• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

S&P 500-ის ტოპ 4 აქცია დივიდენდებით

მარტი 11, 2022
in სიახლეები
S&P 500-ის ტოპ 4 აქცია დივიდენდებით
გაზიარება

S&P 500-ში ასობით დივიდენდების გადამხდელი აქცია ერთიანდება. ბოლო დროს ეს აქციები ისეთი შემოსავლიანობით არ ხასიათდება, როგორც ადრე. ბაზრის შეფასება, მიუხედავად ბოლოდროინდელი შემცირებისა, ყველა დროის მაქსიმუმებთან ჯერ კიდევ ახლოსაა. S&P 500-ის აქციების საშუალო დივიდენდური სარგებელი ამჟამად მხოლოდ 1.41%-ს შეადგენს.

ეს სარგებელი საკმაოდ მოკრძალებულია და ის მხოლოდ ოდნავ აღემატება შემოსავალს, რომელიც შეგიძლიათ ერთწლიანი საზახიზო ობლიგაციებისგან მიიღოთ – 1.13%. ინვესტორებისთვის, რომელთა მიზანი არის თავიანთი პორტფელის დივიდენდური შემოსავლის გაზრდა, მნიშვნელოვანია ისეთი ინდივიდუალური აქციების მოძებნა, რომლებსაც მაღალი დივიდენდური შემოსავალი გააჩნია.

ამ სტატიაში გაეცნობით S&P 500-ის ოთხ მთავარ დივიდენდის გადამხდელ აქციას, რომლის შეძენაც, შეიძლება, ინვესტორებმა პორტფელის შესავსებად მოისურვონ.

Reviewing Alternatives
  1. Altria Group

Altria Group არის აშშ-ში თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი გამყიდველი, რომელიც ყველაზე გაყიდვად ბრენდს – Marlboro-ს. სიგარეტის გარდა კომპანია ყიდის Copenhagen საღეჭ თამბაქოს, Black & Mild სიგარებს და On!-ს (ნიკოტინის შეკვრა თამბაქოს ფოთლების გარეშე). და ბოლოს, კომპანიას აქვს სამი სტრატეგიული ინვესტიცია Anheuser Buch-ში, Juul Labs-სა და Cronos Group-ში.

Altria Group-ის წლიური დივიდენდი თითო აქციისთვის $3.60-ს შეადგენს, რაც კომპანიის წლიური თავისუფალი ფულადი ნაკადით (FCF), რომელიც თითო აქციაზე $4.46-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიგარეტის მოხმარება შემცირდა, კომპანიები, როგორებიც არის Aria Group, ახერხებს შეინარჩუნოსდა გაზარდოს ფულადი ნაკადები ფასების მუდმივი ზრდითა და ზიანის შემცირების კატეგორიებში ინვესტირებით. თუ ფიქრობთ, რომ ერთ აქციაზე FCF-ის ზრდა შეიძლება გაგრძელდეს, Astria შეძლებს ყოველწლიურად დივიდენდების არსებული დონის შენარჩუნებას ან გაზრდას. მიმდინარე ფასებით, კომპანია შეძლებს ინვესტორებს ყოველწლიურად 7%-იანი შემოსავალი მოუტანოს.

  1. Lumen Technologies

Lumen Technologies-ს, სიაში ყველაზე მაღალ დივიდენდურ შემოსავლებთან ერთად, ყველაზე გაურკვეველი მომავალიც აქვს. ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებზე ფართოხაზოვან ქსელებს, სატელეფონო გეგმებსა და სხვა ციფრულ სერვისებს ყიდის. სხვა ფართოზახოვანი და ინტერნეტ პროვაიდერების მსგავსად, Lumen-საც თავისი ბოლო რგოლის მომხმარებლებისგან საკმაოდ თანმიმდევრული მოთხოვნა აქვს. მაშინ რა არის პრობლემა? ერთი სიტყვა: ვალი.

ამ მომენტისთვის, Lumen Technologies-ს აქვს $29 მილიარდის ტოლი ვალი, მხოლოდ $354 მილიონის ოდენობით ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები აქვს. კომპანია წელიწადში $3.6 მილიარდის ტოლ ფულადი სახსრების ნაკადს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ვალის დატვირთვის მაჩვენებელი (ამ ჯილდოს მფლობელი ჩვენი შემდეგი კომპანიაა) გრძელვადიანი დავალიანების მოცულობა, მის ყოველწლიურ ფულად ნაკადთან შედარებით ცოტა შემაშფოთებელია. თუ ბიზნესი ოდნავ მაინც დაბრკოლდება ან საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზრდება (რაც Lumen-ის საპროცენტო ხარჯს გაზრდის) კომპანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

თუ თქვენ მზად ხართ, უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად, საკუთარ თავზე ცოტა მეტი რისკი აიღოთ, Lumen-ის აქციები თქვენთვის შესაფერისია.

  1. AT&T

AT&T არის აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი უკაბელო ტელეფონების, ინტერნეტის/ბოჭკოვანი და  გასართობი ვიდეო კონტენტის შემქმნელი კომპანია. 2021 წლის ბოლოს AT&T-ს ჰყავდა 67.3 მილიონი ფასიანი ტელეფონის აბონენტი, 6 მილიონი ბოჭკოვანი ინტერნეტის გამომწერი და 73.8 მილიონი ვიდეო აბონენტი HBO-ის სერვისებით. ამ მსხვილმა მიმართულებებმა (განსაუთრებით უკაბელო ტელეფონების ბიზნესმა), 2021 წელს კომპანია $28.6 მილიარდის მოცულობით თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავებამდე მიიყვანა. ეს არის საწვავი მისი $2.08-იანი წლიური დივიდენდისთვის, რომ ამ მდგომარეობით 8.9%-იან შემოსავალს იძლევა.

Lumen Technologies-ის მსგავსად, AT&T-ს აქვს დიდი მოცულობით გრძელვადიანი დავალიანება, უფრო ზუსტად – $179 მილიონი. ეს შეიძლება შემაძრწუნებელი ჩანდეს, მაგრამ კომპანია გეგმავს შეამციროს ამ სესხის რისკის ნაწილი Warner Media-ის (რომელსაც HBO ფლობს) Discovery-ით ჩანაცვლებით. გარიგება AT&T-ს დაახლოებით $43 მილიარდის მოცულობით ნაღდ ფულსა და  სავალო ფასიან ქაღალდებს მოუტანს.

ამი შემდეგ AT&T უფრო მცირე კომპანია იქნება (აქციონერებს Warner Discovery-ის ახალი აქციების ფლობის შესაძლებლობა ექნებათ) და ტრანზაქციების დახურვის შემდეგ მენეჯმენტი წლიური დივიდენდების შემცირებას გეგმავს. თუმცა დარჩენილმა კომპანიამ მაინც უნდა შეძლოს ინვესტორებისთვის მყარი დივიდენდური შემოსავლის მოტანა. ამას ხელს კომპანიის უკაბელო და ბოჭკოვანი ინტერნეტის მიმართულება შეუწყობს.

  1. Chevron

ჩვენს სიაში ბოლო არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანია მსოფლიოში – Chevron. კომპანიის საქმიანობა ნავთობის წარმოებას, დამუშავებასა და შემდეგ მომხმარებლებზე გაყიდვას მოიცავს. გასული ათწლეულის განმავლობაში FCF ცოტა არარეგულარული იყო, მაგრამ ბოლო 12 თვის განმავლობაში, პანდემიური დაბალი მაჩვენებლების დაბალანსების ფონზე, $21 მილიარდს მიაღწია.

მსოფლიოში ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ზრდის გამო, Chevron-ის აქციების ფასი ახალხან გაიზარდა. ამან მისი დივიდენდური სარგებელი 3.4%-მდე შეამცირა. ეს მაჩვენებელი S&P 500-ის საშუალო აქციებთან შედარებით მაღალია, თუმცა ამ სტატიაში ჩამოთვლილ კომპანიებს გაცილებით ჩამორჩება. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ნავთობის მაღალი ფასები შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ Chevron მომდევნო წლებში დივიდენდებს გაზრდის. ეს კი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ამ ნავთობკომპანიის აქციებს პოტენციურად მომგებიან ინვესტიციად აქცევს.

წინა

ამ პატარა ბანკის აქციები ნამდვილი ფარული საგანძურია

შემდეგი

„ნუ დააბრუნებთ რუსეთს 1917-ში!”- პოტანინი რუსეთს აფრთხილებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
„ნუ დააბრუნებთ რუსეთს 1917-ში!”- პოტანინი რუსეთს აფრთხილებს

„ნუ დააბრუნებთ რუსეთს 1917-ში!”- პოტანინი რუსეთს აფრთხილებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved