ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში S&P 500 12%-ით დაეცა და bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ინდექსი ამჟამად წლის დასაწყისიდან 12%-ით არის შემცირებული, მაგრამ, შესაძლოა, ჰორიზონტზე კიდევ უფრო მეტი ზარალი იყოს.
თუ თქვენს აქციებს გაყიდით, ბაზრის საბოლოო აღდგენიდან სარგებელს ვეღარ მიიღებთ. მოდით, გავეცნოთ სამ ყველაზე გავრცელებულ გზას, რომლის საშუალებითაც bear market ძალიან მძლავრ ცდუნებას ქმნის.
- ბაზრის ბოლო გამარჯვებულების განადგურება
ყველაზე თვალსაჩინო გზა, რომლითაც bear market სავარაუდოდ ინვესტორების გადაწყვეტილებას გამოცდის, არის იმ კომპანიების აქციების განადგურება, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბაზრის გამარჯვებულებად ითვლებოდა. მაგალითად ავიღოთ Moderna. ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი აქციების ფასი 53.6%-ით დაეცა, მიუხედავად ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ გამომუშავებული 1,430%-იანი ანაზღაურებისა.
მიუხედავად ამისა, არ არსებობს საფუძველი, ვიეჭვოთ, რომ Moderna-ს შეძენის საინვესტიციო თეზისი bear market-ის დაწყებიდან დღემდე შეიცვალა. თუმცა, აქციების ფასების ასეთი შემცირება, სავარაუდოდ, ბევრ ინვესტორს გაუჩენს პოზიციების გაყიდვის სურვილს. მოსალოდნელია, რომ ბევრი ინვესტორი ასეც მოიქცევა და, შესაძლოა, მათ ამ პროცესში ბაზრის საუკეთესო დღეები გამოტოვონ. ქვემოთ მოცემული ფოტო კი ნათვლად გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდი ზარალის მოტანა შეუძლია ბაზრის საუკეთესო დღეები გამოტოვებას.
- ინვესტორების ცუდი ახალი ამბებით დაბრკოლება
Bear ბაზრები, როგორც წესი, პესიმიზმის ყოვლისმომცველი ჭაობით ხასიათდება. ირგვლივ მუდამ ნეგატიური ამბები ისმის, ინვესტორები წინასწარმეტყველებენ, რომ ყველაფერი გაუარესდება და ა. შ.
ამ შემთხვევაში თქვენ ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადადგათ და დაფიქრდეთ. ბევრი კომპანიისთვის, ბაზრის ან ეკონომიკის შესახებ ნეგატიური სათაურები, მათ მიერ შემოსავლების გამომუშავებისა და ეფექტური კონკურენციის უნარების თვალსაზრისით რელევანტური არ არის. სხვებისთვის, გარემო მოვლენები ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც სავსებით შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს გადაჭარბებულ რეაგირებას, როდესაც საქმე საპასუხოდ აქციების ფასების კორექციას ეხება. ასეთი ნეგატიური ახალი ამბებისგან გათავისუფლება თქვენი გადაწყვეტილების უწყვეტად შესანარჩუნებლად შესანიშნავი გზაა, თუმცა აქ მთავარია, რომ პირველ რიგში, აქციების შეძენისას თქვენი გადაწყვეტილება საფუძვლიან კვლევებზე დაყრდნობით იყოს მიღებული. შენარჩუნების გადაწყვეტილება კი უნდა მიიღოთ მაშინ, როდესაც ბიზნესის საფუძველში უარესობისკენ არაფერი იცვლება.
- ფიქრი, რომ ძველი საინვესტიციო წესები და სტრატეგიები სასარგებლო აღარ არის
ნეგატიური სიახლეების რეგულარულ ნაკადთან ერთად, bear ბაზრები ხშირად წარმოქმნის ახალ დამაჯერებელ ნარატივებს, რომელთა მიხედვითაც, ბაზარზე მდგომარეობა შეცვალა და ის ინვესტორები, რომლებიც თავიანთი მიდგომების განახლებაზე უარს იტყვიან, დამარცხდებიან. მართალია, წარმატებული მოკლევადიანი სტრატეგიები ცვალებად პირობებს უნდა მოერგოს, მაგრამ თუ ინვესტირებას ძირითადად გრძელვადიან პერიოდში ახორციელებთ, დიდი შანსია, რომ თქვენი აქციების შენარჩუნება უფრო გამოგადგებათ, ვიდრე რადიკალურად განსხვავებული მიდგომების დანერგვა.