• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ამ პატარა ბანკის აქციები ნამდვილი ფარული საგანძურია

მარტი 11, 2022
in სიახლეები
ამ პატარა ბანკის აქციები ნამდვილი ფარული საგანძურია
გაზიარება

საცალო ინვესტორების უმეტესობა საბანკო სექტორს თვალყურს არ ადევნებს, თუ არ ჩავთვლით ძირითად ბანკებს, როგორებიც არის Wells Fargo და Bank of America. ეს სექტორი არ გვათავაზობს ისეთ მღელვარებას, როგორც სხვები და 2008 წლის დიდი რეცესიის გამოსწორებას მისთვის მრავალი წელი დასჭირდა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აშშ-ში 4800-ზე მეტი ბანკია, რომელთაგან დაახლოებით 600-ის აქციები ბაზარზე საჯაროდ მიმოიქცევა, ამ სექტორში ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საბანკო ინდუსტრიაში დამალული ძვირფასი ქვა არის Hingham Institution for Savings – ბანკი $3.4 მილიარდის აქტივებით. მისი სათაო ოფისი ჰინჰემში (მასაჩუსეტსი) მდებარეობს. თქვენ, შეიძლება, არასოდეს გსმენიათ ჰინჰემის შესახებ, მაგრამ ამ ბანკმა, მას შემდეგ, რაც 1988 წელს საჯარო გახდა, ინვესტორებს 6,000%-ის ოდენობით შემოსავალი მოუტანა.

ძალიან მარტივი ბიზნესი

აშშ-ში საბანკო საქმე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ბიზნესია. ზოგიერთი ადამიანი ამ სექტორს სასაქონლო ბიზნესსაც კი ადარებს, რადგან გარკვეული პროდუქტები, შეიძლება, მსგავსი იყოს და უმეტესი ბანკების აქციები ბაზრის ციკლის განმავლობაში ერთნაირი მოძრაობებით ხასიათდება.

იმისათვის, რომ გამორჩეულიყო როგორც ბანკი, ბევრმა ნიშა ინდუსტრიებისთვის უნიკალური მომსახურების შეთავაზება სცადა. მრავალმა ბანკმა შეიმუშავა სტრატეგია – „საბანკო საქმე, როგორც მომსახურება“, რომლის ფარგლებშიც ისინი არასაბანკო კომპანიებს საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს ფინანსური მომსახურება შეთავაზონ.

მაგრამ გარეგნულად, Hingham ჰგავს სტანდარტულ ბანკს, რომელიც გთავაზობთ ტიპურ ფინანსურ მომსახურებას, როგორიც არის კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების დაკრედიტება და სხვა სადეპოზიტო პროდუქტები.

Hingham სპეციალიზირებულია რამდენიმე სექტორში, მათ შორის სამთავრობო და არაკომერციულ საბანკო საქმეში. მას ასევე აქვს განყოფილება თავის ვებ-გვერდზე დამწყები საბანკო საქმიანობისთვის (სექტორი, რომელიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს) და სპეციალიზებული სადეპოზიტო ჯგუფი, რომელიც უმსხვილესი კლიენტებისთვის, პრაქტიკულად საკომისიოს გარეშე, ციფრული გამოცდილების შექმნაზე არის ორიენტირებული.

საინტერესოა, რომ თუ Hingham-ის ყოველწლიურ სლაიდ პრეზენტაციას გადავხედავთ, შევხვდებით სლაიდს წარწერით „რას არ ვაკეთებთ ჩვენ“. მათ შორის, რასაც ბანკი არ აკეთებს არის კომერციული და სამრეწველო დაკრედიტება, სამომხმარებლო დაკრედიტება, ქონებისა და ინვესტიციების მართვა და დაზღვევა. ბევრი ბანკი ამ საქმიანობას შემოსავლების შემდეგი დივერსიფიკაციისთვის აწარმოებს, მაგრამ Hingham მხოლოდ საფუძვლებზეა ორიენტირებული.

Different Vision

გამორჩეული ეფექტიანობა

საბანკო ინვესტორებისთვის საკვანძო მეტრიკული მაჩვენებელი არის ეფექტიანობის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს ბანკის მთლიან ხარჯებს, რომლებიც მთლიანი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლით გამოიხატება. რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია. თუ ბანკს 60%-ის ტოლი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ყოველ დახარჯულ $0.60-ზე ის იღებს შემოსავალს $1-ის ოდენობით. სასურველი მაჩვენებელი აქტივების ზომისა და ბიზნეს მოდელის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ, ზოგადად, ინვესტორების უმეტესობა გეტყვით, რომ 60%-მდე ეფექტიანობის კოეფიციენტი, საკმაოდ კარგია.

2021 წელს Hingham-ის ეფექტიანობის კოეფიციენტი წარმოუდგენელი იყო – 21.3%. 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 25.4%-ს შეადგენდა. გასაოცარი ის არის, რომ ეფექტიანობის კოეფიციენტის გაუმჯობესება Hingham-მა 2021 წელს მოახერხა, მაშინ, როდესაც ბანკების უმეტესობა ხელფასების ინფლაციის ფონზე მზარდი ხარჯების პრობლემის წინაშე დადგა. 2021 წელს ბანკის საოპერაციო ხარჯები მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა. ამავდროულად, მთლიანმა შემოსავალმა თითქმის 25%-ით მოიმატა.

Hingham-ის მენეჯმენტი ასევე ორიენტირებულია ხარჯების მკაცრად მართვაზე. ბოლო წლიურ ანგარიშში, რობერტ და პატრიკ გოგენებმა (ოჯახი, რომელიც ბანკს მართავს) განაცხადეს, რომ დანაკარგების აღმოფხვრა ბანკის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება.

2021 წელს Hingham-მა აქტივებზე 2.25%-იანი ანაზღაურება (ROA) გამოიმუშავა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად კარგად გამოიყენა ბანკმა აქტივები მოგების მისაღებად. საბანკო საქმეში, 1%-იანი ROA, ჩვეულებრივ, ძლიერ მაჩვენებლად მიიჩნევა. გარდა ამისა, Hingham-ის მოგებამ საშუალო კაპიტალზე 20.6% შეადგინა. ეს ორივე რიცხვი ფენომენალურია, განსაკუთრებით ასეთი მცირე ბანკისთვის. შედეგად, Hingham-მა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნება სპეციალური დივიდენდების მეშვეობით შეძლო.

ბანკის ძლიერმა, თანმიმდევრულმა შემოსავალმა, წლების განმავლობაში საკრედიტო ხარისხთან ერთად, პრემიუმ შეფასება განაპირობა.

შეიძინეთ სრულყოფილება

მიუხედავად იმისა, რომ Hingham-ის აქციები არ არის იაფი, მათი შეძენით თქვენ ნამდვილ სრულყოფილებას ყიდლობთ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბანკმა მოახერხა ნეტო-კაპიტალის ღირებულება წლიური 16%-იანი ზრდის ტემპით გაეზარდა. Hingham სულაც არ აკეთებს რაიმე განსაკუთრებულად თვალწარმტაცს, მაგრამ ის შესანიშნავად მართავს ხარჯებს და თავის ძირითსაად საბანკო ოპერაციებს სხვებზე უკეთ აწარმოებს. სწორედ ამიტომ არის Hingham Institution for Savings ნამდვილი ფარული საგანძურია საფონდო ბირჟაზე.

წინა

შვეიცარია – ადგილი, რომელსაც ინფლაცია არ შეხებია

შემდეგი

S&P 500-ის ტოპ 4 აქცია დივიდენდებით

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
S&P 500-ის ტოპ 4 აქცია დივიდენდებით

S&P 500-ის ტოპ 4 აქცია დივიდენდებით

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved