების ან ობლიგაციების ტიპების მიხედვით

იმის მიხედვით, თუ რა სახის ფასიან ქაღალდებს ყიდულობთ, ინვესტიციების დივერსიფიცირების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ინვესტორმა, რომელიც აქციებში ინვესტირებაზე არის ორიენტირებული, შეიძლება ინვესტიციები 50/50-ზე ამ სახით დაყოს: დივიდენდური აქციები და მზარდი პოტენციალის აქციები. სხვა ინვესტორმა, შეიძლება, თავისი პორტფელის 50% ლურჯი ჩიპის კომპანიებს დაუთმოს, მეორე ნახევარი კი სტარტაპებს.

ინვესტორებს, რომლებიც ფულს ობლიგაციებში აბანდებენ, ასევე დიდი არჩევანი აქვთ. ობლიგაციების ემიტენტების (კომპანია, ფედერალური მთავრობა და ა. შ) მიხედვით არჩევის გარდა, ინვესტორმა, შეიძლება ყურადღება გაამახვილოს საპროცენტო განაკვეთზე ან სხვა ფაქტორებზე. ობლიგაციებზე ორიენტირებულ ინვესტორს შეუძლია აირჩიოს:

  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები
  • TIPS (ობლიგაციები, რომლებსაც აქვს საპროცენტო შემოსავალი და ერგება ინფლაციას)
  • სახელმწიფო და მუნიციპალური ობლიგაციები
  • საინვესტიციო დონის კორპორაციული ობლიგაციები
  • კორპორაციული ობლიგაციები მაღალი ან დაბალი სარგებლით

სექტორის მიხედვით

პორტფელის დივერსიფიცირების კიდევ ერთი გზა არის ინვესტიციების რამდენიმე სექტორზე გადანაწილება. მაგალითად, ზოგ ინვესტორს, მოგების გასაზრდელად, ტექნოლოგიური ინდუსტრიის აგრესიულ ზრდაზე დაყრდნობა მოსწონს. თუმცა ეს ინდუსტრია, შესაძლოა, წარმოუდგენლად არასტაბილური იყოს, ამიტომ გარკვეული კაპიტალის ისეთ ინდუსტრიებში გადატანა, როგორიც არის წარმოება ან ჯანდაცვა, უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნება.

სექტორის მიხედვით დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ეს შეიძლება ინვესტიციის ნებისმიერი ტიპისთვის გაკეთდეს. მას, ვინც უპირატესობას ანიჭებს აქციებს, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი საჯარო, აქციების გამომშვები კომპანია. ინვესტორს, რომელიც ობლიგაციებით არის მოხიბლული, აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი, ობლიგაციების გამომშვები კომპანიისგან შეისყიდოს ამ ტიპის ფასიანი ქაღალდები და ა. შ.

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

საბაზრო კაპიტალიზაცია არის კომპანიის მიერ ბრუნვაში ჩაშვებული აქციების ღირებულების საერთო საბაზრო შეფასება ფულად ერთეულში. ამ მაჩვენებლის მისაღებად აქციების საერთო რაოდენობა მათ ფასზე უნდა გავამრავლოთ.

ინვესტორებს, რომლებიც ამ კრიტერიუმის მიხედვით დივერსიფიკაციას მიმართავენ, სამი ძირითადი არჩევანი აქვთ:

  • Small-cap (მცირე კაპიტალი) კომპანიები. საბაზრო კაპიტალი: $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე
  • Mid-cap (საშუალო კაპიტალი) კომპანიები. საბაზრო კაპიტალი: $2-დან $10 მილიარდამდე
  • Big-cap (დიდი კაპიტალი) კომპანიები. საბაზრო კაპიტალი: $10 მილიარდი და მეტი

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საბაზრო კაპიტალს საკუთარი პოტენციური რისკები გააჩნია, კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი, ამ რისკების კომპენსირების მიზნით, თითოეული მათგანის უპირატესობებს გამოიყენებს.

წინა

3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ

შემდეგი

2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved