• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

საუკეთესო კომპანიები, რომელში ინვესტირებაც ღირს: 2022 წლის მონაცემები

აპრილი 29, 2022
in სიახლეები
საუკეთესო კომპანიები, რომელში ინვესტირებაც ღირს: 2022 წლის მონაცემები
გაზიარება

კომპანიის აქციების ყიდვა ძირითადი ბიზნესის ნაწილის ფლობას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ შეძენილი აქციების უკან მდგომი ბიზნესის ხარისხი გესმოდეთ.

საუკეთესო კომპანიები, როგორც წესი, თქვენს მოლოდინებს აჭარბებს. ისინი აღმოაჩენენ ისეთ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებზეც, შესაძლოა, თქვენ არასოდეს გიფიქრიათ ან რომელთა განხორციელებასაც ინდივიდუალურად ვერ შეძლებდით. დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ასეთი კომპანიები ღირებულების მნიშვნელოვნად ზრდას ახერხებენ.

გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო სავარაუდოა, რომ მაღალი ხარისხის კომპანიებში ინვესტირება უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ბაზრის მოძრაობებისა და დაბალი ხარისხის ბიზნესების ხანმოკლე ბუმის დევნა. შესაბამისად, ამ სტატიაში მოცემულია ძლიერი კომპანიები, რომლებიც ბაზარზე მტკიცედ არიან პოზიციონირებულნი იმისთვის, რომ დროის გამოცდას გაუძლონ.

რა აქცევს კომპანიას „საუკეთესოდ“ ?

საუკეთესო გრძელვადიანი ინვესტიციების პოვნის ერთ-ერთი გასაღები არის ისეთი კომპანიების შერჩევა, რომლებსაც კონკურენციაზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. ლეგენდარულმა ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა გამოიგონა ტერმინი – „ეკონომიკური თხრილი“, რომელიც კომპანიის მიერ კონკურენტების შეკავების უნარზე მიუთითებს.

სავარაუდოა, რომ ამ სტატიაში მოცემული კომპანიები ინვესტორებისთვის საიმედო ანაზღაურების მოტანას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარალელურად ინვესტიციებს საკუთარ ზრდაში დებენ. მათი კონკურენტული უპირატესობაც ასევე სტაბილური და მზარდია.

კომპანიის ხანგრძლივი მოღვაწეობა და კონკურენტული უპირატესობა არსებითად დაკავშირებულია მდგრადობასთან, შესაბამისად, ამ სტატიაში მოცემული ანალიზი ითვალისწინებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) მოსაზრებებს. საუკეთესო კომპანიებს აქვთ ბიზნეს მოდელები, რომლებიც ESG საკითხებში ეფექტურად ნავიგაციის საშუალებას იძლევა. ძალიან დიდი რისკის აღებამ, შეიძლება, მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშაოს, მაგრამ ეს ტაქტიკა კომპანიას გრძელვადიან წარმატებას არ მოუტანს.

კომპანიებს, რომლებიც სიაში მოხვდნენ, გააჩნიათ პროგნოზირებადი ფულადი ნაკადები. მათი მმართველი გუნდები, ფულის განკარგვისა და ინვესტირების კუთხით, საზრიან გადაწყვეტილებებს იღებენ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დღეს ამ სტატიაში მოცემული თითოეული კომპანიის აქციები უნდა შეიძინოთ. ყველაზე დიდი კომპანიაც კი, შეიძლება, ცუდი ინვესტიცია იყოს, თუ მისთვის ზედმეტს გადაიხდით. სიაში მოცემული ბევრი კომპანიის აქციების ფასები მათ რეალურ ღირებულება აჭარბებს, ამიტომ, შესაძლოა, ახლა ყიდვისთვის შესაფერისი დრო არ იყოს. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიების სამეთვალყურეო სიაში დამატება ნამდვილად ღირს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში კომპანიები ეკონომიკური სექტორების მიხედვით არის დაჯგუფებული.

სამომხმარებლო კომპანიები (თავდაცვითი)

სამომხმარებლო კომპანიები არიან ბრენდები, რომლებიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო და პერსონალურ პროდუქტებს, საკვებს და სასმელს. ეს სექტორი ასევე მოიცავს ფასდაკლების მაღაზიებს.

ეს კომპანიები უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც მომხმარებლებს ყოველთვის სჭირდებათ, ამიტომ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები, როგორიც არის ვარდნა, ამ სექტორზე დიდ გავლენას არ ახდენს. სწორედ ამაში მდგომარეობს ტერმინ „თავდაცვითის“ განმარტება.

შენიშვნა: ESG რისკის რეიტინგის განსაზღვრა:

***** – უმნიშვნელო

**** – დაბალი

*** – საშუალო

** – მაღალი

* – ძალიან მაღალი

    კომპანიის დასახელება   ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker)       სექტორი     ბიზნესის ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)     ESG რისკის რეიტინგი
Walmart Inc WMT სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 409,795.02 ***
Procter & Gamble Co PG სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 366,271.64 ***
Nestle SA NSRGY სამომხმარებლო (თავდაცვითი) შვეიცარია 359,276.77 ***
Coca-Cola Co KO სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 268,769.69 ***
Costco Wholesale Corp COST სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 255,230.71 ***
PepsiCo Inc PEP სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 231,528.15 *****
Diageo PLC DEO სამომხმარებლო (თავდაცვითი) გაერთიანებული სამეფო 117,109.02 *****
Unilever PLC UL სამომხმარებლო (თავდაცვითი) გაერთიანებული სამეფო 116,203.74 ***
Anheuser-Busch InBev SA/NV BUD სამომხმარებლო (თავდაცვითი) ბელგია 105,205.08 ***
The Estee Lauder Companies Inc EL სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 97,672.07 ***
Mondelez International Inc MDLZ სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 86,831.73 ***
Colgate-Palmolive Co CL სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 63,742.20 ***
Reckitt Benckiser Group PLC RBGLY სამომხმარებლო (თავდაცვითი) გაერთიანებული სამეფო 54,764.87 ***
Ambev SA ABEV სამომხმარებლო (თავდაცვითი) ბრაზილია 50,784.42 ***
The Hershey Co HSY სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 44,526.71 ***
Constellation Brands Inc STZ სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 43,250.30 ***
Brown-Forman Corp BFB სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 31,376.55 ***
McCormick & Co Inc MKC სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 26,757.60 ***
Clorox Co CLX სამომხმარებლო (თავდაცვითი) აშშ 17,108.73 ***

ფინანსური მომსახურების კომპანიები

ფინანსური მომსახურების სექტორი მოიცავს ბანკებს, აქტივების მენეჯერებს, ფინანსური კვლევებისა და მონაცემთა კომპანიებს, საკრედიტო მომსახურებას, საინვესტიციო საბროკერო ფირმებს, საფონდო ბირჟებს და სადაზღვევო კომპანიებს. ამ სექტორის ბევრი კომპანია ეკონომიკურად მგრძნობიარეა.

    კომპანიის დასახელება   ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker)       სექტორი     ბიზნესის ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)     ESG რისკის რეიტინგი
Berkshire Hathaway Inc BRK.B ფინანსური მომსახურება აშშ 779.542.32 ****
Visa Inc V ფინანსური მომსახურება აშშ 480,252.86 ****
JPMorgan Chase & Co JPM ფინანსური მომსახურება აშშ 400,749.48 ***
Mastercard Inc MA ფინანსური მომსახურება აშშ 349,330.53 ****
Bank of America Corp BAC ფინანსური მომსახურება აშშ 332,433.32 ***
Wells Fargo & Co WFC ფინანსური მომსახურება აშშ 184,224.98 **
Royal Bank of Canada RY ფინანსური მომსახურება კანადა 156,179.92 ****
The Toronto-Dominion Bank TD ფინანსური მომსახურება კანადა 144,096.00 ***
S&P Global Inc SPGI ფინანსური მომსახურება აშშ 142,343.48 ****
American Express Co AXP ფინანსური მომსახურება აშშ 141,613.03 ****
BlackRock Inc BLK ფინანსური მომსახურება აშშ 116,186.24 ***
CME Group Inc CME ფინანსური მომსახურება აშშ 85,492.26 ****
U.S Bancorp USB ფინანსური მომსახურება აშშ 78,929.80 **
Intercontinental Exchange Inc ICE ფინანსური მომსახურება აშშ 74,044.79 ****
Moody’s Corporation MCO ფინანსური მომსახურება აშშ 62,548.12 ****
MSCI Inc MSCI ფინანსური მომსახურება აშშ 40,868.01 ****
T. Rowe Price Group Inc TROW ფინანსური მომსახურება აშშ 34,442.59 ****
Nothern Trust Corp NTRS ფინანსური მომსახურება აშშ 24,215.07 ***
Tradeweb Markets Inc TW ფინანსური მომსახურება აშშ 20,575.67 ****

ჯანდაცვის კომპანიები

ჯანდაცვა კიდევ ერთი სექტორია, რომელიც, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ძირითადად, სტაბილურია. ეს სექტორი მოიცავს კომპანიებს ბიოტექნოლოგიის, დიაგნოსტიკისა და კვლევის, მედიკამენტების წარმოებისა და ჯანმრთელობის საინფორმაციო სერვისების სფეროში.

ბევრი მაღალი ხარისხის ჯანდაცვის კომპანია, რომელიც ქვემოთ მოცემულ სიაში მოხვდა, მედიკამენტებს აწარმოებს და პატენტები მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

    კომპანიის დასახელება   ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker)       სექტორი     ბიზნესის ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)     ESG რისკის რეიტინგი
Johnson & Johnson JNJ ჯანდაცვა აშშ 466,046.75 ***
Roche Holding AG RHHBY ჯანდაცვა შვეიცარია 345,747.32 ***
Pfizer Inc PFE ჯანდაცვა აშშ 292,385.28 ***
Eli Lilly and Co LLY ჯანდაცვა აშშ 272,723.65 **
Novo Nordisk A/S NVO ჯანდაცვა დანია 255,579.73 ***
Thermo Fisher Scientific Inc TMO ჯანდაცვა აშშ 231,203.73 ****
Merck & Co Inc MRK ჯანდაცვა აშშ 207,451.37 ***
AstraZeneca PLC AZN ჯანდაცვა გაერთიანებული სამეფო 206,222.87 ***
Novartis AG NVS ჯანდაცვა შვეიცარია 196,683.97 ****
Bristol-Myers Squibb Co BMY ჯანდაცვა აშშ 155,203.54 ***
Medtronic PLC MDT ჯანდაცვა აშშ 148,843.77 ***
Amgen Inc AMGN ჯანდაცვა აშშ 129,079.84 ***
Sanofi SA SNY ჯანდაცვა საფრანგეთი 128,926.67 ***
GlaxoSmithKline PLC GSK ჯანდაცვა გაერთიანებული სამეფო 110,003.42 ****
Stryker Corp SYK ჯანდაცვა აშშ 100,978.11 **
Zoetis Inc ZTS ჯანდაცვა აშშ 88,873.13 ****
Gilead Sciences Inc GILD ჯანდაცვა აშშ 74,656.53 ***
Agilent Technologies Inc A ჯანდაცვა აშშ 39,714.00 ****
Veeva Systems Inc VEEV ჯანდაცვა აშშ 32,795.11 ****
Zimmer Biomet Holdings Inc ZBH ჯანდაცვა აშშ 26,775.28 ***
Waters Corp WAT ჯანდაცვა აშშ 18,783.44 ****

სამრეწველო კომპანიები

სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს, ხელსაწყოებს და სამრეწველო პროდუქტებს. იგი ასევე მოიცავს საჰაერო კოსმოსურ და თავდაცვით კომპანიებს და სატრანსპორტო მომსახურებას.

    კომპანიის დასახელება   ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker)       სექტორი     ბიზნესის ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)     ESG რისკის რეიტინგი
Union Pacific Corp UNP მრეწველობა აშშ 171,681.62 ***
Honeywell International Inc HON მრეწველობა აშშ 133,381.03 ***
Lockheed Martin Corp LMT მრეწველობა აშშ 117,648.15 ***
Canadian National Railway Co CNI მრეწველობა კანადა 94,001.35 ****
3M Co MMM მრეწველობა აშშ 84,738.31 **
CSX Corp CSX მრეწველობა აშშ 81,587.83 ***
Canadian Pacific Railway LTD CP მრეწველობა კანადა 76,838.01 ****
Norfolk Southern Corp NSC მრეწველობა აშშ 73,971.48 ***
Northrop Grumman Corp NOC მრეწველობა აშშ 69,633.88 ***
General Dymanics Corp GD მრეწველობა აშშ 67,080.95 **
Waste Management Inc WM მრეწველობა აშშ 65,802.83 ****
ABB Ltd ABB მრეწველობა შვეიცარია 63,040.65 ****
Emerson Electric Co EMR მრეწველობა აშშ 58,241.70 ***
Roper Technologies Inc ROP მრეწველობა აშშ 49,868.83 ***
Cintas Corp CTAS მრეწველობა აშშ 43,527.99 ***
Republic Services Inc RSG მრეწველობა აშშ 41,841.66 ***
Waste Connections Inc WCN მრეწველობა კანადა 35,924.32 ****
Experian PLC EXPGY მრეწველობა აშშ 35,747.58 ****
Fastenal Co FAST მრეწველობა აშშ 34,187.89 ***
Rockwell Automation Inc ROK მრეწველობა აშშ 32,538.40 ****
Otis Worldwide Corp OTIS მრეწველობა აშშ 32,530.08 ***
BAE Systems PLC BEASY მრეწველობა გაერთიანებული სამეფო 29,700.25 **
Equifax Inc EFX მრეწველობა აშშ 29,141.77 ***
TransUnion TRU მრეწველობა აშშ 19,882.57 ***
Expeditors International of Washington Inc EXPD მრეწველობა აშშ 17,268.78 ****
Masco Corp MAS მრეწველობა აშშ 12,062.73 ***
Graco Inc GGG მრეწველობა აშშ 11,806.51 **
Allegion PLC ALLE მრეწველობა აშშ 9,685.94 ***
Landstar System Inc LSTR მრეწველობა აშშ 5,599.96 ****

ტექნოლოგიური კომპანიები

ტექნოლოგიური სექტორის კომპანიები დაკავებულნი არიან კომპიუტერული ოპერაციული სისტემების და აპლიკაციების დიზაინით, განვითარებითა და მხარდაჭერით. ეს სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებს კომპიუტერულ აღჭურვილობას, მონაცემთა შენახვის პროდუქტებს, ქსელის პროდუქტებს, ნახევარგამტარებს და კომპონენტებს.

    კომპანიის დასახელება   ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker)       სექტორი     ბიზნესის ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)     ESG რისკის რეიტინგი
Microsoft Corp MSFT ტექნოლოგია აშშ 2,311,358.89 ****
Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd TSM ტექნოლოგია ტაივანი 542,086.63 ****
ASML Holding NV ASML ტექნოლოგია ნიდერლანდები 274,104.55 ****
Adobe Inc ADBE ტექნოლოგია აშშ 215,280.45 ****
Accenture PLC ACN ტექნოლოგია აშშ 213,601.73 *****
Salesforce.com Inc CRM ტექნოლოგია აშშ 210,196.80 ****
Texas Instruments Inc TXN ტექნოლოგია აშშ 169,329.57 ***
Intuit Inc INTU ტექნოლოგია აშშ 135,987.55 ****
ServiceNow Inc NOW ტექნოლოგია აშშ 111,378.00 ****
Analog Devices Inc ADI ტექნოლოგია აშშ 86,441.19 ***
Dassault Systemes SE DASTY ტექნოლოგია საფრანგეთი 65,055.77 ****
Autodesk Inc ADSK ტექნოლოგია აშშ 46,579.96 ****
Microchip Technology Inc MCHP ტექნოლოგია აშშ 41,777.14 **
Ansys Inc ANSS ტექნოლოგია აშშ 27,643.83 ***
VeriSign Inc VRSN ტექნოლოგია აშშ 24,507.85 ***
Tyler Technologies Inc TYL ტექნოლოგია აშშ 18,432.35 ***
Check Point Software Technologies Ltd CHKP ტექნოლოგია ისრაელი 18,360.68 ***
Jack Henry & Associates Inc JKHY ტექნოლოგია აშშ 14,350.17 ****
Aspen Technology Inc AZPN ტექნოლოგია აშშ 11,023.89 ***
Guidewire Software Inc GWRE ტექნოლოგია აშშ 7,905.29 ****

სხვა სექტორები

ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიები წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორებს: ძირითადი მასალები, საკომუნიკაციო მომსახურება, სამომხმარებლო (ციკლური), ენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება. ამ სექტორების უმეტესობა, გარდა კომუნალური მომსახურებისა, ეკონომიკის მოძრაობას მიჰყვება, ამიტომ, ფულადი ნაკადების პროგნოზირება უფრო რთულია.

ამ კომპანიებიდან ბევრი, ასევე ოპერირებს მაღალ კონკურენტუნარიან ან განვითარებად ინდუსტრიებში, სადაც მდგრადი კონკურენტული უპირატესობის შექმნა რთულია.

    კომპანიის დასახელება   ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker)       სექტორი     ბიზნესის ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)     ESG რისკის რეიტინგი
The Home Depot Inc HD სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 309,317.35 ****
Comcast Corp CMCSA საკომუნიკაციო მომსახურება აშშ 212,245.84 ***
Nike Inc NKE სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 211,766.15 ****
McDonald’s Corp MCD სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 182,889.61 ***
Lowe’s Companies Inc LOW სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 133,761.08 ****
Starbucks Corp SBUX სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 104,642.79 ***
Dominion Energy Inc D კომუნალური მომსახურება აშშ 68,882.96 ***
Sherwin-Williams Co SHW ძირითადი მასალები აშშ 65,037.90 ***
Enterprice Products Partners LP EPD ენერგეტიკა აშშ 56,172.36 ***
Ecolab Inc ECL ძირითადი მასალები აშშ 50,548.43 ***
Ferrari NV RACE სამომხმარებლო (ციკლური) იტალია 40,651.05 ***
Cheniere Energy LNG ენერგეტიკა აშშ 35,270.54 ***
International Flavors & Fragrances Inc IFF ძირითადი მასალები აშშ 33,455.62 ***
Cheniere Energy Partners LP CQP ენერგეტიკა აშშ 27,279.77 **
Yum China Holdings Inc YUMC სამომხმარებლო (ციკლური) ჩინეთი 17,679.00 ***
Rollins Inc ROL სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 17,260.73 ****
Domino’s Pizza Inc DPZ სამომხმარებლო (ციკლური) აშშ 14,665.92 **

წინა

ვინ არის ფიდუციარი?

შემდეგი

როგორ შევძლოთ ინვესტირება მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ შევძლოთ ინვესტირება მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში?

როგორ შევძლოთ ინვესტირება მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved