აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია $5 მილიარდზე მეტს ჩადებს ნახევარგამტარებთან დაკავშირებულ განვითარებაში, რათა გააძლიეროს ამერიკის ჩიპების ინდუსტრია იმის ფონზე, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიურ აპარატურაზე მოთხოვნა იზრდება.
პარასკევს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თანხა მოხმარდება ნახევარგამტარების კვლევასა და განვითარებას (R&D), ასევე ინდუსტრიაში სამუშაო ძალის განვითარებას. განცხადება არის უახლესი ეტაპი 2022 წლის CHIPS & Science აქტისა, რომელმაც აშშ-ში ჩიპების წარმოების მხარდასაჭერად ამერიკის ისტორიაში უმსხვილესი საჯაროდ დაფინანსებული R&D პროგრამა შექმნა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
„ეს ინვესტიციები აძლიერებს აშშ-ის ლიდერობას ნახევარგამტარების კვლევასა და განვითარებაში, ამცირებს ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის დროსა და ხარჯებს, აუმჯობესებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამ სექტორის სპეციალისტებისთვის შესაფერის სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს“ — ნათქვამია აშშ-ის მთავრობის განცხადებაში.
თეთრმა სახლმა, CHIPS & Science აქტის საფუძველზე, პირველი გრანტი 2023 წლის დეკემბერში გასცა. თავდაცვის კონტრაქტორმა — BAE Systems-მა $35 მილიონი მიიღო ნაშუაში, ნიუ-ჰემფშირის დაძველებული ქარხნის მოდერნიზებისთვის. იმ დროისათვის, ამ ნაბიჯის შემდეგ გაიზარდა ისეთი ჩიპების მწარმოებლების აქციების ფასები, როგორებიც არის Intel და AMD.
გასულ თვეში, კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ $162 მილიონის ოდენობით გრანტს გასცემენ Microchip Technology-ზე ჩიპების წარმოების გასაძლიერებლად.
აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეების შემდეგ, პარასკევს, გაიზარდა ისეთი კომპანიების აქციების ფასები, როგორებიც არის Intel, AMD და Nvidia.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.