ტექნოლოგიური სექტორი ისეთი კომპანიებისგან შედგება, რომლებიც მომსახურებასა და პროდუქტებს ყიდის ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, კომპიუტერების, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და სხვა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან (IT) დაკავშირებული მიმართულებებით. ამ სექტორში ერთიანდებიან კომპანიები ყველაზე დიდი საბარზო კაპიტალით: Apple Inc. (AAPL), Microsoft Corp. (MSFT) და Amazon.com Inc. (AMZN).
ტექნოლოგიური კომპანიების აქციებმა, რომლებიც Technology Select Sector SPDR Fund (XLK)-ის მიერ არის წარმოდგენილი, იმაზე უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე მთლიანად ბაზარმა. XLK-მ ინვესტორებს ბოლო 12 თვის განმავლობაში მთლიანობაში 20.5%-იანი ანაზღაურება მოუტანა, რაც Russell 1000’s-ის მთლიან ამონაგებზე 5.5%-ით მეტია.
სტატიაში შეხვდებით ტოპ 5 ტექნოლოგიური კომპანიის აქციებს, ღირებულების, სწრაფი ზრდისა და ფასის ცვლილების სიჩქარის (momentum) საუკეთესო მაჩვენებლებით.
საუკეთესო ღირებულების მქონე ტექნოლოგიური კომპანიების აქციები
ღირებულებაში ინვესტირება, ინვესტირების ფაქტორზე დაფუძნებული სტრატეგიაა, რაც მოიაზრებს ისეთი აქციების შერჩევას, რომლებიც თქვენი აზრით რეალურ ღირებულებაზე იაფად მიმოიქცევა ბაზარზე. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, საზომად აქციის ფასის ერთ ან მეტ ფუნდამენტურ ბიზნეს საზომთან შეფარდებას იყენებენ. ფართოდ გავრცელებული საზომია ფასის შემოსავალთან შეფარდება (P/E). ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები მიიჩნევენ, რომ თუ ბიზნესი მის შინაგან ღირებულებასთან შედარებით იაფია, რაც ამ შეთხვევაში P/E კოეფიციენტით იზომება, მაშინ ამ კომპანიის აქციების ფასი, სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად გაიზრდება, რადგან ფასი კომპანიის ღირებულებასთან შესაბამისად იმოძრავებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომელთა აქციებიც თანმიმდევრული 12 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი P/E კოეფიციენტით ხასიათდება.
კომპანიის დასახელება | ფასი ($) | საბაზრო კაპიტალი ($ მილიარდი) | 12 თანმიმდევრული თვის P/E კოეფიციენტი |
CDK Global Inc. (CDK) | 43.47 | 5.1 | 5.1 |
Hewlett Packard Enterprise Co. (HPE) | 16.67 | 21.6 | 6.5 |
HP Inc. (HPQ) | 36.11 | 39.1 | 6.6 |
Dell Technologies Inc. (DELL) | 57.40 | 43.9 | 6.7 |
Arrow Electronics Inc. (ARW) | 127.34 | 8.9 | 9.8 |
- CDK Global Inc.: CDK Global უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მონაცემებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ავტომობილების, მძიმე სატვირთო მანქანების, რეკრეაციისა და მძიმე აღჭურვილობის ინდუსტრიებისთვის. კომპანია საავტომობილო წარმომადგენლებსა და ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებლებს (OEM) ყოველდღიური ოპერაციების ოპტიმიზაციასა და რაციონალიზაციაში ეხმარება. კომპანია 30 000 ზე მეტი საცალო დამკვეთის ლოკაციაზე ოპერირებს.
- Hawlett Packard Enterprise Co.: Hawlett Packard Enterprise მომხმარებლებს სთავაზობს გონიერ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, როგორებიც არის Cloud მომსახურებები (ინფრასტრუქტურა, პლატფორმები ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც მესამე მხარეს პროვაიდერების მიერ არის უზრუნველყოფილი), მაღალი წარმადობის გამოთვლები და AI, ინფორმაციის აკუმულირება და ანალიტიკა. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 55 000 მომხმარებელი ჰყავს. Hawlett Packard Enterprise-მა 2021 ფისკალური წლის (რომელიც 2021 წლის 31 ოქტომბერს დამთავრდა) ანგარიში გვიან ნოემბერში წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლებმა $3.4 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა 2020 წლის ფისკალური წლის $322 მილიონის წმინდა ზარალიდან.
- HP Inc.: HP პერსონალური კომპიუტერული, გამოსახულებითი და საბეჭდი პროდუქტების გლობალური მიმწოდებელია. კომპანიის შეთავაზებები შეიცავს პერსონალურ და პორტატიულ კომპიუტერებს, საცალო ვაჭრობის პუნქტებს, მონიტორებს, პრინტერებს, სხვადასხვა მოწყობილობასა და მომსახურებას. HP-ს მომხმარებელთა რიგებში შედიან როგორც ინდივიდუალური მომხმარებლები, ასევე კომპანიები და სახელმწიფო უწყებები. კომპანია 27 000 პატენტს ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით 170 ქვეყანაში ოპერირებს.
- Dell Technologies Inc.: Dell Technologies აპროექტებს, ავითარებს და აწარმოებს ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, პროდუქტებსა და მომსახურებას. მისი პროდუქტები მოიცავს პერსონალურ და პორტატიულ კომპიუტერებს, მონიტორებს, პროექტორებსა და სხვა მრავალს. ასევე, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს დიდი მოცულობის მონაცემებთან და მათ შენახვასთან დაკავშირებული პრობლემების ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. Dell ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიის 98%-სა და 40 000 ადამიანს ემსახურება.
- Arrow Electronics Inc.: Arrow Electronics ელექტრონული კომპონენტების და კომპიუტერული პროდუქტების მიმწოდებელია, რომელიც OEM-ებს და სხვა კომერციულ მომხმარებლებს კომპიუტერულ გადაწყვეტებს სთავაზობს. კომპანია აწარმოებს მონიტორებს, სენსორებს, მეხსიერების პროდუქტებსა და ელექტრონული კომპონენტების ფართო ასორტიმენტს. მსოფლიო მასშტაბით კომპანიას დაახლოებით 20 000 დასაქმებული და 180 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ტექნოლოგიების მწარმოებელ და სხვა ინდუსტრიებში. კომპანიამ დეკემბრის შუაში დააანონსა $600 მილიონის ღირებულების ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვა. 2016 წლის მეოთხე კვარტალსა და 2021 წლის მესამე კვარტალს შორის პერიოდშ კომპანიამ დაახლოებით $2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოისყიდა.
ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები
ქვემოთ ჩამოთვლილია კომპანიები, რომლებიც შეფასებულია ზრდის მოდელის მიხედვით, რომელიც კომპანიებს შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით ახარისხებს: შემოსავლის პროცენტული და უკანასკნელი კვარტალის წლიდან წლამდე თითო აქციაზე შემოსავლის (EPS) ზრდა. გაყიდვებიც და შემოსავლებიც კრიტიკული ფაქტორებია კომპანიის წარმატებისთვის.
კომპანიის დასახელება | ფასი ($) | საბაზრო კაპიტალი ($ მილიარდი) | EPS ზრდა (%) | შემოსავლის ზრდა (%) |
Sunrun Inc. (RUN) | 28.75 | 6.0 | -60.7 | 109.2 |
Enphase Energy Inc. (ENPH) | 134.69 | 18.2 | -46.4 | 96.9 |
Gartner Inc. (IT) | 278.73 | 22.9 | 826.3 | 16.3 |
Fidelity National Information Services Inc. (FIS) | 113.20 | 68.9 | 766.7 | 9.7 |
Teledyne Technologies Inc. (TDY) | 417.97 | 19.5 | 13.3 | 75.2 |
- Sunrun Inc.: Sunrun მზის პანელებისა და ბატარეების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია აპროექტებს, ავითარებს და ამონტაჟებს, პირველ რიგში, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხარებლებისთვის. Sunrun მომახმარებლებს ასევე სთავაზობს ამ სისტემებთან დაკავშირებულ მომსახურებას. 2020 წლისათვის კომპანიას 8 500 სრულ განაკვეთზე მომუშავე პრსონალი ჰყავდა.
- Enphase Energy Inc.: Enphase Energy გლობალური ენერგო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მზის ბატარეებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ერთიან კომპლექტში აერთიანებს. ის აწარმოებს მიკროინვერტორებზე (უკუგარდამქმნელები) დაფუძნებულ მზის ენერგიის შემნახველ სისტემებს. კომპანიას, მსოფლიო მასშტაბით 1.7 მილიონ სახლში 39 მილიონზე მეტი მიკროინვერტორი აქვს დამონტაჟებული.
- Gartner Inc.: Gartner გლობალური კვლევისა და კონსულტირების კომპანიაა, რომელიც კომპანიებს მათი საქმიანობის გაფართოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაში ეხმარება. Gartner მომხმარებლებს ისეთ სფეროებში სთავაზობს სერვისს, როგორებიც არის: ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროდუქტის მენეჯმენტი, სტრატეგია, მიწოდების ჯაჭვი და ა. შ. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 100-ზე მეტ ქვეყანაში 16 000-ს შეადგენს.
- Fidelity National Information Services Inc. (FIS): FIS ფინანსური ტექნოლოგიური გადაწყვეტებით ბითუმად მოვაჭრეებს, ბანკებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოღვაწე ფირმებს ამარაგებს. კომპანიის მიერ 20 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის განხორციებული ტრანზაქციების რაოდენობა 79 მილიარდს შეადგენს.
- Teledyne Technologies Inc.: Teledyne Technologies უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს იმ ინდუსტრიაში ზრდად ბაზრებს, რომლებსაც განვითარებული ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ჭირდებათ. კომპანია მომხარებლებს სთავაზობს გამოსახულებების ციფრულ სენსორებს, მონიტორინგისა და კონტროლის ინსტრუმენტებს, თავდაცვის ელექტრონიკას, სატელიტურ კომუნიკაციურ ქვესისტემებსა და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებს. Teledyne ახორციელებს ოპერაციებს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში.
ტექნოლოგიური კომპანიების აქციები ყველაზე მეტი Momentum-ით
Momentum ინვესტირება არის ფაქტორზე დაფუძნებული ინვესტირების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კაპიტალის ისეთ აქციებში დაბანდებას, რომლის ფასებიც უფრო სწრაფად გაიზარდა ვიდრე ფასები მთლიან ბაზარზე. Momentum ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ის აქციები, რომლებიც ბაზარზე სხვა აქციებს სჯობს, მომავალშიც ასევე გააგრძელებენ, რადგან ის ფაქტორები, რომლებიც ასეთი წარმადობის საშუალებას იძლევა, მალე არ გაქრება. ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილავთ კომპანიებს, რომელთა აქციებმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი მოიტანა.
კომპანიის დასახელება | ფასი ($) | საბაზრო კაპიტალი ($ მილიარდი) | მთლიანი შემოსავალი 12 თანმიმდევრული თვის განმავლობაში (%) |
Fortinet Inc. (FTNT) | 304.99 | 49.9 | 102.9 |
NVIDIA Corp. (NVDA) | 241.50 | 603.8 | 80.8 |
Gartner Inc. (IT) | 278.73 | 22.9 | 72.5 |
McAfee Corp. (MCFE) | 25.65 | 11.1 | 60.9 |
Teradata Corp. (TDC) | 41.07 | 4.5 | 59.0 |
Russell 1000 Index | ინფორმაცია არ არის | ინფორმაცია არ არის | 15.0 |
Technology Select Sector SPDR Fund (XLK) | ინფორმაცია არ არის | ინფორმაცია არ არის | 20.5 |
- Fortinet Inc.: Fortinet კიბერუსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც კომპანიებს, მომსახურების პროვაიდერებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს ემსახურება. მისი Security Fabric პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მანქანების მასწავლებელ ტექნოლოგიას, იმისთვის, რომ მომხარებლებს კიბერ უსაფრთხო გარემო შესთავაზოს. მსოფლიო მასშტაბით კომპანიას 500 000-ზე მეტი მომხარებელი ჰყავს.
- Nvidia Corp.: NVIDIA აწარმოებს გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU), ეს კომპიუტერული ჩიპია, რომელიც კომპიუტერული გრაფიკისთვისაა შექმნილი. კომპანიის პროდუქტები გამოიყენება როგორც გეიმინგისთვის, ასევე პროფესიონალური ვიზუალიზაციისთვის, საინფორმაციო ცენტრებისთვისა და საავტომობილო ინდუსტრიისთვის.
- Gartner Inc.: ეს კომპანია უკვე მოხვდა ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების სიაში და მასზე ინფორმაცია შეგიძლიათ ზემოთ იხილოთ.
- McAfee Corp.: McAfee კიბერუსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც მომხარებელს ინტეგრირებულ უსაფრთხოებას, კონფიდენციალობასა და ნდობას სთავაზობს. კომპანია იყენებს მანქანების მასწავლებელ ტექნოლოგიასა და ხელოვნულ იტელექტს, იმისთვის, რომ კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების საფრთხეები აღმოაჩინოს. მისი უსაფრთხოების პლატფორმები გვთავაზობს მოწყობილობის უსაფრთხოებას, პრივატულობას, უსაფრთხო Wi-Fi-ს და ონლაინ იდენტობის დაცვას. 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ ის Advent International Corp-ის, Permira Advisers LLC-ს, Crosspoint Capital Partners-ის, Canada Pension Plan Investment Board–ისა და GIC Private Ltd.-ის ინვესტორების ჯგუფს შეუერთდა. ტრანზაქცია, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნახევარში დაიხურება $14 მილიარდად არის შეფასებული.
- Teradata Corp.: Teradata მომხმარებელს მრავალ განყოფილებიან მონაცემების შემნახველ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც კომპანიებს თავიანთ მონაცემებზე რეალურ დროში წვდომისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს-ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას აძლევს. მისი სამიზნე მომხმარებლები ისეთი კომპანიებია, რომლებიც დიდი მასშტაბის მონაცემებს იყენებენ. Teradata მომხმარებელთა ფართო ასორტიმენტს ემსახურება. ესენი არიან: კომუნიკაციების, სინანსური სერვისების, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, სამედიცინო, მოგზაურობისა და ტრანსპორტირების, საცალო და მედია კომპანიები.