• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 გიგანტური დივიდენდური აქცია, რომლის ყიდვა და ფლობაც 2022 წელს ღირს

თებერვალი 17, 2022
in სიახლეები
2 გიგანტური დივიდენდური აქცია, რომლის ყიდვა და ფლობაც 2022 წელს ღირს
გაზიარება

ზოგადად, კომპანიები, რომლებიც დივიდენდებს იხდის, ფინანსურად სტაბილურია – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ანაზღაურებას დროთა განმავლობაში ზრდის. RMB Capital-ის კვლევის თანახმად, 1972-2018 წლების პერიოდში, S&P 500-ის დივიდენდების გადამხდელების აქციების წლიურმა ფასმა 8.8%-ით მოიმატა, ხოლო დივიდენდების არგადამხდელების აქციების წლიური შემოსავალი 2.4% იყო.

Texas Instruments-ს (NASDAQ:TXN) და Union Pacific-ს (NYSE:UNP) დივიდენდების გაზრდის დიდი ისტორია აქვთ და ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ორივე კომპანიის აქციებმა ბაზრის სხვა მონაწილეებზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა – აქციონერებს უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა. მათი შედეგები კი შეიძლება შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

Shareholders
  1. Texas Instruments

Texas instruments არის ნახევრადგამტარების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ანალოგურ ჩიპებზე და ჩაშენებულ პროცესორებზე. ანალოგური ჩიპები აძლიერებს ან რეალური სამყაროს სიგნალებს (მაგალითად, ხმა, წნევა) ციფრულ სიგნალებად გარდაქმნის და ისინი ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში გამოიყენება. ჩაშენებული პროცესორები არის ჩიპები, რომლებიც სპეციფიკური ამოცანისთვის (მაგალითად, ძრავის კონტროლი ელექტრო მანქანებში) არის დაპროექტებული. ჩაშენებული პროცესორები ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობაშია წარმოდგენილი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Texas Instruments ლიდერია ორივე დარგში და ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს მოცემულობა ახლო მომავალში შეიცვალოს. წარმოება, ტესტირება და დაკომპლექტება კომპანიის ფარგლებში ხდება, რასაც დანახარჯების ეკონომიურობა და და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება მოაქვს.

წინა წელს ნახევრადგამტარების დეფიციტი კომპანიისთვის ზურგის ქარი აღმოჩნდა და მას ფანტასტიკური ფინანსური წელი ჰქონდა. შემოსავალი 27%-ით გაიზარდა $18.3 მილიარდამდე და თითო დამატებით აქციაზე შემოსავალი კი – 38%-ით $8.26-მდე. 2004 წლიდან კომპანიამ დივიდენდები წელიწადში 25%-მდე გაზარდა.

მომავალში მსოფლიო კიდევ უფრო ციფრული გახდება და Texas Instruments-ის პროდუქტებზე მოთხოვნაც გაიზრდება. კომპანიას ფართო ასორტიმენტის პორტფელი აქვს –  80 000 პროდუქტის ოდენობით და სხვადასხვა სფეროებში 100 000-ს მომხმარებელს ემსახურება. სწორედ ამიტომ, შეიძლება, ამ კომპანიის აქციებში ინვესტირებამ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდროთ.

Investor
  1. Union Pacific

Union Pacific, შემოსავლის მიხედვით,  ჩრდილოეთ ამერიკაში რკინიგზის მეორე ყველაზე დიდი კომპანიაა. ის ოპერირებს 32 400 მილის სიგრძის სალიანდაგო გზას დასავლეთ აშშ-ის ორ მესამედზე. Union Pacific მექსიკის ყურესა და წყნარი ოკეანის სანაპიროს აერთებს კანადაში, მექსიკასა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე არსებული სალიანდაგო გზებით.

კომპანია დიდ როლს თამაშობს გლობალური მომარაგების ქსელში, რადგან ამარტივებს იმპორტსა და ექსპორტს ისეთი პროდუქტებისა, როგორებიც არის: ავტომობილები, ელექტრონიკა, საკვები პროდუქტები და სამშენებლო ნედლეული.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Union Pacific-ს ბაზარზე რკინის კონკურენტუნარიანი პოზიცია აქვს. Berkshire Hathaway-ის BNSF Railway-სთან ერთად Union Pacific ბაზრის ლიდერია და ნებისმიერს, ვისაც მასთან კონკრურენციის გაწევა მოუნდება, მილიარდების დახარჯვა მოუწევს.

კომპანიის მენეჯმენტმა 2018 წელს ზუსტად დაგეგმილი სარკინიგზო გადაზიდვების (PSR) სტრატეგია წარადგინა. PSR მიზნად ისახავს, ტვირთის უფრო სწრაფად გადაზიდვით, ეფექტიანობა გაზარდოს. კომპანიამ ფული ჩადო ლოკომოტივის მოდერნიზებაში, მატარებლის სიგრძის გაზრდასა და სადგურებში დახარჯული დროის შემცირებაში. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. 2021 წელს შემოსავალი 12%-დან 21.8%-მდე გაიზარდა, ოპერაციული მოგება – 19%-ით $9.3 მილიარდამდე, ხოლო შემოსავალი თითო დამატებით აქციაზე – 26%-ით $9.95-მდე. Union Pacific-ის დივიდენდები 2002 წლიდან წელიწადში 9.9%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მომავალს, ეკონომიკური ზრდა კომპანიისთვის ხელის შემწყობი იქნება. Union Pacific-ის მენეჯმენტს სჯერა, რომ PSR ინიციატივა კომპანიას დიდ წარმატებას მოუტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შემოსავლები და დივიდენდები გაიზრდება. სწორედ ამიტომ გამოიყურება Union Pacific-ში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში ჭკვიანურ გადაწყვეტილებად.

უნდა განახორციელოთ თუ არა $1000-ის ინვესტიცია Texas Instruments-ში ახლა?

გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს გააცნობიერეთ:

ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა იმ 10 კომპანიის სია ინვესტორებისთვის, რომელთა აქციების ყიდვაც, მათი აზრით, მომგებიანია… და Texas Instruments ამ სიაში არ არის.

წინა

ტოპ ტექნოლოგიური კომპანიების აქციები 2022 წლის თებერვლისთვის

შემდეგი

Nvidia-ს შემოსავალმა მე-4 კვარტლის შეფასებებს აჯობა

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
Nvidia-ს შემოსავალმა მე-4 კვარტლის შეფასებებს აჯობა

Nvidia-ს შემოსავალმა მე-4 კვარტლის შეფასებებს აჯობა

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved