• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-ში ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა

სექტემბერი 13, 2024
in სიახლეები
აშშ-ში ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა
გაზიარება

ეკონომისტები აცხადებენ, რომ აშშ-ში აგვისტოში სამომხმარებლო და საბითუმო ფასები საკმარისად ნელი ტემპით გაიზარდა იმისთვის, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკისგან (Fed) ამ თვეში გასამართ შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას კვლავ მოველოდეთ.

2024 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) თვიურად 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო მისი წლიური ზრდა, ივლისთან შედარებით, 2.9%-დან 2.5%-მდე შემცირდა. ეს არის ყველაზე მცირე წლიური ზრდა 2021 წლის თებერვლის შემდეგ და მიუთითებს იმაზე, რომ ინფლაციის დონე Fed-ის 2%-იანი სამიზნე მაჩვენებლისკენ მიემართება.

თუმცა საიჯარო ინფლაციის ზრდის ტემპი ხელახლა დაჩქარდა — თავშესაფრის ხარჯები აგვისტოში თვიურად 0.5%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ძირითად“ ინფლაციას, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს. ეს მაჩვენებელი აგვისტოში თვიურად 0.3%-ით გაიზარდა, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — 0.2%-იან მატებას. თუმცა „ძირითადი“ ინფლაციის წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა და ეს მაჩვენებელი მოლოდინებს შეესაბამება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლების თქმით, „ძირითადი“ ინფლაციის ზრდა იჯარის ხარჯების აღმასვლამ გამოიწვია.

გარდა ამისა, გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, საბითუმო გაყიდვების ფასები აგვისტოში თვიურად ასევე 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის იმავე თვესთან შედარებით კი, მწარმოებელთა ფასების ინდექსმა (PPI) 1.7%-ით მოიმატა. შედარებისთვის, ივლისში ამ მაჩვენებლის წლიურმა ზრდამ 2.2% შეადგინა.

ეკონომისტების თქმით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული ინფლაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ფასები ზოგიერთი მიმართულებით ამაღლებული რჩება, თუმცა მთლიანობაში ინფლაციის დონე კვლავ Fed-ის სამიზნე მაჩვენებლისკენ მიემართება. PPI ინდექსის გუშინდელმა ანგარიშმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ეკონომისტებისა და ტრეიდერების პროგნოზი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი მიმდინარე თვეში გასამართ შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთებს მეოთხედი პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ოფიციალური პირები ინფლაციის მაჩვენებლებს ყურადღებით აკვირდებიან. ისინი, საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების შემცირებამდე, ეძებენ დამატებით მტკიცებულებებს იმისა, რომ ფასების ზეწოლა კონტროლის ქვეშ არის. Fed საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმუმზე ინარჩუნებს, რათა ხელი შეუშალოს მოსახლეობის დანახარჯების ზრდას და დათრგუნოს მაღალი ინფლაცია მთელ ეკონომიკაში მიწოდებისა და მოთხოვნის გადაბალანსებით.

შეგახსენებთ, რომ მაღალი განაკვეთები ანელებს ეკონომიკას და ამცირებს ინფლაციას სესხების აღების და ხარჯვის შეზღუდვით, მაგრამ ამ დროს თავს იჩენს რეცესიის გამოწვევის რისკი.

წინა

Microsoft Xbox-ის განყოფილებიდან 650 თანამშრომელს ათავისუფლებს

შემდეგი

როგორ შევარჩიოთ მზარდი აქციები?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შევარჩიოთ მზარდი აქციები?

როგორ შევარჩიოთ მზარდი აქციები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved