• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის იაფი (პენი) აქციები?

აპრილი 4, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა არის იაფი (პენი) აქციები?
გაზიარება

ყველა ინვესტორს არ აქვს საკმარისი ფული ან მიდრეკილება, რომ ინვესტიცია მსხვილ, კარგად დამკვიდრებულ კომპანიაში ჩადოს. ზოგიერთი ინვესტორი, შეიძლება, მოკლევადიან, ფეთქებად ზრდას ეძებდეს, რაც მათ, წლობით ლოდინის ნაცვლად, ანაზღაურებას რამდენიმე თვეში მოუტანს. სწორედ ამ დროს ერთვება თამაშში იაფი (პენი) აქციები.

იაფი აქციები, ასევე ცნობილი, როგორც მიკრო კაპიტალის აქციები, გამოშვებულია მცირე კომპანიის მიერ. ასეთი აქციის ღირებულება $5-ზე ნაკლებია. ინვესტორების უმეტესობას მოსწონს პენი აქციები, რადგან ისინი უეცარი და ფეთქებადი ზრდის მაღალი პოტენციალით ხასიათდება. ამას კი მაღალ ინვესტიციის ანაზღაურებადობის კოეფიციენტამდე (ROI) მივყავართ.

კომპანიები იაფ აქციებს პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) საშუალებით უშვებს. აუცილებელია, რომ ეს აქციები ექვემდებარებოდეს ყველა მოქმედ ფასიანი ქაღალდების კანონს იმ შტატში ან ქვეყანაში, სადაც ისინი მიმოიქცევა. გარდა ამისა, კომპანია, საჯარო ასპარეზზე გამოსვლამდე, რეგისტრირდება SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) ან განმარტავს, თუ რატომ არის რეგისტრაციისგან გათავისუფლებული.

მას შემდეგ, რაც კომპანიას პენი აქციებით ვაჭრობის უფლება მიენიჭება, მას შეუძლია ლისტინგისთვის სხვადასხვა ბირჟებს მიმართოს. როგორც წესი, ეს აქციები ივაჭრება შუამავლის გარეშე (OTC) ტრანზაქციების საშუალებით. ეს კეთდება OTC განცხადებების დაფის (OTCBB) ან Pink Sheets-ის (კერძო სავაჭრო დაფა) მეშვეობით.

თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ, შეიძლება, იაფი აქციები კერძო ტრანზაქციებშიც შემოგვთავაზოს. უფრო მეტიც, ამ აქციებიდან ზოგიერთი აკმაყოფილებს ისეთი ბირჟების ლისტინგის მოთხოვნებს, როგორებიც არის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) ან Nasdaq.

ეს აქციები არ არის კლასიფიცირებული ისე, როგორც მსხვილი აქციები, მაგრამ მათი შესწავლის სამი ძირითადი გზა არსებობს:

  • ბიზნესის სტრუქტურასა და საფუძვლებზე დაყრდნობით
  • მათი მოცულობის მიხედვით
  • მათი არასტაბილურობის ისტორიის საფუძველზე

პენი აქციები ცნობილია არასტაბილურობითა და მაღალი რისკით, ასევე მაღალი ჯილდოს პოტენციალით. როგორც წესი, ასეთ აქციებში ინვესტიციას რისკისადმი მაღალი ტოლერანტობის მქონე ინვესტორები დებენ. თუმცა, თუ ინდივიდს სჯერა, რომ ყველაფრის დაკარგვის გადატანის უნარი შესწევს, შეიძლება, საბოლოოდ უზარმაზარი ფინანსური სარგებელი მიიღოს.

Pennies

რაში მდგომარეობს რისკი?

უმეტესწილად, იაფი აქციები გაიცემა მცირე ან უფრო ახალი კომპანიების მიერ. აქედან გამომდინარე, მათთვის დამახასიათებელია როგორც დაბალი ლიკვიდურობა, ასევე მყიდველების მცირე რაოდენობა.

პენი აქციები ასევე უფრო ცვალებადია, ვიდრე უფრო დიდი კომპანიების მიერ შემოთავაზებული აქციები. ადვილი მისახვედრია რატომაც. პენი აქციის ფასის $4-იანი ცვლილება ბევრად უფრო დიდი რამაა, ვიდრე Amazon-ის აქციის ფასის ანალოგიური მოძრაობა. გარდა ამისა, რადგან ასეთ აქციებს ინდივიდუალური ინვესტორები დიდი რაოდენობით ყიდულობენ, დიდი მოცულობის შესყიდვამ ან გაყიდვამ, შეიძლება, მკვეთრად გაზარდოს ან შეამციროს თითო აქციის ფასი.

ამასთან, იმის გამო, რომ იაფი აქციები სავაჭრო საათების შემდეგაც არის ხელმისაწვდომი, მათი მერყეობა სავაჭრო დღის დასრულებით არ მთავრდება. ზოგიერთი ინვესტორი ამჯობინებს დაელოდოს სამუშაო საათების შემდგომ ვაჭრობას, რათა გაყიდოს ეს აქციები უჩვეულოდ მაღალ ფასად, ან შეისყიდოს ისინი უკიდურესად დაბალ ფასად.

თუმცა, ზემოაღნიშნული შეზღუდული ლიკვიდურობისა და ინტერესის გამო, აქციების გაყიდვისას, შეიძლება, ინვესტორებმა ვერ იპოვონ მყიდველი ან სასურველ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა.

არსებობს რამდენიმე სხვა რისკი, რომელიც პენი აქციებთან არის დაკავშირებული და სხვა უფრო დიდ აქციებში არ გვხდება (ან უფრო ნაკლებად არის გავრცელებული). ესენია:

  • უმაღლეს შეთავაზებულ შესყიდვის ფასსა და ყველაზე დაბალ შეთავაზებულ გასაყიდ ფასს შორის დიდი სხვაობა
  • იურიდიულად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის ნაკლებობა
  • თაღლითობის მაღალი საშიშროება

გარდა ამისა, ბევრი პენი აქცია გაიცემა მცირე ან დიდი კომპანიების მიერ, რომლებსაც ცუდი რეპუტაცია აქვს. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, გაკოტრებისკენაც მიემართებოდეს. ამიტომ, როგორც წესი, პენი აქციები შესაბამისია იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც რისკის მაღალი დონე არ აშინებთ.

ბევრი მრჩეველი გვირჩევს, რომ, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ასეთი ინვესტიციის შემთხვევაში ბროკერთან „სტოპ-ზარალის ბრძანება“ განვათავსოთ. ამ განკარგულების მზიანია კონკრეტული ფასიანი ქაღალდის ავტომატურად გაყიდვა, როდესაც ფასი მითითებულ ზღვარს ქვემოთ დაეცემა. ეს ნაბიჯი ინვესტორებისთვის ზარალსაც და რისკსაც ამცირებს.

 

რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია პენი აქციებში?

ყველა იმ რისკის გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, შეიძლება, გაჩნდეს კითხვა: რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია იაფ აქციებში?

პასუხი რეალურად იგივეა, რაც კითხვაზე, თუ რატომ არ სურთ ინვესტორებს ასეთ აქციებში ინვესტირება: მათი არასტაბილურობის გამო.

იმის გამო, რომ პენი აქციები დიდი ნახტომებისკენ არის მიდრეკილი, ბევრი ინვესტორი მიიჩნევს, რომ სწორი აქციების შერჩევით დიდი მოგების მიღება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ პენი აქციებიდან ნორმალურ აქციებად გარდაქმნა იშვიათია, ეს ადრე მომხდარა და ბევრმა ინვესტორმა ამის საშუალებით დიდი სარგებელი მიიღო.

თუმცა, იაფ აქციებში ინვესტირება ხშირად, დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული, რაც ინვესტორებს აძრწუნებს. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ეს აქციები რეკომენდებულია მხოლოდ იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც რისკისადმი მაღალი ტოლერანტობით ხასიათდებიან.

წინა

3 რამ, რაც გამჭრიახმა ინვესტორებმა Apple-ის შესახებ იციან

შემდეგი

გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved