Tesla-ს მეოთხე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შედეგები 26 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს. ანალიტიკოსები კი აღნიშნულ დღემდე პროგნოზირებას არ წყვეტენ, მათი შეფასებით მოგება კიდევ უფრო გაიზრდება.
მზარდი შეფასებები კი როგორც წესი იწვევს აქციების ფასის ზრდას, თუმცა ტესლას შემთხვევაში იდენტური სურათი არ ჩანს.
სამშაბათს ალექსანდ პოტერი Piper Sandler-ის ანალიტიკოსი იყო ბოლო ანალიტიკოსი რომელმაც განაახლა პოტენციური მონაცემები. პოტერი თავის მოხსენებაში წერს რომ სავარაუდოდ კომპანიამ გაყიდვების უკეთესი შედეგი დადო, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო. ასეთივე შეფასება ნარჩუნდება 2022 წლისათვის, რაც ნიშნავს რომ პროგნოზი საკმაოდ კარგია.
Tesla-მ 2021 წლის მეოთხე კვარტალში 309 000 მანქანის მიწოდება მოახერხა. Wall Street-ის შეფასებით ეს რაოდენობა აჭარბებდა 270 000-ს. გაყიდვების მზარდი რაოდენობა ნიშნავს მეტ შემოსავალს, ანალიტიკოსი ელის რომ აღნიშნული გამოიწვევს აქციის შემოსავლის ზრდას, მისი მოცულობა კი აქციაზე 2.5 აშშ დოლარით განისაზღვრება, რაც დღეს 2.24 აშშ დოლარია.
პოტერი ვარაუდობს რომ 2022 წლისათვის 1.53 მილიონი გაყიდვა რეალისტური შედეგია, რაც მანამდე გაცემულ შეფასებას 1.38 მლნ-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს. აქციაზე შემოსავალი კი თავის პროგნოზში 9.91 აშშ დოლარიდან გაზარდა 12.14 აშშ დოლარამდე. ყიდვის ფასი დატოვა 1300 დოლარიან მაჩვენებელზე.
საერთო ჯამში უოლ სტრიტის მეოთხე კვარტლი გამომუშავება აქციაზე საშუალოდ 2.25 აშშ დოლარამდე გაიზარდა, მანამდე არსებული შედეგი 1.90 აშშ დოლარი იყო. 2022 წლის გამომუშავება აქციაზე კი 8.67 აშშ დოლარიდან 10 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
შემოსავლების ნაწილი მომავალი წლისათვის 16 %-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ინფორმაცია კი ბოლო 10 კვირის განმავლობაში გაკეთებულ პროგნოზებს ემყარება. თუმცა ზუსტად ამ პერიოდში მოხდა Tesla-ს აქციის ფასის 7%-იანი კლებაც. აღნიშნულმა ფაქტმა ინვესტორები კიდევ ერთხელ დააფიქრა.
ანალიზი გვაჩვენებს რომ პრობლემა ტესლას ნაწილში არ უნდა იყოს, არამედ ბაზრის ზოგადი ქცევაა. Nasdaq Composite Index-ი სადაც მრავალი ძვირადღირებული ტექნოლოგიური აქციაა იგივე მოცულობით 7%-ით არის შემცირებული და თანაც იმავე პერიოდში. ამავე პერიოდში S&P 500 გაიზარდა დაახლოებით 3%-ით, ხოლო Dow Jones Industrial გაიზარდა 5%-ით.
საპროცენტო განაკვეთის ზრდის შიში ზიანს აყენებს ტექნიკური აქციების შეფასებას. მზარდი განაკვეთები ზიანს აყენებს გადაფასების პირობაში არსებულ აქციებს, მისი გავლენა საბაზროზე დაბალ ფასად მოვაჭრე აქციებზე კი თითქმის ნულოვანია. Tesla კარგად შეფასებული აქციაა, პოტერის პროგნოზიდან გამომდინარე ფასი 85-ჯერ აღემატება გამომუშავებულ თანხას. შესადარებლად უნდა ითქვას რომ Russell 1000 Growth Index – ის აქციები 31-ჯერ აღემატება 2022 წლის შემოსავლიანობის ნაწილს.
ინვესტორები პროგნოზირებენ რომ კომპანია ნაპროგნოზებზე უკეთეს შედეგებს დადებს და ეს არა მხოლოდ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, არამედ 2022 წელსაც მოხდება. ისინი ასევე ვარაუდობენ რომ დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები და ფედერალური სარეზერვო სისტემის გავლენა შემცირდება საინვესტიციო ბაზარზე, ეს კი ცხადია ინვესტორების მეტ ყურადღებას კომპანიების მაჩვენებლებისკენ მიმართავს.
უკეთესი ფიქრებით დაწყებული ოთხშაბათი დღე Tesla-ს აქციის ფასზეც აისახა და აქციები 1.6%-ით გაიზარდა, S&P 500 და Nasdaq Composite მიყვა ზრდის ტრენდს და მათი მაჩვენებლები 0.6 და 0.8 %-ით გაუმჯობესდა.